გოეთე იოჰან ვოლფგანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''იოჰან ვოლფგანგ გოეთე''' – (''გერმ.'' Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, მუსიკოსი, სწავლული,  პოლიტიკური მოღვაწე. იგი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ქმნიდა – ლირიკულ ლექსებს, ეპიკურ პოემებს, ბალადებს, რომანებს, [[ტრაგედია|ტრაგედიებს]], [[კომედია|კომედიებს]], აგრეთვე სატირულ ჩანახატებს, თეორიულ ნაშრომებს, რეცენზიებს... გოეთე − რეალისტი, ჰუმანისტ-განმანათლებლი, სახალხო მწერალი, თავისი დროის მოწინავე იდეების გამომხატველია.  
 
'''იოჰან ვოლფგანგ გოეთე''' – (''გერმ.'' Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, მუსიკოსი, სწავლული,  პოლიტიკური მოღვაწე. იგი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ქმნიდა – ლირიკულ ლექსებს, ეპიკურ პოემებს, ბალადებს, რომანებს, [[ტრაგედია|ტრაგედიებს]], [[კომედია|კომედიებს]], აგრეთვე სატირულ ჩანახატებს, თეორიულ ნაშრომებს, რეცენზიებს... გოეთე − რეალისტი, ჰუმანისტ-განმანათლებლი, სახალხო მწერალი, თავისი დროის მოწინავე იდეების გამომხატველია.  
  
„უდიდეს გერმანელად“ შერაცხული, იგი იყო მეცნიერებისა და ხელოვნების გაბედული რეფორმატორი, იბრძოდა ისეთი გერმანული თეატრის შესაქმნელად, სადაც თანაბარი ძალით იქნებოდა ასახული მთელი ერის პრობლემატიკა, რაც მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობდა [[გერმანია|გერმანიის]] გამთლიანებას. თავისი შემოქმედებით და მოღვაწეობით ახალ საფეხურზე აიყვანა გერმანული დრამატურგია, მოახდინა რეჟისორული ხელოვნების რეფორმა, შექმნა ახალი დროების ევროპული თეატრალური ესთეტიკა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში წინ აღუდგა ფრანგული კლასიციზმის არისტოკრატულ პირობითობებს. ამავე დროს, მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფრანგი გამანათლებლების – [[ვოლტერი]]ს, [[რუსო ჟან-ჟაკ|რუსოს]], [[დიდრო დენი|დიდრო]]ს ნააზრევი. იგი მაღალ შეფასებას აძლევდა მოლიერის შემოქმედებითს მემკვიდრეობას. მან ხალხური შემოქმედება გამოაცხადა ნებისმიერი ხელოვნების საფუძვლად, ცხოვრებისეული სიმართლის ასახვა ხელოვნების მთავარ მიზნად. ასეთ მწერლად მას ესახებოდა [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]], ხოლო [[ლესინგი გოთჰოლდ ეფრაიმ|ლესინგს]] მიიჩნევდა ესთეტიკაში და [[დრამა]]ში თავის უშუალო მასწავლებლად.  
+
==== გოეთეს დრამატურგია „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქაში ====
 +
იოჰან-ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) დაიბადა მაინის ფრანკფურტში, ბიურგერის ოჯახში. მან დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. დასაწყისში ფრანგული [[კლასიციზმი თეატრალურ ხელოვნებაში|კლასიციზმი]]ს
 +
გავლენას განიცდიდა. 20 წლისამ დაწერა ორი კომედია: „შეყვარებულის ახირება“ და „თანადამნაშავეები“. უკანასკნელი, [[ლესინგი გოთჰოლდ ეფრაიმ|ლესინგი]]ს გავლენით დაწერილი ბიურგერული კომედიაა. მათში გამოსახული [[პერსონაჟი|პერსონაჟები]] ტიპური გერმანელი ბიურგერები არიან.  
  
სტრასბურგში (სადაც დაამთავრა უნივერსიტეტი) იგი უახლოვდება ახალგაზრდა „შტურმერებს“ („[[ქარიშხალი და შეტევა|ქარიშხლისა და შეტევის]]“ მოძრაობის წარმომადგენლებს), რომლებიც ქმნიდნენ ფორმით თავისუფალ, ტირანიის წინააღმდეგ მიმართულ [[ტრაგედია|ტრაგედიებს]]. მოქმედების ცენტრში იდგა საზოგადოებრივ მანკიერებებთან მებრძოლი ძლიერი პიროვნება. გოეთეც ეძებს თავის გმირს და მას ხედავს ხან ლირიკულ იპოსტაზში („ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“), ხან კი მებრძოლ ტიტანად („მუჰამედი“, „პრომეთე“). ამავე ხანებში საფუძველი ეყრება მის უმთავრეს ნაწარმოებს „ფაუსტს“, რომელზეც მან თითქმის 60 წელი იმუშავა (1773-1830).  
+
სტრასბურგში გოეთე უმეგობრდება [[გერდერი იოჰან გოტფრიდ|გერდერს]] და მისი მეშვეობით უკავშირდება „[[ქარიშხალი და შეტევა|ქარიშხლისა და შეტევის]]“ მოძრაობას. გერდერის გავლენით უარყოფს კლასიციზმს და ხალხური შემოქმედებით ინტერესდება. ამავე პერიოდში ეცნობა [[შექსპირი უილიამ|შექსპირს]]. გოეთე „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხდება. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ისტორიული [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]] – „[[გეც ფონ ბერლიხინგენი (დრამა)|გეც ფონ ბერლიხინგენი]]“
 +
(1773), რომელშიც მწერალმა გერმანულ საზოგადოებაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები წარმოაჩინა. „გეც ფონ ბერლიხინგენი“ მიჩნეულია პირველ მხატვრულ-ისტორიულ გერმანულ პიესად.
 +
 
 +
გოეთეს შემდეგი დრამა-ტურგიული ნაწარმოებია ტრაგედია – „კლავიხო“, რომლის [[სიუჟეტი]] [[ბომარშე პიერ|ბომარშე]]ს „მემუარებიდან“ აიღო. „კლავიხოში“ მწერალი საოჯახო-ყოფით თემატიკას მიუბრუნდა. იმავე
 +
პერიოდში ჩაფიქრებული ჰქონდა ტრაგედიების – „მაგომეტი“ და „პრომეთე“ – შექმნა. ჩანაფიქრი ნაწილობრივ განახორციელა. დაწერა ლექსი – „სიმღერა მაგომეტზე“ და „პრომეთეს“ ნაწყვეტები, რომელიც არ დაუსრულებია. ამ პერიოდშივე ის იწყებს [[ფაუსტი (გოეთე)|ფაუსტი]]ს სიუჟეტზე მუშაობას.
 +
 
 +
==== გოეთეს დრამატურგია ვაიმარის ეპოქაში ====
 +
1775 წელს ვაიმარში ჩასვლით იწყება ახალი ეტაპი გოეთეს შემოქმედებაში. საუკუნის პირველ ათწლეულში ის წყვეტს ლიტერატურულ მოღვაწეობას და იწყებს პრაქტიკულ, სახელმწიფოებრივ საქმიანობას. მოგვიანებით გოეთეს მეცნიერება გაიტაცებს. 1786-1788 წლებში მოგზაურობს [[იტალია]]ში. იტალიაში გოეთე ამთავრებს „ეგმონტს“ ისტორიულ დრამას, რომელიც რევოლუციის თემას ეძღვნება. სიუჟეტად ნიდერლანდების ესპანეთთან თავისუფლებისათვის ბრძოლის ამბავი აიღო. იტალიიდან ვაიმარში დაბრუნების შემდეგ იგი უახლოვდება [[შილერი ფრიდრიხ|შილერს]], რომელსაც ამ დროს უკვე დასრულებული აქვს „შტურმერული“ პერიოდი და ეძებს ახალ გზებს ლიტერატურულ, შემოქმედებით მოღვაწეობაში. „ქარიშხლის და შეტევის“ პერიოდში გოეთეს განსაკუთრებით უყვარდა, ხიბლავდა საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ თამამად აღმდგარი ტიტანური გმირების გამოხატვა. ვაიმარის პერიოდში გოეთე ინტერესდება ჰარმონიული პიროვნებით, რომელიც ადამიანებთან, საზოგადოებასთან თანხმობაში ცხოვრობს. ამ შეხედულებამ გამოხატულება ჰპოვა გოეთეს დრამატურგიაში (თუ არ ჩავთვლით პატარა ნაწარმოებებს დაწერილს სამეფო-კარის [[სპექტაკლი|სპექტაკლებისათვის]], რომელთაც არც მხატვრული და არც იდეური შინაარსი არ ჰქონდა). ვაიმარის პერიოდის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო „იფიგენია თავრიდში“, შექმნილი [[ევრიპიდე]]ს იმავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით.
 +
 
 +
ვაიმარში მას უყალიბდება მატერიალისტური ხედვაც, რასაც იგი ავლენს დრამისა და თეატრის თეორიაში. მისი განმანათლებლური ტენდენციები გამჟღავნდა მის მოწოდებაში, რომ თეატრმა არა მხოლოდ უნდა ასახოს სინამდვილე, არამედ უნდა შეასრულოს აღმზრდელობითი როლი. მისი შეხედულებები [[სასცენო ხელოვნება]]ზე გადმოცემულია თეორიულ ნაშრომში „წესები მსახიობთათვის“ (1803). მისი აზრით, სცენაზე უნდა სუფევდეს ამაღლებული და ნატიფი. სპექტაკლი უნდა აიგოს ანტიკური პლასტიკის მიხედვით, მსახიობებისაგან იგი ითხოვდა პოზების და [[ჟესტი|ჟესტების]] სკულპტურულ რეგლამენტირებას, ფრონტალურ თამაშს, [[მიმიკა|მიმიკის]] განსაზღვრულობას, სიტყვების წამღერებით წარმოთქმას. თეატრალურ პრაქტიკაში მან პირველმა დანერგა სამაგიდო [[რეპეტიცია|რეპეტიციები]].
  
1775 წელს იგი გადადის ვაიმარში, სადაც იკავებს პირველი მინისტრის პოსტს. გოეთეს კლასიცისტური მისწრაფებანი ასახვას ჰპოვებენ მის დრამებში და ტრაქტატებში ხელოვნების შესახებ (80-90 წწ.). ვაიმარში მას უყალიბდება მატერიალისტური ხედვაც, რასაც იგი ავლენს დრამისა და თეატრის თეორიაში. მისი განმანათლებლური ტენდენციები გამჟღავნდა მის მოწოდებაში, რომ თეატრმა არა მხოლოდ უნდა ასახოს სინამდვილე, არამედ უნდა შეასრულოს აღმზრდელობითი როლი. ანტიკური ხელოვნებით გატაცება ნათლად მოჩანს მის რეჟისორულ მოღვაწეობაში, ვაიმარის სასახლისკარის მსახიობებთან მუშაობაში (იგი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს). მისი შეხედულებები [[სასცენო ხელოვნება]]ზე გადმოცემულია თეორიულ ნაშრომში „წესები მსახიობთათვის“ (1803). მისი აზრით, სცენაზე უნდა სუფევდეს ამაღლებული და ნატიფი. სპექტაკლი უნდა აიგოს ანტიკური პლასტიკის მიხედვით, მსახიობებისაგან იგი ითხოვდა პოზების და [[ჟესტი|ჟესტების]] სკულპტურულ რეგლამენტირებას, ფრონტალურ თამაშს, [[მიმიკა|მიმიკის]] განსაზღვრულობას, სიტყვების წამღერებით წარმოთქმას. თეატრალურ პრაქტიკაში მან პირველმა დანერგა სამაგიდო [[რეპეტიცია|რეპეტიციები]].
 
  
მისი ძირითადი [[დრამა|დრამებია]]: „იფიღენია ტავრიდაში“, „კლაუდინა ბილლა ბელადან“, „ერვინი და ელმირა“, „ტორკვატო ტასსო“ „[[გიოც ფონ ბერლიხინგენი (დრამა)|გიოც ფონ ბერლიხინგენი]]“ (პირველი გერმანული სოციალ-ისტორიული პიესა), „ეგმონტი“ (თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი), „კლავიგო“ (ტრაგედია).
 
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 +
* [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:გერმანელი პოეტები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი პოეტები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი დრამატურგები]]

14:04, 16 ივლისი 2023-ის ვერსია

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

იოჰან ვოლფგანგ გოეთე – (გერმ. Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, მუსიკოსი, სწავლული, პოლიტიკური მოღვაწე. იგი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ქმნიდა – ლირიკულ ლექსებს, ეპიკურ პოემებს, ბალადებს, რომანებს, ტრაგედიებს, კომედიებს, აგრეთვე სატირულ ჩანახატებს, თეორიულ ნაშრომებს, რეცენზიებს... გოეთე − რეალისტი, ჰუმანისტ-განმანათლებლი, სახალხო მწერალი, თავისი დროის მოწინავე იდეების გამომხატველია.

გოეთეს დრამატურგია „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქაში

იოჰან-ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) დაიბადა მაინის ფრანკფურტში, ბიურგერის ოჯახში. მან დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. დასაწყისში ფრანგული კლასიციზმის გავლენას განიცდიდა. 20 წლისამ დაწერა ორი კომედია: „შეყვარებულის ახირება“ და „თანადამნაშავეები“. უკანასკნელი, ლესინგის გავლენით დაწერილი ბიურგერული კომედიაა. მათში გამოსახული პერსონაჟები ტიპური გერმანელი ბიურგერები არიან.

სტრასბურგში გოეთე უმეგობრდება გერდერს და მისი მეშვეობით უკავშირდება „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობას. გერდერის გავლენით უარყოფს კლასიციზმს და ხალხური შემოქმედებით ინტერესდება. ამავე პერიოდში ეცნობა შექსპირს. გოეთე „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხდება. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ისტორიული დრამა – „გეც ფონ ბერლიხინგენი“ (1773), რომელშიც მწერალმა გერმანულ საზოგადოებაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები წარმოაჩინა. „გეც ფონ ბერლიხინგენი“ მიჩნეულია პირველ მხატვრულ-ისტორიულ გერმანულ პიესად.

გოეთეს შემდეგი დრამა-ტურგიული ნაწარმოებია ტრაგედია – „კლავიხო“, რომლის სიუჟეტი ბომარშეს „მემუარებიდან“ აიღო. „კლავიხოში“ მწერალი საოჯახო-ყოფით თემატიკას მიუბრუნდა. იმავე პერიოდში ჩაფიქრებული ჰქონდა ტრაგედიების – „მაგომეტი“ და „პრომეთე“ – შექმნა. ჩანაფიქრი ნაწილობრივ განახორციელა. დაწერა ლექსი – „სიმღერა მაგომეტზე“ და „პრომეთეს“ ნაწყვეტები, რომელიც არ დაუსრულებია. ამ პერიოდშივე ის იწყებს ფაუსტის სიუჟეტზე მუშაობას.

გოეთეს დრამატურგია ვაიმარის ეპოქაში

1775 წელს ვაიმარში ჩასვლით იწყება ახალი ეტაპი გოეთეს შემოქმედებაში. საუკუნის პირველ ათწლეულში ის წყვეტს ლიტერატურულ მოღვაწეობას და იწყებს პრაქტიკულ, სახელმწიფოებრივ საქმიანობას. მოგვიანებით გოეთეს მეცნიერება გაიტაცებს. 1786-1788 წლებში მოგზაურობს იტალიაში. იტალიაში გოეთე ამთავრებს „ეგმონტს“ – ისტორიულ დრამას, რომელიც რევოლუციის თემას ეძღვნება. სიუჟეტად ნიდერლანდების ესპანეთთან თავისუფლებისათვის ბრძოლის ამბავი აიღო. იტალიიდან ვაიმარში დაბრუნების შემდეგ იგი უახლოვდება შილერს, რომელსაც ამ დროს უკვე დასრულებული აქვს „შტურმერული“ პერიოდი და ეძებს ახალ გზებს ლიტერატურულ, შემოქმედებით მოღვაწეობაში. „ქარიშხლის და შეტევის“ პერიოდში გოეთეს განსაკუთრებით უყვარდა, ხიბლავდა საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ თამამად აღმდგარი ტიტანური გმირების გამოხატვა. ვაიმარის პერიოდში გოეთე ინტერესდება ჰარმონიული პიროვნებით, რომელიც ადამიანებთან, საზოგადოებასთან თანხმობაში ცხოვრობს. ამ შეხედულებამ გამოხატულება ჰპოვა გოეთეს დრამატურგიაში (თუ არ ჩავთვლით პატარა ნაწარმოებებს დაწერილს სამეფო-კარის სპექტაკლებისათვის, რომელთაც არც მხატვრული და არც იდეური შინაარსი არ ჰქონდა). ვაიმარის პერიოდის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო – „იფიგენია თავრიდში“, შექმნილი ევრიპიდეს იმავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით.

ვაიმარში მას უყალიბდება მატერიალისტური ხედვაც, რასაც იგი ავლენს დრამისა და თეატრის თეორიაში. მისი განმანათლებლური ტენდენციები გამჟღავნდა მის მოწოდებაში, რომ თეატრმა არა მხოლოდ უნდა ასახოს სინამდვილე, არამედ უნდა შეასრულოს აღმზრდელობითი როლი. მისი შეხედულებები სასცენო ხელოვნებაზე გადმოცემულია თეორიულ ნაშრომში „წესები მსახიობთათვის“ (1803). მისი აზრით, სცენაზე უნდა სუფევდეს ამაღლებული და ნატიფი. სპექტაკლი უნდა აიგოს ანტიკური პლასტიკის მიხედვით, მსახიობებისაგან იგი ითხოვდა პოზების და ჟესტების სკულპტურულ რეგლამენტირებას, ფრონტალურ თამაშს, მიმიკის განსაზღვრულობას, სიტყვების წამღერებით წარმოთქმას. თეატრალურ პრაქტიკაში მან პირველმა დანერგა სამაგიდო რეპეტიციები.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები