კობალტი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Kobaltis servizi.JPG|thumb|გერმანული კობალტზე დამზადებული „მადონას” მოოქროვილი სერვიზი]] | [[ფაილი:Kobaltis servizi.JPG|thumb|გერმანული კობალტზე დამზადებული „მადონას” მოოქროვილი სერვიზი]] | ||
| − | '''კობალტი''' − (ლათ. cobaltum < გერმ. kobold მთის სული, მოვერცხლისფრო-თეთრი, მოყვითალო-მოვარდისფრო ან მოლურჯო ელფერის სალი ლითონი. | + | '''კობალტი''' − (ლათ. cobaltum < გერმ. kobold მთის სული, მოვერცხლისფრო-თეთრი, მოყვითალო-მოვარდისფრო ან მოლურჯო ელფერის სალი [[ლითონი]]. |
სიმბოლო – Co. <br /> | სიმბოლო – Co. <br /> | ||
16:29, 15 ივლისი 2022-ის ვერსია
კობალტი − (ლათ. cobaltum < გერმ. kobold მთის სული, მოვერცხლისფრო-თეთრი, მოყვითალო-მოვარდისფრო ან მოლურჯო ელფერის სალი ლითონი.
სიმბოლო – Co.
სიმკვრივე – 8900 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 1495°C (1768 K; 2723 °F);
დუღილის ტემპერატურა – 2927°C (3200 K, 5301 °F).
ცნობილია მიახლოებით 30-მდე კობალტშემცველი მინერალი. კობალტი შედის შემდეგი მინერალების შემადგენლობაში: კაროლიტი, ლინეიტი, კობალტინი, სფეროკობალტიტი, სმალტინი, სკუტერუდიტი და სხვ. კობალტს თან სდევს რკინა, ნიკელი, მანგანუმი და სპილენძი. ძირითადად მიიღება ნიკელის მადნებიდან, მათი დამუშავებით გოგირდმჟავათი ან ამიაკით.
კობალტის გამოყენების სფეროა: ფოლადის ლეგირება, მაგნიტური ჩაწერის აპარატურა, ტრანსფორმატორები, ელექტროძრავები, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ქიმიური რეაქციების კატალიზატორი, აკუმულატორები, თერმოელექტროგენერატორები, გამა-დეფექტოსკოპია, რადიოიზოტოპიური ენერგიის წყაროები, მედიცინა და სხვ. კობალტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.