სასუნთქი გზების კიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(პოსტოპერაციული კონტროლი)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 92: ხაზი 92:
 
ხორხის რეკონსტრუქციული რეზექციები – დაზიანებული ნაწილის ამოკვეთის შემდეგ, ხდება ხორხის რეკონსტრუქცია. ასეთი ოპერაციები გახლავთ კრიკო-ჰიოდო პექსიები, MAJER-PIQUET, LABAYLLE.
 
ხორხის რეკონსტრუქციული რეზექციები – დაზიანებული ნაწილის ამოკვეთის შემდეგ, ხდება ხორხის რეკონსტრუქცია. ასეთი ოპერაციები გახლავთ კრიკო-ჰიოდო პექსიები, MAJER-PIQUET, LABAYLLE.
 
[[ფაილი:Dazianebuli ubnebis sazRvrebi.PNG|thumb|300პქ|<small>სურათზე ნაჩვენებია დაზიანებული უბნის წინა საზღვრები, შემდეგ მათი რეზექციის საზღვრები და რეკონსტრუქციის პრინციპი კრიკო-ჰიოდო-ეპიგლოტოპექსია</small>]]
 
[[ფაილი:Dazianebuli ubnebis sazRvrebi.PNG|thumb|300პქ|<small>სურათზე ნაჩვენებია დაზიანებული უბნის წინა საზღვრები, შემდეგ მათი რეზექციის საზღვრები და რეკონსტრუქციის პრინციპი კრიკო-ჰიოდო-ეპიგლოტოპექსია</small>]]
ამ ოპერაციის ძირითადი სირთულეა ზუსტი ონკოლოგიური
+
ამ ოპერაციის ძირითადი სირთულეა ზუსტი ონკოლოგიური დიაგნოზის დასმა და არჩეული ქირურგიული ტაქტიკის სიზუსტე, რადგანაც ოპერაციის პროგნოზი (ონკოლოგიური თვალსაზრისით), დამოკიდებულია მხოლოდ ზუსტ ტაქტიკაზე, ხორხის რეკონსტრუქციული ნაწილის სიჯანსაღეზე და რეზექციის საზღვრების სიზუსტეზე. აღსანიშნავია Majer-Piquet-ის ახალი მოდიფიცირებული ლარინგექტომია, რომელიც Prof. Bernard Guerrier-ის მიერ იქნა შემუშავებული, ის გულისხმობს ყიის მხოლოდ წინა კომისურის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობას, მინიმალური ტრავმული რეზექციით და ფუნქციური დაზიანებით.
დიაგნოზის დასმა და არჩეული ქირურგიული ტაქტიკის სიზუსტე,
+
რადგანაც ოპერაციის პროგნოზი (ონკოლოგიური თვალსაზრი-
+
სით), დამოკიდებულია მხოლოდ ზუსტ ტაქტიკაზე, ხორხის რეკო-
+
ნსტრუქციული ნაწილის სიჯანსაღეზე და რეზექციის საზღვრების
+
სიზუსტეზე. აღსანიშნავია Majer-Piquet-ის ახალი მოდიფიცირებუ-
+
ლი ლარინგექტომია, რომელიც Prof. Bernard Guerrier-ის მიერ იქნა
+
შემუშავებული, ის გულისხმობს ყიის მხოლოდ წინა კომისურის
+
ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობას, მინიმა-
+
ლური ტრავმული რეზექციით და ფუნქციური დაზიანებით.
+
  
 +
===== კიბოს მეტასტაზებით დასნებოვნებული ლიმფური სისტემის (ჯირკვლების) ქირურგიული მკურნალობა =====
 +
'''კისრის ლიმფური სისტემის რეზექცია შეიძლება იყოს:'''
  
 +
:— '''რადიკალური''' – როდესაც მეტასტაზირება ცდება ლიმფურ კვანძებს და კუნთოვან ქსოვილში გადადის. ამ დროს, ლიმფადენექტომიას ემატება, ასევე, კუნთების (მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთს) და საუღლე ვენის ამოკვეთა;
 +
:— '''ფუნქციური''' – როდესაც ლიმფადენექტომია გულისხმობს მხოლოდ ლიმფურ კვანძებს და ხელუხლებელს ტოვებს კუნთოვან ქსოვილს და საუღლე ვენას;
 +
 +
ასევე, არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი ლიმფადენექტომიები იმის მიხედვით, ლიმფური მეტასტაზირება ცალმხრივია თუ ორმხრივი.
 +
 +
==== ჩვენებები ====
 +
ამ მიდამოს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ჩვენებები დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე, სტადიაზე და ჰისტოლოგიაზე.
 +
 +
ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გარდა, მათი თანმიმდევრობის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისთვის
 +
და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონსილიუმის საფუძველზე.
 +
 +
'''მკურნალობის ეტაპები'''
 +
 +
:— '''პირველი ეტაპი''' – ქირურგია – ამ დროს, პოსტოპერაციული დასხივება ხორციელდება სიმსივნით დაზიანებული, უკვე ამოკვეთილი ორგანოს საპროექციო არეში და ლიმფური კვანძების (აქაც უკვე ამოკვეთილ ან საეჭვო კვანძების) მიდამოებში. სხივური თერაპიის დოზირება ხდება ჰისტოლოგიური კვლევის მიხედვით. (კვანძის კაფსულას გარღვევის შემთხვევაში, უფრო დიდი დოზაა განსაზღვრული)
 +
:— '''მეორე ეტაპი''' – დასხივება – სხივური თერაპიის შემდგომი ქირურგია შეიძლება საჭირო გახდეს რეციდივის ან რადიონეკროზის დროს. ორივე შემთხვევაში ქირურგიას ძალიან ცუდი პროგნოზი და მძიმე გართულებები აქვს. ეს გართულებებია:
 +
სისხლდენები, ფისტულების ჩამოყალიბება, რეციდივები.
 +
 +
==== პოსტოპერაციული კონტროლი ====
 +
ონკოპაციენტებში, პოსტოპერაციული დაკვირვება – კონტროლი ყოველ 2 თვეში ერთხელ არის საჭირო. კონსულტაციებს შორის პერიოდის გაზრდა თანმიმდევრულად ხდება და საბოლოო კონტროლი 5 წლის შემდეგ უნდა დასრულდეს.
 +
 +
კონტროლის დროს, აუცილებელია დაავადებული და ნაოპერაციები ორგანოს დათვალიერება, რეციდივის გამოსარიცხად. ასევე, სხვა დაზიანებული ან საეჭვო ორგანოების (ღვიძლი, [[ფილტვები]], ძვლები) მონიტორინგი; ეჭვის შემთხვევაში კი – ბიოფსიის განხორციელება.
 +
 +
ასევე, საჭიროა ზოგადი მდგომარეობის შეფასება: წონა, ხმის ტემბრი, მადა, სისუსტე.
 +
 +
==== პროგნოზი ====
 +
'''ონკოლოგიური დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:'''
 +
 +
:— '''სიმსივნის ადგილმდებარეობა''' – ხმოვანი იოგის კიბოს პროგნოზი უკეთესია, ვიდრე ენის ძირის ან ხახის კიბოს პროგნოზი. ეს აიხსნება იმით, რომ ხმოვანი იოგები არ არის ლიმფოფილური, განსხვავებით ენისაგან და ხახისაგან.
 +
:— '''მაკროსკოპული ტიპი''' – ენდოფიტი და ეგზოფიუტი. ინფილტრაციულ კიბოს უფრო ცუდი პროგნოზი აქვს.
 +
:— '''ლიმფური კვანძების ჩართულობა''' პროცესში და მათი კაფსულას მდგომარეობა
 +
:— '''დრო დიაგნოსტიკას და მკურნალობას შორის''' – რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა, მით უფრო კარგია პროგნოზი.
 +
 +
 +
{| class="wikitable"
 +
|-
 +
|<big>'''NOTA BENE'''</big>
 +
 +
* ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ პირველად დიაგნოსტიკას. სწორედ ეს განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას და მეთოდიკას;
 +
* პოსტმკურნალობის მეთვალყურეობა და კონტროლი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეციდივების ადრეულ დიაგნოსტიკაში. ეს უკვე თავისთავად განსაზღვრავს პროგნოზს;
 +
* სხივური თერაპიის წინ, სტომატოლოგიური მკურნალობა-პრევენცია გახლავთ პაციენტისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი;
 +
 +
 +
|}
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 19:16, 4 აპრილი 2022 მდგომარეობით

სასუნთქი გზების კიბო — ტერმინი – სასუნთქი გზების კიბო, გულისხმობს პირის, ხახის, ცხვირის, ცხვირ-ხახის, სინუსების და ხორხის ავთვისებიან სიმსივნეებს.

ჯამში, კიბოთი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობიდან, ამ კიბოს გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 12%-ია კაცებში, ხოლო ქალებში – 1,5%

პირის ღრუს, ხახის და ხორხის კიბოს ერთად განხილვის საბაბს იძლევა ამ დაავადებების ერთგვაროვნება ეტიოლოგიური და კლინიკურ –ჰისტოლოგიური კუთხით. ცხვირის და სინუსების კიბოები შეიძლება ერთად განვიხილოთ, რადგანაც მათ ერთგვარი დამახასიათებელი ნიშნები აქვთ.

ვისაუბროთ ზემოაღნიშნულ ერთგვაროვნებაზე.

სარჩევი

[რედაქტირება] ჰისტოლოგია

როგორც წესი, ამ რეგიონის კიბოები ეპითელიომებით არის წარმოდგენილი. ლიმფომები ძალიან იშვიათია და ვითარდება ამ მიდამოს ლიმფოიდურ ქსოვილებზე: ტონზილები, ენის ტონზილა ან ხახის ლიმფოდური ქსოვილი.

[რედაქტირება] ეპიდემიოლოგია

პაციენტები, ძირითადად, მამრობითი სქესის არიან. გამომწვევი არის ქრონიკული გაღიზიანება ალკოჰოლით და სიგარეტით. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს კბილი, პროთეზი, ქრონიკული ტრავმები ენის და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

[რედაქტირება] კვლევის სქემა

პირის, ხახის და ხორხის კიბოზე ეჭვის შემთხვევაში, კვლევის პროტოკოლი უნდა იყოს შემდეგი:

— სიმსივნის ზუსტი ტოპოგრაფიული აღწერა;
— ოროფარინგეალური სივრცის მთლიანი დათვალიერება, მეორე ლოკალიზაციის გამოსარიცხად;
— კისრის ლიმფური კვანძების დათვალიერება და, ადენოპათიის შემთხვევაში, მათი ზუსტი შეფასება ზომისა და ადგილმდებარეობის კუთხით;
— საყლაპავის და ხორხის ენდოსკოპიური დათვალიერება – პანენდოსკოპია, რომელიც სისტემატურად ტარდება კიბოიან პაციენტებში;
— დათვალიერებით უნდა განვსაზღვროთ სიმსივნის ლორწოვან გარსზე გავრცელება. ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსი გვეხმარება სიმსივნის გავრცელების განსაზღვრაში (ხრტილოვანი, ძვლოვანი, ლიმფურ –კვანძოვანი თუ კუნთოვანი);

[რედაქტირება] სიმპტომები

ამ რეგიონის კიბოს კლინიკური სიმპტომატოლოგია დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე.

[რედაქტირება] პირის ღრუს, პირ-ხახის, ხახის და ხორხის კიბო

[რედაქტირება] მკურნალობა

მკურნალობამდე აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ სიმსივნის ჰისტომორფოლოგიურ დიაგნოზში, ანუ მის ავთვისებიანობაში და დიფერენციულობაში. ასევე, აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ პაციენტის მომავალი მკურნალობის ტაქტიკაზე, სიმსივნის გავრცელების მიხედვით.

[რედაქტირება] მეთოდის არჩევა

ჰისტომორფოლოგიური კვლევის დაზუსტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოფსიის სწორ განხორციელებას.

კერძოდ:

— მასალა უნდა იყოს აღებული სიმსივნის და საღი ქსოვილის მომიჯნავე ზონიდან საკმარისად დიდი ზომის, რაც უზრუნველყოფს ზუსტ ჰისტოლოგიურ კვლევას;
— მასალის აღებისას, აუცილებელია მასალის საკმაოდ ღრმად ამოკვეთა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მხოლოდ ნეკროზული და ინფიცირებული ქსოვილის ამოკვეთა;

გასათვალისწინებელია, რომ არასწორი ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზი არასწორად წარმართულ მკურნალობას ნიშნავს, რაც ხშირად ლეტალური შედეგის მიზეზი შეიძლება გახდეს და ამიტომ, თუ პასუხი ეჭვებს ბადებს და არ არის ზუსტი, აუცილებელია ბიოფსიის გამეორება ზუსტი და საიმედო პასუხის მიღებამდე.

როდესაც საქმე გვაქვს ძალიან მცირე ზომის დაზიანებულ უბანთან, აუცილებელია განვახორციელოთ ბიოფსია-რეზექცია ანუ, საეჭვო უბნის ერთბაშად ამოკვეთა ისე, როგორც ეს უკვე დადასტურებული კიბოს დიაგნოზის დროს იქნებოდა საჭირო (საღი ქსოვილის ფარგლებში 2-3 მმ ზონაში).

პირველადი დათვალიერება და კონსილიუმი, რომელიც ქირურგ-ოტოლარინგოლოგისა და სხივური თერაპევტის ერთობლივი მონაწილეობით უნდა ჩატარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დროს უნდა გადაწყდეს მკურნალობის ტაქტიკა და მოცულობა. ანტიბიოტიკოთერაპიის ან ზოგადი მდგომარეობის სიმძიმის შემთხვევაში, ზოგადთერაპიული ღონისძიებების ჩატარების საჭიროება.

ყოველივე ეს და საბოლოო შედეგიც, დამოკიდებულია ამ ორი სპეციალისტის გამოცდილებაზე და მათ შორის კარგ კოლაბორაციაზე.

[რედაქტირება] მკურნალობის თანამედროვე საშუალებები

[რედაქტირება] ქიმიო და სხივური თერაპია

ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული სერიოზული ფუნქციური ნაკლოვანებები, ზოგ შემთხვევაში, იმდენად აშინებს პაციენტს, რომ ის უარს აცხადებს ოპერაციულ ჩარევაზე. როგორც წესი, ხორხის კიბოს დაგვიანებული სტადიების ქირურგიული მკურნალობა ტოტალური ლარინგექტომიით მთავრდება. ეს ოპერაცია იწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას: ხმის, ყლაპვის და სუნთქვის ნორმალური ფიზიოლოგიის მოშლას. აღსანიშნავია, რომ ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, ხორხის ნაწილობრივი რეზექციის და პლასტიკური აღდგენის გამოყენებით, პაციენტს მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ხორხის ფუნქციები, რაც მისი ინვალიდიზაციის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს.

ამიტომ, ზოგ შემთხვევაში, პაციენტს ქირურგიის ალტერნატიულ საშუალებას – ქიმიო და სხივურ თერაპიას სთავაზობენ (პაციენტის ასაკის, სტადიის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით).

ზოგჯერ, ქიმიო და სხივური თერაპიის ან მათი კომბინაციის ეფექტურობა საკმაოდ კარგია და ამიტომ, ტექნიკური პროგრესის ფონზე, ამ მეთოდების გამოყენება უფრო გახშირდა. კიბოს დასამარცხებლად აუცილებელია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაღალპროფესიონალი ქირურგების და ონკოლოგების მიერ ერთობლივად თითოეული პაციენტის, კონკრეტული შემთხვევის, ინდივიდუალური განხილვა.

სხივური თერაპიის ორი ტიპი არსებობს: კობალტის ლინეარული (ხაზოვანი) ემისით და ირიდიუმ 192-ის (კიურითერაპია) დასხივებით.

ეს მეთოდიკა საშუალებას იძლევა ზუსტი დოზირებით განხორციელდეს ზუსტი დამიზნება ამა თუ იმ მიდამოზე და სიმსივნეზე.

აღწერილი მეთოდიკის გამოყენებით, პრაქტიკაში დაინერგა ტუმოროციდული (სიმსივნის გასანადგურებელი) დოზები, 65-75 Gy (გრეი), რაც უდრის 6500-7500 რად-ს. ეს დოზა უნდა იყოს განაწილებული 6-7 კვირაზე.

სხივური თერაპიის წინ, აუცილებელ პირობას წარმოადგენს დასხივების ზონაში არსებული კბილებიდან ყველა არაჯანსაღი კბილის ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხივური თერაპიის შედეგად, განვითარდება ოსტეონეკროზი და პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს არა მარტო კბილები, არამედ ყბის ძვლის ნაწილიც, რაც მის ისედაც მძიმე მდგომარეობას, კიდევ უფრო დაამძიმებს.

[რედაქტირება] ხორხის კიბოს ქირურგიული მკურნალობა

წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ტექნიკური აღჭურვილობის პროგრესი გვაძლევს საშუალებას პაციენტის სამკურნალოდ ოპერაციების საკმაოდ ფართო სპექტრი გამოვიყენოთ. ოპერაციები, კიბოს მდებარეობის და ჰისტოლოგიური ნაირსახეობის მიხედვით, სხვადასხვა მასშტაბის და ტექნიკის შეიძლება იყოს.

ტრანსმანდიბულარული ბუკო-ფარინგექტომია

პირის ღრუს და ხახის კიბოს სამკურნალოდ, როდესაც სიმსივნე რბილ ქსოვილებზე არის გავრცელებული, ხშირად ვიყენებთ მონოპოლარულ ელექტროდანას, რაც ონკოლოგიურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ხოლო, თუ ამ რეგიონის ძვლოვანი სტრუქტურებიც ჩათრეულია, უკვე, უფრო დიდი ინვაზიური ქირურგიაა საჭირო, ნაწილობრივი ან ტოტალური ძვლოვანი რეზექციით.

მაგალითად, ტრანსმანდიბულარული ბუკო-ფარინგექტომია, რომელიც ხახის ტონზილარული მიდამოს ან ენის ძირის კიბოს დროს ელექტროდანით ან, უკეთეს შემთხვევაში, Olympus-ის ახალი ულტრაბგეროვანი მაკრატლით – Thunderbeat ხორციელდება, იძლევა ონკოლოგიურ უსაფრთხოებას. ამ ოპერაციის დროს, შეიძლება ამოკვეთილი იყოს მხოლოდ რბილი ქსოვილები ან, ძვლოვანი დაზიანების შემთხვევაში, ყბის ძვალიც. ქსოვილოვანი დეფექტის აღსადგენად ვიყენებთ კან-კუნთოვან ნაფლეთებს და ხელოვნურ ძვალსაც

ხორხის და სუბგლოტური კიბოს დროს, გამოიყენება ტოტალუ- რი ან ნაწილობრივი ლარინგექტომიები.

ტოტალური ლარინგექტომიები გამოიყენება ხორხის კიბოს შორს წასული პროცესების დროს. მას შესაძლოა მიჰყვეს ხახის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთის ოპერაციაც. ეს ოპერაცია გულისხმობს სუნთქვის და ყლაპვის ფუნქციების გზაჯვარედინის გამიჯვნას ერთიმეორისაგან ანუ, ტრაქეის კისრის წინა ზედაპირზე ამოკერებას და საყლაპავის ხახასთან მიკერებას.

ლარინგექტომიის შემდგომი ანატომია სქემატურად, და სალაპარაკო პროთეზი

ამ ოპერაციის შემდეგ, ლაპარაკის ფუნქცია იკარგება. ოპერაციის შემდგომი ფონიატრიული რეაბილიტაცია ხდება ან საყლაპავისმიერი ხმის ჩამოყალიბებით (საკმაოდ ხანგრძლივი და რთული ფონიატრიული რეაბილიტაციის კურსი, რომლის დროსაც პაციენტი საყლაპავის და ხახის დარჩენილი კუნთების მეშვეობით სწავლობს ხმის გამოცემას) ან ელექტროპროთეზით, რომელიც ელექტრონულ ხმას გამოსცემს (კინოგახმოვანებაში ეს ეფექტი საკმაოდ ხშირად გვხვდება). არსებობს კიდევ უფრო კარგი საშუალება – PROVOX-ის ფირმის ტრაქეო-ეზოფაგალური ფონატორული სილიკონის პროთეზი, რომელიც ტრაქეოსტომიული ხვრელის ობტურაციის დროს, ჰაერის ნაკადს უშვებს საყლაპავში და პირიდან გამოდის ჩახლეჩილი ხმა.

ნაწილობრივი ლარინგექტომიები – ეს ოპერაციები უზრუნველყოფს დაზიანებული ნაწილის ამოკვეთას ისე, რომ შენარჩუნდეს ხორხის ძირითადი ფუნქციები (ხმა, ყლაპვის და სუნთქვის გზაჯვარედინი).

ნაწილობრივი ლარინგექტომიები იყოფა ვერტიკალურად და ჰორიზონტლურად, ვერტიკალური ნაწილობრივი ლარინგექტომიები, (მაგალითად კორდექტომია), როგორც წესი, ლაზერის გამოყენებით ხორციელდება.

ჰორიზონტალური ნაწილობრივი ლარინგექტომიები, ე. წ. სუპრაგლოტური (ყიისზედა) ხორხის რეზექციები, ხორციელდება ელექტროდანით (Thunderbeat Olympus).

ხორხის რეკონსტრუქციული რეზექციები – დაზიანებული ნაწილის ამოკვეთის შემდეგ, ხდება ხორხის რეკონსტრუქცია. ასეთი ოპერაციები გახლავთ კრიკო-ჰიოდო პექსიები, MAJER-PIQUET, LABAYLLE.

სურათზე ნაჩვენებია დაზიანებული უბნის წინა საზღვრები, შემდეგ მათი რეზექციის საზღვრები და რეკონსტრუქციის პრინციპი კრიკო-ჰიოდო-ეპიგლოტოპექსია

ამ ოპერაციის ძირითადი სირთულეა ზუსტი ონკოლოგიური დიაგნოზის დასმა და არჩეული ქირურგიული ტაქტიკის სიზუსტე, რადგანაც ოპერაციის პროგნოზი (ონკოლოგიური თვალსაზრისით), დამოკიდებულია მხოლოდ ზუსტ ტაქტიკაზე, ხორხის რეკონსტრუქციული ნაწილის სიჯანსაღეზე და რეზექციის საზღვრების სიზუსტეზე. აღსანიშნავია Majer-Piquet-ის ახალი მოდიფიცირებული ლარინგექტომია, რომელიც Prof. Bernard Guerrier-ის მიერ იქნა შემუშავებული, ის გულისხმობს ყიის მხოლოდ წინა კომისურის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობას, მინიმალური ტრავმული რეზექციით და ფუნქციური დაზიანებით.

[რედაქტირება] კიბოს მეტასტაზებით დასნებოვნებული ლიმფური სისტემის (ჯირკვლების) ქირურგიული მკურნალობა

კისრის ლიმფური სისტემის რეზექცია შეიძლება იყოს:

რადიკალური – როდესაც მეტასტაზირება ცდება ლიმფურ კვანძებს და კუნთოვან ქსოვილში გადადის. ამ დროს, ლიმფადენექტომიას ემატება, ასევე, კუნთების (მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთს) და საუღლე ვენის ამოკვეთა;
ფუნქციური – როდესაც ლიმფადენექტომია გულისხმობს მხოლოდ ლიმფურ კვანძებს და ხელუხლებელს ტოვებს კუნთოვან ქსოვილს და საუღლე ვენას;

ასევე, არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი ლიმფადენექტომიები იმის მიხედვით, ლიმფური მეტასტაზირება ცალმხრივია თუ ორმხრივი.

[რედაქტირება] ჩვენებები

ამ მიდამოს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ჩვენებები დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე, სტადიაზე და ჰისტოლოგიაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გარდა, მათი თანმიმდევრობის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისთვის და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონსილიუმის საფუძველზე.

მკურნალობის ეტაპები

პირველი ეტაპი – ქირურგია – ამ დროს, პოსტოპერაციული დასხივება ხორციელდება სიმსივნით დაზიანებული, უკვე ამოკვეთილი ორგანოს საპროექციო არეში და ლიმფური კვანძების (აქაც უკვე ამოკვეთილ ან საეჭვო კვანძების) მიდამოებში. სხივური თერაპიის დოზირება ხდება ჰისტოლოგიური კვლევის მიხედვით. (კვანძის კაფსულას გარღვევის შემთხვევაში, უფრო დიდი დოზაა განსაზღვრული)
მეორე ეტაპი – დასხივება – სხივური თერაპიის შემდგომი ქირურგია შეიძლება საჭირო გახდეს რეციდივის ან რადიონეკროზის დროს. ორივე შემთხვევაში ქირურგიას ძალიან ცუდი პროგნოზი და მძიმე გართულებები აქვს. ეს გართულებებია:

სისხლდენები, ფისტულების ჩამოყალიბება, რეციდივები.

[რედაქტირება] პოსტოპერაციული კონტროლი

ონკოპაციენტებში, პოსტოპერაციული დაკვირვება – კონტროლი ყოველ 2 თვეში ერთხელ არის საჭირო. კონსულტაციებს შორის პერიოდის გაზრდა თანმიმდევრულად ხდება და საბოლოო კონტროლი 5 წლის შემდეგ უნდა დასრულდეს.

კონტროლის დროს, აუცილებელია დაავადებული და ნაოპერაციები ორგანოს დათვალიერება, რეციდივის გამოსარიცხად. ასევე, სხვა დაზიანებული ან საეჭვო ორგანოების (ღვიძლი, ფილტვები, ძვლები) მონიტორინგი; ეჭვის შემთხვევაში კი – ბიოფსიის განხორციელება.

ასევე, საჭიროა ზოგადი მდგომარეობის შეფასება: წონა, ხმის ტემბრი, მადა, სისუსტე.

[რედაქტირება] პროგნოზი

ონკოლოგიური დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

სიმსივნის ადგილმდებარეობა – ხმოვანი იოგის კიბოს პროგნოზი უკეთესია, ვიდრე ენის ძირის ან ხახის კიბოს პროგნოზი. ეს აიხსნება იმით, რომ ხმოვანი იოგები არ არის ლიმფოფილური, განსხვავებით ენისაგან და ხახისაგან.
მაკროსკოპული ტიპი – ენდოფიტი და ეგზოფიუტი. ინფილტრაციულ კიბოს უფრო ცუდი პროგნოზი აქვს.
ლიმფური კვანძების ჩართულობა პროცესში და მათი კაფსულას მდგომარეობა
დრო დიაგნოსტიკას და მკურნალობას შორის – რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა, მით უფრო კარგია პროგნოზი.


NOTA BENE
  • ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ პირველად დიაგნოსტიკას. სწორედ ეს განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას და მეთოდიკას;
  • პოსტმკურნალობის მეთვალყურეობა და კონტროლი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეციდივების ადრეულ დიაგნოსტიკაში. ეს უკვე თავისთავად განსაზღვრავს პროგნოზს;
  • სხივური თერაპიის წინ, სტომატოლოგიური მკურნალობა-პრევენცია გახლავთ პაციენტისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი;


[რედაქტირება] წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები