სნეტკოვა ფანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სნეტკოვა ფანი“ გადაიტანა გვერდზე „ფანი სნეტკოვა“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Snetkova fani.PNG|thumb|ფანი სნეტკოვა]]
 
'''ფანი სნეტკოვა'''  იგივე ფეოდოსია - (1838-1929) რუსი მსახიობების იმ პლეადას მიეკუთვნება, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს რუსულ პროფესიულ სამსახიობო სკოლას.  
 
'''ფანი სნეტკოვა'''  იგივე ფეოდოსია - (1838-1929) რუსი მსახიობების იმ პლეადას მიეკუთვნება, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს რუსულ პროფესიულ სამსახიობო სკოლას.  
  

მიმდინარე ცვლილება 22:19, 2 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ფანი სნეტკოვა

ფანი სნეტკოვა იგივე ფეოდოსია - (1838-1929) რუსი მსახიობების იმ პლეადას მიეკუთვნება, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს რუსულ პროფესიულ სამსახიობო სკოლას.

1858 წელს დაასრულა სწავლა პეტერბურგის თეატრალურ სასწავლებელში, ვერა სამოილოვას ხელმძღვანელობით. მისი დებიუტი შედგა ალექსანდრინსკის თეატრშიოლგას როლში კონდრატი ეფიმოვიჩის პიესაში „ვლადიმირ ზარევსკი“. ალექსანდრინსკისთეატრის დასში ის 1856-1863 წლებში ირიცხებოდა. მისი თანამედროვეები ფეოდოსიას „სიზმრების დედოფალს“ უწოდებდნენ. მის მიერ შესრულებულ როლებში მსახიობი ყოველთვის იყო გულწრფელი და კეთილშობილური, არასდროს ყოფილა ყალბი სცენაზე. ფანი სტენკოვა ასრულებდა კატერინას როლს ალექსანდრე ოსტროვსკისჭექა-ქუხილში“, პირველ პეტერბურგულ პრემიერაში.

1863 წლის 31 იანვარს გაიმართა ფანი სტენკოვას გამოსამშვიდობებელი ბენეფისი. სცენასთან გამოთხოვების გადაწყვეტილება მსახიობმა თავად მიიღო პირადი მიზეზებით (ცოლად გაჰყვა ლეიტენანტ სერგეი პერფილევს). მის მიერ შესრულებული როლებიდან გამოირჩევა: ოფელია, კორდელია, დეზდემონა (შექსპირის „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „ოტელო“), ბელოვა (ი. ტურგენევის „მარტოხელა კაცი“), სოფია (ალ. გრიბოედოვისვაი ჭკუისაგან“) და სხვა. კრიტიკოსები, მათ შორის, მწერლები და დრამატურგები ერთხმად აღნიშნავდნენ მის იშვიათ სილამაზეს, მგრძნობელობას, პროფესიონალიზმს, მელოდიურ ხმას, მაგრამ, ამასთანავე დასძენდნენ, რომ მას რუსული სავაჭრო ყოფის არაფერი გაეგებოდა.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები