თაბაშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თაბაშირი''' — სულფატების კლასის მინერალი, რომელიც წარმოიქმნება კალციუმის სულფატზე წყლის დამატებით. უხვად მოიპოვება ბუნებაში. განირჩევა თაბაშირის ორი მთავარი სახე. ამათგან პირველი გამოუმწვარი (წყლის) თაბაშირი გამოიყენება [[ფერწერა]]ში, მაგრამ არა როგორც საღებავი, არამედ გრუნტის მოსამზადებლად. გამომწვარად წოდებული თაბაშირის მეორე სახე წარმოადგენს წყლის თაბაშირს, რომელიც მცირე გახურებით არის მიღებული. ასეთი სახით თაბაშირი 3/4–ით კარგავს საკუთარ წყალს და შეუძლია წყალთან შერევისას იქცეს მყარ მასად და ამრიგად შეიძინოს ცემენტირების უნარი. სწორედ ამიტომ გამოიყენება არქიტექტურაში და სკულპტურაში ქანდაკებების ჩამოსასხმელად და ა. შ. თაბაშირს არ გააჩნია ზედაპირის დაფარვის თვისებები და ამიტომაც იგი ფერწერაში საღებავად არ გამოიყენება.
+
[[ფაილი:Tabashiri.JPG|thumb|თაბაშირი]]
 +
'''თაბაშირი''' — (ბერძ. gypsos [[ცარცი]], [[კირი]]), სულფატების კლასის [[მინერალი]], (ქიმიური ფორმულა CaSO<sub>4</sub>•2H<sub>2</sub>O), უფერო, თეთრი, რუხი კრისტალებით, დანალექი ქანი. მისგან მიიღება ჰაერული [[შემკვრელი]] ნივთიერება ბუნებრივი თაბაშირის ქვის გამოწვით 140-170°С ტემპერატურაზე (სამშენებლო თაბაშირი ძველი სახელწოდებაა [[ალებასტრი]]). ატმოსფერულ წნევაზე გამოწვისას მიიღება დაბალი სიმტკიცის ნახევარწყლიანი კალციუმის სულფატი.
 +
 
 +
სამშენებლო თაბაშირი ხასიათდება მაღალი წყალმოთხოვნილებით (55-65%) და შედარებით დაბალი სიმტკიცით (2-7 მპა). მაღალი სიმტკიცის თაბაშირის წყალმოთხოვნილებაა 35-40% და აქვს მეტი სიმტკიცე (10-25 მპა). თაბაშიროვანი ყველა [[შემკვრელი]] არის სწრაფშემკვრელი (როგორც წესი, 2-20 წთ) და სწრაფგამაგრებადი. შეკვრის პროცესის შესანელებლად იყენებენ სხვადასხვა დანამატს: ხის [[წებო]]ს, სულფიდსაფუარს, ბორის მჟავას, [[პოლივინილაცეტატი|პოლივინილაცეტატს]] და სხვ. თაბაშირი გამაგრების დროს ფართოვდება (მოცულობის 0,2%), რაც სასარგებლოა არქიტექტურულ-დეკორატიული ნაკეთობის დამზადებისას. კარგად ეჭიდება [[მერქანი|მერქანს]] და მიზანშეწონილია მისი დაარმირება მერქნის ლარტყით, [[მუყაო]]-[[ქაღალდი]]თ და სხვა მსგავსი მასალით. გამაგრებული თაბაშირის სიმკვრივე შეადგენს 1200-1500 კგ/მ<sup>3</sup>, ფორიანობა – 30-60%. თაბაშირს ახასიათებს მაღალი ჰიგროსკოპულობა, ამიტომ, თაბაშირის ნაკეთობის გამოყენება მიზანშეწონილია მშრალ პირობებში.
 +
 
 +
ჩვეულებრივ პირობებში თაბაშირი შერევა [[ცემენტი|ცემენტთან]] არ შეიძლება, რადგან მათი ურთიერთმოქმედების შედეგად წარმოიქმნება არამდგრადი მასალა, რომელიც განიცდის დეფორმაციას და იშლება კალციუმის ჰიდროსულფოალუმინატის მაღალსულფატური ფორმის წარმოქმნით, [[კრისტალიზაცია|კრისტალიზდება]] წყლის მოლეკულასთან შეერთებით და მნიშვნელოვნად იმატებს მოცულობაში. შედარებით სტაბილური თაბაშირის ქვის მისაღებად მას უმატებენ აქტიურ დანამატებს. არსებობს კომპოზიტური თაბაშიროვანი შემკვრელი, რომელშიც მცირე რაოდენობით შედის [[პორტლანდცემენტი]], აქტიური მინერალური კომპონენტი, სუპერპლასტიფიკატორი, კაჟმიწა და სხვ. ეს შემკვრელი 1,2-2-ჯერ მტკიცეა, ვიდრე აქტიურ დანამატიანი და გაცილებით წყალმედეგია. თაბაშიროვანი შემკვრელი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, მზადდება შედარებით მარტივად, ენერგიის ნაკლები დანახარჯით, რაც განაპირობებს მის ფართოდ გამოყენებას [[მშენებლობა]]ში.
 +
 
 +
გამოუმწვარი (წყლის) თაბაშირი გამოიყენება [[ფერწერა]]ში, მაგრამ არა როგორც საღებავი, არამედ [[გრუნტი საღებავის|გრუნტი]]ს მოსამზადებლად. გამომწვარად წოდებული თაბაშირის მეორე სახე წარმოადგენს წყლის თაბაშირს, რომელიც მცირე გახურებით არის მიღებული. ასეთი სახით თაბაშირი 3/4–ით კარგავს საკუთარ წყალს და შეუძლია წყალთან შერევისას იქცეს მყარ მასად და ამრიგად შეიძინოს ცემენტირების უნარი. სწორედ ამიტომ გამოიყენება [[არქიტექტურა]]ში და [[სკულპტურა]]ში ქანდაკებების ჩამოსასხმელად და ა. შ. თაბაშირს არ გააჩნია ზედაპირის დაფარვის თვისებები და ამიტომაც იგი ფერწერაში საღებავად არ გამოიყენება.
  
  
ხაზი 5: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
* [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 +
* [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მინერალები]]
 
[[კატეგორია:მინერალები]]
[[კატეგორია:ნედლეული]]
+
[[კატეგორია:დანალექი ქანები]]
 +
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
 +
[[კატეგორია:თაბაშირი]]

მიმდინარე ცვლილება 11:35, 17 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

თაბაშირი

თაბაშირი — (ბერძ. gypsos ცარცი, კირი), სულფატების კლასის მინერალი, (ქიმიური ფორმულა CaSO4•2H2O), უფერო, თეთრი, რუხი კრისტალებით, დანალექი ქანი. მისგან მიიღება ჰაერული შემკვრელი ნივთიერება ბუნებრივი თაბაშირის ქვის გამოწვით 140-170°С ტემპერატურაზე (სამშენებლო თაბაშირი ძველი სახელწოდებაა ალებასტრი). ატმოსფერულ წნევაზე გამოწვისას მიიღება დაბალი სიმტკიცის ნახევარწყლიანი კალციუმის სულფატი.

სამშენებლო თაბაშირი ხასიათდება მაღალი წყალმოთხოვნილებით (55-65%) და შედარებით დაბალი სიმტკიცით (2-7 მპა). მაღალი სიმტკიცის თაბაშირის წყალმოთხოვნილებაა 35-40% და აქვს მეტი სიმტკიცე (10-25 მპა). თაბაშიროვანი ყველა შემკვრელი არის სწრაფშემკვრელი (როგორც წესი, 2-20 წთ) და სწრაფგამაგრებადი. შეკვრის პროცესის შესანელებლად იყენებენ სხვადასხვა დანამატს: ხის წებოს, სულფიდსაფუარს, ბორის მჟავას, პოლივინილაცეტატს და სხვ. თაბაშირი გამაგრების დროს ფართოვდება (მოცულობის 0,2%), რაც სასარგებლოა არქიტექტურულ-დეკორატიული ნაკეთობის დამზადებისას. კარგად ეჭიდება მერქანს და მიზანშეწონილია მისი დაარმირება მერქნის ლარტყით, მუყაო-ქაღალდით და სხვა მსგავსი მასალით. გამაგრებული თაბაშირის სიმკვრივე შეადგენს 1200-1500 კგ/მ3, ფორიანობა – 30-60%. თაბაშირს ახასიათებს მაღალი ჰიგროსკოპულობა, ამიტომ, თაბაშირის ნაკეთობის გამოყენება მიზანშეწონილია მშრალ პირობებში.

ჩვეულებრივ პირობებში თაბაშირი შერევა ცემენტთან არ შეიძლება, რადგან მათი ურთიერთმოქმედების შედეგად წარმოიქმნება არამდგრადი მასალა, რომელიც განიცდის დეფორმაციას და იშლება კალციუმის ჰიდროსულფოალუმინატის მაღალსულფატური ფორმის წარმოქმნით, კრისტალიზდება წყლის მოლეკულასთან შეერთებით და მნიშვნელოვნად იმატებს მოცულობაში. შედარებით სტაბილური თაბაშირის ქვის მისაღებად მას უმატებენ აქტიურ დანამატებს. არსებობს კომპოზიტური თაბაშიროვანი შემკვრელი, რომელშიც მცირე რაოდენობით შედის პორტლანდცემენტი, აქტიური მინერალური კომპონენტი, სუპერპლასტიფიკატორი, კაჟმიწა და სხვ. ეს შემკვრელი 1,2-2-ჯერ მტკიცეა, ვიდრე აქტიურ დანამატიანი და გაცილებით წყალმედეგია. თაბაშიროვანი შემკვრელი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, მზადდება შედარებით მარტივად, ენერგიის ნაკლები დანახარჯით, რაც განაპირობებს მის ფართოდ გამოყენებას მშენებლობაში.

გამოუმწვარი (წყლის) თაბაშირი გამოიყენება ფერწერაში, მაგრამ არა როგორც საღებავი, არამედ გრუნტის მოსამზადებლად. გამომწვარად წოდებული თაბაშირის მეორე სახე წარმოადგენს წყლის თაბაშირს, რომელიც მცირე გახურებით არის მიღებული. ასეთი სახით თაბაშირი 3/4–ით კარგავს საკუთარ წყალს და შეუძლია წყალთან შერევისას იქცეს მყარ მასად და ამრიგად შეიძინოს ცემენტირების უნარი. სწორედ ამიტომ გამოიყენება არქიტექტურაში და სკულპტურაში ქანდაკებების ჩამოსასხმელად და ა. შ. თაბაშირს არ გააჩნია ზედაპირის დაფარვის თვისებები და ამიტომაც იგი ფერწერაში საღებავად არ გამოიყენება.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები