ნახევრადავტომატური შედუღება
(ახალი გვერდი: '''ნახევრადავტომატური შედუღება''' − შედუღების სახე...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:შედუღება]] | [[კატეგორია:შედუღება]] |
მიმდინარე ცვლილება 13:47, 21 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ნახევრადავტომატური შედუღება − შედუღების სახე, სადაც ელექტროდად გამოყენებულია განსაზღვრული მარკის ლითონის მავთული, რომელსაც დენგამტარი სატუჩის მეშვეობით მიეწოდება დენი. ელექტრორკალი ადნობს მავთულს, ხდება შედუღება და რკალის სიგრძის მუდმივობის შესანარჩუნებლად მავთული მიეწოდება ავტომატური მექანიზმით. ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან დასაცავად გამოიყენება დამცავი გაზი (არგონი, ჰელიუმი, ნახშირორჟანგი და მათი ნარევი), რომელიც საელექტროდე მავთულთან ერთად სანთურით მიეწოდება შედუღების ადგილს. თუ დამცავი გარემოს შექმნის საშუალება არ არის, მაშინ გამოიყენება თვითდამცავი მავთული (ფხვნილიანი) დამცავი მიკროგარემოს შესაქმნელად. თუ დამცავი გარემო შედგება ნახშირორჟანგის გაზისაგან, მაშინ გამოიყენება შესადუღებელი მავთული, რომელშიც შედის განმჟანგველები (მანგანუმი და სილიციუმი), რადგანაც მაღალ ტემპერატურაზე ხდება ნახშირორჟანგის დისოციაცია ჟანგბადის გამოყოფით. ეს უკანასკნელი კი იწვევს ლითონის კოროზიას.