გოეთე იოჰან ვოლფგანგ
(ახალი გვერდი: '''იოჰან ვოლფგანგ გოეთე''' – (''გერმ.'' Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პ...) |
(→გოეთეს დრამატურგია ვაიმარის ეპოქაში) |
||
| (ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''იოჰან ვოლფგანგ გოეთე''' – (''გერმ.'' Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი | + | [[ფაილი:GoeTe.JPG|thumb|140პქ|იოჰან ვოლფგანგ გოეთე]] |
| + | '''იოჰან ვოლფგანგ გოეთე''' – (''გერმ.'' Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, მუსიკოსი, სწავლული, პოლიტიკური მოღვაწე. იგი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ქმნიდა – ლირიკულ ლექსებს, ეპიკურ პოემებს, ბალადებს, რომანებს, [[ტრაგედია|ტრაგედიებს]], [[კომედია|კომედიებს]], აგრეთვე სატირულ ჩანახატებს, თეორიულ ნაშრომებს, რეცენზიებს... გოეთე − რეალისტი, ჰუმანისტ-განმანათლებლი, სახალხო მწერალი, თავისი დროის მოწინავე იდეების გამომხატველია. | ||
| − | + | ==== გოეთეს დრამატურგია „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქაში ==== | |
| + | იოჰან-ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) დაიბადა მაინის ფრანკფურტში, ბიურგერის ოჯახში. მან დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. დასაწყისში ფრანგული [[კლასიციზმი თეატრალურ ხელოვნებაში|კლასიციზმი]]ს | ||
| + | გავლენას განიცდიდა. 20 წლისამ დაწერა ორი კომედია: „შეყვარებულის ახირება“ და „თანადამნაშავეები“. უკანასკნელი, [[ლესინგი გოთჰოლდ ეფრაიმ|ლესინგი]]ს გავლენით დაწერილი ბიურგერული კომედიაა. მათში გამოსახული [[პერსონაჟი|პერსონაჟები]] ტიპური გერმანელი ბიურგერები არიან. | ||
| − | სტრასბურგში | + | სტრასბურგში გოეთე უმეგობრდება [[გერდერი იოჰან გოტფრიდ|გერდერს]] და მისი მეშვეობით უკავშირდება „[[ქარიშხალი და შეტევა|ქარიშხლისა და შეტევის]]“ მოძრაობას. გერდერის გავლენით უარყოფს კლასიციზმს და ხალხური შემოქმედებით ინტერესდება. ამავე პერიოდში ეცნობა [[შექსპირი უილიამ|შექსპირს]]. გოეთე „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხდება. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ისტორიული [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]] – „[[გეც ფონ ბერლიხინგენი (დრამა)|გეც ფონ ბერლიხინგენი]]“ |
| + | (1773), რომელშიც მწერალმა გერმანულ საზოგადოებაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები წარმოაჩინა. „გეც ფონ ბერლიხინგენი“ მიჩნეულია პირველ მხატვრულ-ისტორიულ გერმანულ პიესად. | ||
| − | + | გოეთეს შემდეგი დრამატურგიული ნაწარმოებია ტრაგედია – „კლავიხო“, რომლის [[სიუჟეტი]] [[ბომარშე პიერ|ბომარშე]]ს „მემუარებიდან“ აიღო. „კლავიხოში“ მწერალი საოჯახო-ყოფით თემატიკას მიუბრუნდა. იმავე | |
| + | პერიოდში ჩაფიქრებული ჰქონდა ტრაგედიების – „მაგომეტი“ და „პრომეთე“ – შექმნა. ჩანაფიქრი ნაწილობრივ განახორციელა. დაწერა ლექსი – „სიმღერა მაგომეტზე“ და „პრომეთეს“ ნაწყვეტები, რომელიც არ დაუსრულებია. ამ პერიოდშივე ის იწყებს [[ფაუსტი (გოეთე)|ფაუსტი]]ს სიუჟეტზე მუშაობას. | ||
| − | + | ==== გოეთეს დრამატურგია ვაიმარის ეპოქაში ==== | |
| + | 1775 წელს ვაიმარში ჩასვლით იწყება ახალი ეტაპი გოეთეს შემოქმედებაში. საუკუნის პირველ ათწლეულში ის წყვეტს ლიტერატურულ მოღვაწეობას და იწყებს პრაქტიკულ, სახელმწიფოებრივ საქმიანობას. მოგვიანებით გოეთეს მეცნიერება გაიტაცებს. 1786-1788 წლებში მოგზაურობს [[იტალია]]ში. იტალიაში გოეთე ამთავრებს „ეგმონტს“ – ისტორიულ დრამას, რომელიც რევოლუციის თემას ეძღვნება. სიუჟეტად ნიდერლანდების ესპანეთთან თავისუფლებისათვის ბრძოლის ამბავი აიღო. იტალიიდან ვაიმარში დაბრუნების შემდეგ იგი უახლოვდება [[შილერი ფრიდრიხ|შილერს]], რომელსაც ამ დროს უკვე დასრულებული აქვს „შტურმერული“ პერიოდი და ეძებს ახალ გზებს ლიტერატურულ, შემოქმედებით მოღვაწეობაში. „ქარიშხლის და შეტევის“ პერიოდში გოეთეს განსაკუთრებით უყვარდა, ხიბლავდა საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ თამამად აღმდგარი ტიტანური გმირების გამოხატვა. ვაიმარის პერიოდში გოეთე ინტერესდება ჰარმონიული პიროვნებით, რომელიც ადამიანებთან, საზოგადოებასთან თანხმობაში ცხოვრობს. ამ შეხედულებამ გამოხატულება ჰპოვა გოეთეს დრამატურგიაში (თუ არ ჩავთვლით პატარა ნაწარმოებებს დაწერილს სამეფო-კარის [[სპექტაკლი|სპექტაკლებისათვის]], რომელთაც არც მხატვრული და არც იდეური შინაარსი არ ჰქონდა). ვაიმარის პერიოდის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო – „[[იფიგენია თავრიდში (გოეთე)|იფიგენია თავრიდში]]“, შექმნილი [[ევრიპიდე]]ს იმავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით. | ||
| + | ვაიმარში მას უყალიბდება მატერიალისტური ხედვაც, რასაც იგი ავლენს დრამისა და თეატრის თეორიაში. მისი განმანათლებლური ტენდენციები გამჟღავნდა მის მოწოდებაში, რომ თეატრმა არა მხოლოდ უნდა ასახოს სინამდვილე, არამედ უნდა შეასრულოს აღმზრდელობითი როლი. მისი შეხედულებები [[სასცენო ხელოვნება]]ზე გადმოცემულია თეორიულ ნაშრომში „წესები მსახიობთათვის“ (1803). მისი აზრით, სცენაზე უნდა სუფევდეს ამაღლებული და ნატიფი. სპექტაკლი უნდა აიგოს ანტიკური პლასტიკის მიხედვით, მსახიობებისაგან იგი ითხოვდა პოზების და [[ჟესტი|ჟესტების]] სკულპტურულ რეგლამენტირებას, ფრონტალურ თამაშს, [[მიმიკა|მიმიკის]] განსაზღვრულობას, სიტყვების წამღერებით წარმოთქმას. თეატრალურ პრაქტიკაში მან პირველმა დანერგა სამაგიდო [[რეპეტიცია|რეპეტიციები]]. | ||
| + | ==== ვაიმარის სამეფო კარის თეატრი ==== | ||
| + | იტალიაში მოგზაურობის შემდეგ გოეთე სათავეში ჩაუდგა ვაიმარის პროფესიულ სამეფო კარის თეატრს. გოეთემ ახალი მსახიობებით შეავსო დასი, ვინაიდან თავად სურდა ახალგაზრდების აღზრდა. 1791 წელს თეატრი გაიხსნა [[იფლანდი ავგუსტ ვილჰელმ|იფლანდი]]ს მეშჩანური დრამით „მონადირეები“ (გოეთემ მაყურებლის გემოვნება გაითვალისწინა). გოეთე იბრძოდა, რათა რეპერტუარის შემცირების ხარჯზე გაზრდილიყო სპექტაკლების მხატვრული ხარისხი (ფინანსურად უჭირდათ). მაყურებლის გემოვნების გათვალისწინებით ხშირად უწევდა კომპრომისზე წასვლა. მოგვიანებით, ვაიმარში გადადის [[შილერი ფრიდრიხ|შილერი]] და გოეთესთან ერთად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება. ექვსი წელი მუშაობდნენ ერთად. შილერის გავლენით გოეთე აქტიურად მუშაობს რეჟისურაში. გოეთეს ძირითადი ყურადღება დრამატულ ნაწილზე გადააქვს, [[ოპერა|ოპერები]]ს დადგმებში არ მონაწილეობს. გოეთეს მიაჩნდა, რომ თეატრში მთავარია კარგი რეპერტუარის შექმნა, ასევე სპექტაკლის დადგმის დროს მსახიობებთან ხანგრძლივი მუშაობა. ვაიმარის თეატრში, სხვა თეატრებთან შედარებით, მაღალმხატვრული კლასიკური ნაწარმოებები იდგმებოდა. ამ მხრივ სამაგალითო თეატრი იყო. | ||
| + | |||
| + | გოეთეს კონფლიქტი მოსდის ვაიმარის ჰერცოგთან და თეატრიდან მიდის. მისი წასვლის შემდეგ ვაიმარის თეატრი რიგითი სამეფო კარის თეატრი ხდება. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | + | * [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]] |
| + | * [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:გერმანელი პოეტები]] | [[კატეგორია:გერმანელი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:დრამატურგები]] | [[კატეგორია:დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია:გერმანელი დრამატურგები]] | [[კატეგორია:გერმანელი დრამატურგები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:43, 16 ივლისი 2023 მდგომარეობით
იოჰან ვოლფგანგ გოეთე – (გერმ. Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, მუსიკოსი, სწავლული, პოლიტიკური მოღვაწე. იგი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ქმნიდა – ლირიკულ ლექსებს, ეპიკურ პოემებს, ბალადებს, რომანებს, ტრაგედიებს, კომედიებს, აგრეთვე სატირულ ჩანახატებს, თეორიულ ნაშრომებს, რეცენზიებს... გოეთე − რეალისტი, ჰუმანისტ-განმანათლებლი, სახალხო მწერალი, თავისი დროის მოწინავე იდეების გამომხატველია.
სარჩევი |
[რედაქტირება] გოეთეს დრამატურგია „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქაში
იოჰან-ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) დაიბადა მაინის ფრანკფურტში, ბიურგერის ოჯახში. მან დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. დასაწყისში ფრანგული კლასიციზმის გავლენას განიცდიდა. 20 წლისამ დაწერა ორი კომედია: „შეყვარებულის ახირება“ და „თანადამნაშავეები“. უკანასკნელი, ლესინგის გავლენით დაწერილი ბიურგერული კომედიაა. მათში გამოსახული პერსონაჟები ტიპური გერმანელი ბიურგერები არიან.
სტრასბურგში გოეთე უმეგობრდება გერდერს და მისი მეშვეობით უკავშირდება „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობას. გერდერის გავლენით უარყოფს კლასიციზმს და ხალხური შემოქმედებით ინტერესდება. ამავე პერიოდში ეცნობა შექსპირს. გოეთე „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხდება. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ისტორიული დრამა – „გეც ფონ ბერლიხინგენი“ (1773), რომელშიც მწერალმა გერმანულ საზოგადოებაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები წარმოაჩინა. „გეც ფონ ბერლიხინგენი“ მიჩნეულია პირველ მხატვრულ-ისტორიულ გერმანულ პიესად.
გოეთეს შემდეგი დრამატურგიული ნაწარმოებია ტრაგედია – „კლავიხო“, რომლის სიუჟეტი ბომარშეს „მემუარებიდან“ აიღო. „კლავიხოში“ მწერალი საოჯახო-ყოფით თემატიკას მიუბრუნდა. იმავე პერიოდში ჩაფიქრებული ჰქონდა ტრაგედიების – „მაგომეტი“ და „პრომეთე“ – შექმნა. ჩანაფიქრი ნაწილობრივ განახორციელა. დაწერა ლექსი – „სიმღერა მაგომეტზე“ და „პრომეთეს“ ნაწყვეტები, რომელიც არ დაუსრულებია. ამ პერიოდშივე ის იწყებს ფაუსტის სიუჟეტზე მუშაობას.
[რედაქტირება] გოეთეს დრამატურგია ვაიმარის ეპოქაში
1775 წელს ვაიმარში ჩასვლით იწყება ახალი ეტაპი გოეთეს შემოქმედებაში. საუკუნის პირველ ათწლეულში ის წყვეტს ლიტერატურულ მოღვაწეობას და იწყებს პრაქტიკულ, სახელმწიფოებრივ საქმიანობას. მოგვიანებით გოეთეს მეცნიერება გაიტაცებს. 1786-1788 წლებში მოგზაურობს იტალიაში. იტალიაში გოეთე ამთავრებს „ეგმონტს“ – ისტორიულ დრამას, რომელიც რევოლუციის თემას ეძღვნება. სიუჟეტად ნიდერლანდების ესპანეთთან თავისუფლებისათვის ბრძოლის ამბავი აიღო. იტალიიდან ვაიმარში დაბრუნების შემდეგ იგი უახლოვდება შილერს, რომელსაც ამ დროს უკვე დასრულებული აქვს „შტურმერული“ პერიოდი და ეძებს ახალ გზებს ლიტერატურულ, შემოქმედებით მოღვაწეობაში. „ქარიშხლის და შეტევის“ პერიოდში გოეთეს განსაკუთრებით უყვარდა, ხიბლავდა საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ თამამად აღმდგარი ტიტანური გმირების გამოხატვა. ვაიმარის პერიოდში გოეთე ინტერესდება ჰარმონიული პიროვნებით, რომელიც ადამიანებთან, საზოგადოებასთან თანხმობაში ცხოვრობს. ამ შეხედულებამ გამოხატულება ჰპოვა გოეთეს დრამატურგიაში (თუ არ ჩავთვლით პატარა ნაწარმოებებს დაწერილს სამეფო-კარის სპექტაკლებისათვის, რომელთაც არც მხატვრული და არც იდეური შინაარსი არ ჰქონდა). ვაიმარის პერიოდის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო – „იფიგენია თავრიდში“, შექმნილი ევრიპიდეს იმავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით.
ვაიმარში მას უყალიბდება მატერიალისტური ხედვაც, რასაც იგი ავლენს დრამისა და თეატრის თეორიაში. მისი განმანათლებლური ტენდენციები გამჟღავნდა მის მოწოდებაში, რომ თეატრმა არა მხოლოდ უნდა ასახოს სინამდვილე, არამედ უნდა შეასრულოს აღმზრდელობითი როლი. მისი შეხედულებები სასცენო ხელოვნებაზე გადმოცემულია თეორიულ ნაშრომში „წესები მსახიობთათვის“ (1803). მისი აზრით, სცენაზე უნდა სუფევდეს ამაღლებული და ნატიფი. სპექტაკლი უნდა აიგოს ანტიკური პლასტიკის მიხედვით, მსახიობებისაგან იგი ითხოვდა პოზების და ჟესტების სკულპტურულ რეგლამენტირებას, ფრონტალურ თამაშს, მიმიკის განსაზღვრულობას, სიტყვების წამღერებით წარმოთქმას. თეატრალურ პრაქტიკაში მან პირველმა დანერგა სამაგიდო რეპეტიციები.
[რედაქტირება] ვაიმარის სამეფო კარის თეატრი
იტალიაში მოგზაურობის შემდეგ გოეთე სათავეში ჩაუდგა ვაიმარის პროფესიულ სამეფო კარის თეატრს. გოეთემ ახალი მსახიობებით შეავსო დასი, ვინაიდან თავად სურდა ახალგაზრდების აღზრდა. 1791 წელს თეატრი გაიხსნა იფლანდის მეშჩანური დრამით „მონადირეები“ (გოეთემ მაყურებლის გემოვნება გაითვალისწინა). გოეთე იბრძოდა, რათა რეპერტუარის შემცირების ხარჯზე გაზრდილიყო სპექტაკლების მხატვრული ხარისხი (ფინანსურად უჭირდათ). მაყურებლის გემოვნების გათვალისწინებით ხშირად უწევდა კომპრომისზე წასვლა. მოგვიანებით, ვაიმარში გადადის შილერი და გოეთესთან ერთად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება. ექვსი წელი მუშაობდნენ ერთად. შილერის გავლენით გოეთე აქტიურად მუშაობს რეჟისურაში. გოეთეს ძირითადი ყურადღება დრამატულ ნაწილზე გადააქვს, ოპერების დადგმებში არ მონაწილეობს. გოეთეს მიაჩნდა, რომ თეატრში მთავარია კარგი რეპერტუარის შექმნა, ასევე სპექტაკლის დადგმის დროს მსახიობებთან ხანგრძლივი მუშაობა. ვაიმარის თეატრში, სხვა თეატრებთან შედარებით, მაღალმხატვრული კლასიკური ნაწარმოებები იდგმებოდა. ამ მხრივ სამაგალითო თეატრი იყო.
გოეთეს კონფლიქტი მოსდის ვაიმარის ჰერცოგთან და თეატრიდან მიდის. მისი წასვლის შემდეგ ვაიმარის თეატრი რიგითი სამეფო კარის თეატრი ხდება.