გერგეტის სამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
(თქმულება გერგეტის სამებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Gergetis sameba.JPG|thumb|300pq|გერგეტის სამება]]
+
[[ფაილი:Gergetis sameba.JPG|thumb|300პქ|გერგეტის სამება]]
'''გერგეტის სამება''' − (ინგლ. Gergeti Trinity Church), XIV საუკუნის I ნახევრის ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი, გერგეტის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, [[სამრეკლო]], [[გალავანი]].
+
'''გერგეტის სამება''' − (ინგლ. Gergeti Trinity Church), (XIV ს. 30-ანი წწ.), ტაძარი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია), ისტორიულ მხარე [[ხევი|ხევში]], დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე. ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. ტაძარი მოქმედია.  კომპლექსში შემავალი ნაგებობებია ეკლესია, [[სამრეკლო]], [[გალავანი]].
[[ფაილი:Gergetis samebis gegma.JPG|thumb|მარცხნივ|გერგეტის სამების გეგმა]]
+
====თქმულება გერგეტის სამებაზე====
+
[[ქართლი]]ს, [[კახეთი|კახეთისა]] და [[იმერეთი]]ს მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ [[მცხეთა]]ში ერთი ბერიკაცი წამომდგარა და მათთვის მოუხსენებია:
+
  
– მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, [[სამება|სამებაც]] იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც [[ჯვარი]] აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია.  
+
====ისტორია====
 +
ტაძრის ადგილას, სამების მთაზე, როგორც თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე ჯვარი ყოფილა აღმართული.
 
[[ფაილი:Gergetis samebia 1.JPG|thumb|გერგეტის სამება]]
 
[[ფაილი:Gergetis samebia 1.JPG|thumb|გერგეტის სამება]]
ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა [[საძირკველი (ნაგებობის)|საძირკველი]] პირველად. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს:
+
[[გიორგი ბრწყინვალე]]მ ტაძრის მოვლა-პატრონობა დააკისრა გერგეტელებს, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში [[საქართველო]]ს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. [[გერგეტი]]ს სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე იქ ესვენა [[ქართველები|ქართველი]] ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – [[წმინდა ნინო|წმ. ნინო]]ს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი [[სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი|სვეტიცხოველთან]] და [[თბილისის სიონი|თბილისის სიონთან]] ერთად ინაწილებდა. გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთა“ – დოკუმენტების კრებული, რომლებიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევისა და მთელი საქართველოს შესახებ.
  
წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან ყველანი გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველად ავა, საძირკველიც იმან გაჭრასო.  
+
====აღწერილობა====
 +
[[ფაილი:Gergetis samebis gegma.JPG|thumb|მარცხნივ|გერგეტის სამების გეგმა]]
 +
გერგეტის სამების ტაძარი ცენტრალურგუმბათოვანია, გეგმით სწორკუთხა (11,9 X 15,6მ), ნაგებია თლილი ქვით. [[გუმბათი]] შიგნით მთლიანად გამოყვანილია [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა (ამოქოლილია). ტაძრის შიდა სივრცეს აგვირგვინებს ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] კუთხეებსა და დასავლეთის [[პილონი (არქიტექტურა)|პილონებს]]. ჯვრის სამი მკლავი ოთკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა – [[აფსიდი|აფსიდითაა]] დასრულებული. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია [[კანკელი]]თ (გვიანდელია). საკურთხევლის ცენტრში დგას სწორკუთხა [[ტრაპეზი]]. აფსიდის აქეთ-იქით ოთკუთხა [[სადიაკვნე]] და [[სამკვეთლო]]ა. ორივე სათავსში შესასვლელი დარბაზიდანაა. კარი სამკვეთლოსა და საკურთხეველს შორისაცაა. სადიაკვნეს [[სარკმელი]] სამხრეთით აქვს, სამკვეთლოს – აღმოსავლეთით. ამ სათავსების თავზე, მეორე სართულზე, სამალავებია. მათში ასასვლელი სადიაკვნეს [[კამარა]]ში მოწყობილი ხვრელიდანაა. დასავლეთის მკლავი გვერდითი მონაკვეთებისგან გამოყოფილია თითო [[თაღი]]თ. ამ მონაკვეთების თავზეც სამალავებია. მათში მოხვედრა დასავლეთის მკლავის ზედა ნაწილში არსებული ხვრელით შეიძლება. დარბაზის ოთხივე მკლავში თითო სარკმელია გაჭრილი, [[გუმბათის ყელი|გუმბათის ყელში]] ხუთი. კამარები და თაღები ნახევარწრიული ან შეისრულია.
 +
[[ფაილი:Gumbatis yeli.JPG|thumb|გუმბათის ყელი]]
 +
აღმპსავლეთის ფასადის სარკმელს [[ლილვი (არქიტექტურა)|ლილვებით]] შედგენილი სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს. ლილვებითაა შექმნილი [[ჯვარი]]ც, რომელიც ამავე სარკმლის თავზეა აღმართული და თითქმის მთლიანად ავსებს [[ფასადი]]ს ზედა ნაწილს. ჯვარს შუაზე გასდევს მოჩუქურთმებული ფართო ზოლი. მკლავებს შორის არსებულ კუთხეებში ჩასმულია ოთხკუთხა ქვები, რომლებსაც [[ორნამენტი]]ანი ჩარჩო აქვს. ფასადის მარჯვენა ნაწილში მოზრდილი სწორკუთხა სარკმელია, ზემოთ, გვერდითა მონაკვეთზე – თითო მცირე სარკმელი. სარკმელებზე მოჩუქურთმებული ფართო არშიაა შემოვლებული. შეწყვილებული ლილვები და მოჩუქურთმებული არშია აქვს დასავლეთის ფასადის მაღალ, [[თაღოვანი სარკმელი|თაღოვან სარკმელსაც]], რომელსაც თავზე ადგას ლილვებითვე გამოყვანილი სწორკუთხამკლავებიანი მოზრდილი ჯვარი. ეს ჯვარი სიდიდით აღმოსავლეთის ფასადის ჯვარზე ბევრად ნაკლებია. ლილვებშორის არე შევსებულია [[ჩუქურთმა|ჩუქურთმით]]. სარკმლის ძირის დონეზე, ორივე მხარეს, ჩასმულია დიდი, მოჩუქურთმებული ქვები. შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული არშია აქვს შემოვლებული სწორკუთხა კარსაც. კარის თავზე და გვერდებზე აქაც ჩუქურთმიანი [[მედალიონი|მედალიონებია]] ჩასმული. სამხრეთის ფასადის კარი ღონიერი ლილვებითაა შემოფარგლული. ლილვებს შორის ორნამენტებია. გვერდებზე ჩასმულია მედალიონები.
 +
[[ფაილი:Gergeti 4.JPG|thumb|მარცხნივ|სამრეკლოს დასავლეთი სარკმლის საპირე ]]
 +
სამხრეთის კარი სწორკუთხაა და შემოვლებული აქვს მსხვილი ლილვები, რომელთა შორის ორნამენტებია. გვერდებზე აქაც მედალიონებია ჩასმული. ზემოთ, ერთ ღერძზე, თაღოვანი სარკმელი და ჯვარია. სარკმელი შემოფარგლულია არშიით. ჯვარი სწორკუთხამკლავებიანია. ქვემოთ ისევ მედალიონებია. ფასადის მარჯვენა ნაწილში მცირე, მრგვალი და მოჩუქურთმებული სარკმელია.
  
ასეც მოქცეულან და ყველანი ცხენით თუ ფეხით, ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბაჩხიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და სამების საძირკველიც იმას გაუჭრია. ამიტომ ახალწელს გერგეტელები პირველად ამ ხურთისელ ბაჩხიძეს ამწყალობებენ.  
+
შედარებით ნაკლებადაა მორთული ჩრდილოეთის ფასადი. მოჩუქურთმებულია აქ მხოლოდ სარკმელი, რომლის გვერდებზე მედალიონებია, თავზე კი – შედარებით მომცრო ჯვარი. ჯვრის ზედა მკლავს ქუდივით ახურავს [[ლავგარდანი]].
 +
დაბალი, მასიური გუმბათი ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათის ყელი ათწახნაგაა. თითოეულ წახნაგს თაღოვანი მოჩარჩოება აქვს. ათი სარკმლიდან ხუთი [[ცრუ სარკმელი|ცრუ]]ა. სარკმლებს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული [[საპირე]]ები და შეწყვილებული ლილვები.
  
ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან უზიდიათ, კალატოზებისთვის წყალი გერგეტის [[წყარო|წყაროდან]] მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც „კალატოზის წყაროს“ უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების [[დეკანოზი|დეკანოზები]] ახალწელს პირველად ამწყალობებენ.  
+
XV საუკუნის დასასრულს ან XVI ს. I ნახევარში ტაძრის სამხრეთ კარზე მიუშენებიათ თლილი ქვის კამაროვანი სათავსი, რომელიც კარიბჭის როლს ასრულებდა და სამხრეთით ღია იყო. შემდგომ სათავსს სამხრეთით [[კედელი]] მიაშენეს და კარი გაჭრეს, ხოლო ტაძრის კარი ამოლუქეს, რის შემდეგაც სათავსი დახურულ საკრებულოდ – „საბჭეოდ“ იქცა.
  
====ისტორია====
+
ეკლესია რამდენჯერმეა რესტავრირებული. აღდგენილია ვიწრო ლავგარდანი და ლილვოვანი [[სარტყელი (არქიტექტურა)|სარტყელი]] სარკმლების ქვემოთ. ბოლო რესტავრაცია (პროექტის ავტორი რ. გვერდწითელი) 1970-1974 წლებში ჩატარდა. აღდგა [[სახურავი]]სა და ლავგარდნის ნაწილები და გუმბათის ყელი.
[[ფაილი:Gumbatis yeli.JPG|thumb|გუმბათის ყელი]]
+
ჯვრის უღელტეხილის გადაღმა „მყინვარის კალთასა ზედა“ (ვახუშტი ბატონიშვილი) აღმართული ხევის უმთავრესი სალოცავი გერგეტის სამების ტაძარი და სამრეკლო, მყინვარწვერის ქათქათა თეთრ ფონზე გამოკვეთილი არასდროს ქრება, არც უფერულდება და წელიწადის ყველა დროს უფლის სასწაულივით წარმოუდგება ადამიანს თვალწინ.
+
[[ფაილი::Samreklo gergeti.JPG|thumb|მარცხნივ|სამრეკლო]]
+
ისტორიული წყაროების თანახმად ([[თეიმურაზ ბაგრატიონი]], „ივერიის ისტორია“), ადრე, გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ტაძრის აშენების შემდეგ საქართველოს მეფემ [[გიორგი ბრწყინვალე]]მ (1318-1346 წწ.) ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დაავალა, რასაც ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. გერგეტის სამება [[სვეტიცხოვლის კომპლექსი|სვეტიცხოვლიდან]] გამოხიზნული სიწმინდეების, „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი [[ქრისტიანობა|ქრისტიანების]] ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – [[წმინდა ნინო]]ს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.
+
[[ფაილი:Gergeti 2.JPG|thumb|მარცხნივ|სამრეკლო. შესასვლელი კარის ჩუქურთმა]]
+
გერგეტის ტაძარი მთელი კავკასიის მთიელთა სალოცავი იყო. მოდიოდნენ არა მარტო [[ქართველები|ქართველი]], არამედ ჩრდილო კავკასიელი ხალხებიც. ხელოვნებათმცოდნე თ. სანიკიძის ცნობით ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-80-იან წლებში აქ შეხვდებოდით ინგუშებს, ჩეჩნებს, დაღესტნელებს, რომლებიც პირჯვარის წერის გარდა, ყველა რიტუალში იღებდნენ მონაწილეობას [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლით]] ხელში.
+
  
====აღწერილობა====
+
==== სამრეკლო ====
 +
[[ფაილი:Gergeti 2.JPG|thumb|მარცხნივ|სამრეკლო. შესასვლელი კარის ჩუქურთმა]]
 +
ტაძრის სამხრეთით, ათიოდე მეტრზე, დგას XIV ს. II ნახში აგებული ორსართულიანი [[სამრეკლო]], რომლის პირველი [[სართული]] (6,07 X 6.9მ) [[გალავანი|გალავანში]] შესასვლელი იყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე სარკმლებია. სართული გადახურულია [[კამარა|კამარით]], რომელიც შუაში და კიდეებში [[საბჯენი თაღი|საბჯენ თაღებს]] ეყრდნობა. სამრეკლოს შიდა კედლები შემოსილია თლილი ქვით. მეორე სართული თაღოვანი ფანჩატურია. ისრული თაღები მაღალი და განიერია. ფანჩატური რვაწახნაგაა, მაგრამ წიბოები ცუდად აქვს ჩამოკვეთილი და ცილინდრულს ჰგავს. თაღებს ზემოთ გასდევს ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული არშია, რომლის ზემოთ, წიბოებზე, ჩუქურთმიანი კუწუბებია დასმული. მათ ზემოთ გაყოლებულია ორ ლილვს შორის მოქცეული [[ფრიზი]], რომლის თავზეც მარტივი ლავგარდანია.
 
[[ფაილი:Gergeti 3.JPG|thumb|გერგეტის სამება, სამრეკლო, შესასვლელი კარის ჩუქურთმა ]]
 
[[ფაილი:Gergeti 3.JPG|thumb|გერგეტის სამება, სამრეკლო, შესასვლელი კარის ჩუქურთმა ]]
ტაძარი განვითარებული შუა საუკუნეების ბოლო ეტაპზეა აგებული. ამაზე მისი გეგმარება, სივრცე-მასების წყობა და ორნამენტაცია მეტყველებს. ეკლესიას მარტივი სტრუქტურა აქვს. გეგმა ჯვარ-გუმბათოვანია, ორი გუმბათქვეშა ბოძით და [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] ნახევარწრიული [[აფსიდი]]თ გარეთა მართკუთხედის ფარგლებში (11.9x15.6 მ). ნაგებია გათლილი [[ანდეზიტი]]ს კვადრებითა და [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]], აქვს ორი შესასვლელი – სამხრეთიდან და დასავლეთიდან.
+
სამრეკლოს ქვედა კორპუსის ფასადებიდან სამხრეთისა შედარებით უფრო საზეიმოა აქედანაა ტაძრის [[ეზო]]ში შესასვლელი. კარი მოჩუქურთმებულ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც შედგენილია გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ორნამენტული ზოლისა და შეწყვილებული ლილვებისგან, რომლებიც ბურთულებიან [[ბაზისი (არქიტექტურა)|ბაზისებს]] ეყრდნობა. კარის მარჯნივ ორი ჩუქურთმიანი ქვაა ჩასმული, რომელთაგან ერთზე ყურძნის ორი მტევანი თუ გირჩაა ამოკვეთილი. დასავლეთის ფასადის სარკმელი გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმითაა მორთული. სარკმლის თაღზე ორი ხვლიკისებრი ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულებაა. მათ ზემოთ კი მცირე, სწორკუთხამკლავებიანი ჯვარია. სარკმლის მარჯნივ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, (შესაძლებელია, იგი კალატოზის იყოს), რომლის ირგლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა. ეს [[რელიეფი (სკულპტურა)|რელიეფი]] ჩასმულია გრეხილი ლილვებით შედგენილ განიერ და მაღალ ჩარჩოში, რომლის ქვემოთ ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესია და სამრეკლო გადახურულია ლორფინით.
  
ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული [[გუმბათი]] ქმნის. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები გვერდითებს ორჯერ აღემატება. გუმბათი აღმოსავლეთით დაყრდნობილია საკურთხევლის კედლის [[შვერილი|შვერილებსა]] და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ [[სვეტი|სვეტზე]]. სამი მკლავი ოთხკუთხაა, აღმოსავლეთის კი აფსიდითაა დასრულებული. საკურთხევლის ცენტრში დგას მართკუთხა [[ტრაპეზი]]. აფსიდის მარცხნივ და მარჯვნივ, ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციის თანახმად, მართკუთხა მოხაზულობის [[სადიაკვნე]] და [[სამკვეთლო|სამკვეთლოა]] განთავსებული. მათ ზემოთ, ე.წ. სამალავი ოთახებია მოწყობილი, კონქსზედა სივრცეში გამავალი ხვრელებით. მეორე სართულის „ოთახებში“ შესვლა სადიაკვნეს [[კამარა]]ში გაკეთებული ხვრელიდანაა შესაძლებელი. ნაგებობის თავისებურებაა ყველა მკლავის თავზე დიდი და პატარა სათავსების არსებობაა, რაც, შესაძლოა, ტაძრის მთავარმა დანიშნულებამ გამოიწვია, ის საგანძურის საცავად იყო აგებული. სამალავების მოწყობამ გამოიწვია შიდა სივრცის უჩვეულო დადაბლება და, შესაბამისად, [[გუმბათის ყელი]]ს ამაღლება ტაძრის პროპორციებთან მიმართებაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გარედან ასეთი ასიმეტრიულობა არ იგრძნობა. გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი [[თაღი|თაღებითაა]] შემოფარგლული. [[სარკმელი|სარკმლების]] შემომყოლ ორნამენტიან [[არშია (არქიტექტურა)|არშიას]] გარს უვლის შეწყვილებული [[ლილვი (არქიტექტურა)|ლილვი]], რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. ტაძრის [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]] თითქმის ჩაბნელებულია მინიმუმამდე დაყვანილი სარკმლების გამო. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი [[ცრუ სარკმელი|ცრუ სარკმლებია]] განლაგებული. ინტერიერი შემოსილია თლილი ქვით და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მხატვრობა თავიდანვე არ ჰქონდა. შემორჩენილი [[ფრესკა|ფრესკის]] ფრაგმენტები საკმაოდ გვიანდელია. გვინდელია [[კანკელი]]ც.
+
====[[თქმულება]] გერგეტის სამებაზე====
[[ფაილი:Gergeti 4.JPG|thumb|მარცხნივ|სამრეკლოს დასავლეთი სარკმლის საპირე ]]
+
[[ქართლი]], [[კახეთი|კახეთისა]] და [[იმერეთი]]ს მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ [[მცხეთა]]ში ერთი ბერიკაცი წამომდგარა და მათთვის მოუხსენებია:  
ტაძრის [[ფასადი|ფასადები]] სადაა, კარგად თლილი ქვის [[პერანგი (არქიტექტურა)|პერანგი]]თ, დეკორაციული თაღებისა და რაიმე დანაწევრებს გარეშე. მხოლოდ კარ-სარკმლებია საპირეებით მორთული. აღმოსავლეთის ფასადი თითქმის მთლიანად აქვს „დაპყრობილი“ უზარმაზარ რელიეფურ ჯვარს, რომლის საყრდენი ცენტრალური სარკმლის მართკუთხა მოჩარჩოებაა. ჯვრის მკლავების გადაკვეთის ოთხივე კუთხეში ჩასმულია კვადრატისებრი ჩუქურთმიანი ქვა. ფასადებზე მიმობნეულია მორთულობის ელემენტები, მომცრო ჯვრები და [[მედალიონი|მედალიონები]]. ტაძარზე სამხრეთიდან პატარა დარბაზი „საბჭეოა” მიდგმული, XV საუკუნის დასასრულის ან XVI საუკუნის I ნახევრის, სადაც უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა [[ხევი]]ს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სათათბიროდ. აქ იყო „სასწავლელი“ - განათლების კერა. ხანგრძლივი დროის მანძილზე ტაძარი არაერთხელ დაზიანებულა. არქიტექტურულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის რამდენჯერმე უნდა იყოს აღდგენილი.
+
  
სამრეკლო ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, გალავანში ჩაშენებულ კარიბჭეს წარმოადგენს, აგებულია XIV საუ-კუნის II ნახევარში. გეგმაში მისი ზომებია: 6,07x6,9 მ. სამრეკლო ორი მკვეთრად განსხვავებული მოცულობისგან შედგება. პირველი სართული მასიური კუბია, რომელშიც შესასვლელი კარია განთავსებული, მეორე – ღია შეისრულ თაღებიანი მრავალწახნაგა ფანჩატური, რომელიც ეკლესიის მსგავსადაა გადახურული. სამრეკლოს შიდა კედლები თლილი ქვისაა, გარედან სამხრეთი ფასადია მორთული: კარს ოთხკუთხა მოჩუქურთმებული საპირე შემოუყვება კედელში რელიეფური ქვები, ყურძნის მტევნები, ხვლიკების თუ ფრინველთა გამოსახულებები, ჯვარი და მამაკაცის ფიგურაა გამოსახული, ასომთავრული წარწერით. რვაწახნაგა ფანჩატურის თაღებს ზემოთ გასდევს ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული არშია. არშიის ზემოთ, წიბოებზე, ჩუქურთმიანი კუწუბოებია დასმული. მათზე ზემოთ გაყოლებულია ორ ლილვს შორის მოქცეული [[ფრიზი]]. ფრიზის თავზე მარტივი ლავგარდანია. გალავანი შედარებით გვიანი პერიოდისაა და ძველი გალავნის საძირკვლის გაყოლებაზეა აგებული.
+
– მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, [[სამება|სამებაც]] იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების [[ნიში (არქიტექტურა)|ნიში]] აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც [[ჯვარი]] აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია.  
  
გერგეტის სამების ეკლესია ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრისა და სამრეკლოს სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებთანაა შენივთებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს” უწოდებენ.
+
ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა [[საძირკველი (ნაგებობის)|საძირკველი]] პირველად. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს:
  
== წყარო ==
+
– წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან ყველანი გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველად ავა, საძირკველიც იმან გაჭრასო.
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
+
  
 +
ასეც მოქცეულან და ყველანი ცხენით თუ ფეხით, ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბაჩხიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და სამების საძირკველიც იმას გაუჭრია. ამიტომ ახალწელს გერგეტელები პირველად ამ ხურთისელ ბაჩხიძეს ამწყალობებენ.
 +
 +
ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან უზიდიათ, კალატოზებისთვის წყალი გერგეტის [[წყარო|წყაროდან]] მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც „კალატოზის წყაროს“ უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების [[დეკანოზი|დეკანოზები]] ახალწელს პირველად ამწყალობებენ.
 +
 +
== წყარო ==
 +
* [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
 +
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
‏‎[[კატეგორია:ქართული მითები]]
 
 
‏‎[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
‏‎[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
‏‎[[კატეგორია:ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
‏‎[[კატეგორია:ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
‏‎[[კატეგორია:ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები]]
 
 
[[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]]

მიმდინარე ცვლილება 01:00, 25 აგვისტო 2023 მდგომარეობით

გერგეტის სამება

გერგეტის სამება − (ინგლ. Gergeti Trinity Church), (XIV ს. 30-ანი წწ.), ტაძარი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია), ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე. ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. ტაძარი მოქმედია. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორია

ტაძრის ადგილას, სამების მთაზე, როგორც თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე ჯვარი ყოფილა აღმართული.

გერგეტის სამება

გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა დააკისრა გერგეტელებს, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე იქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმ. ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთა“ – დოკუმენტების კრებული, რომლებიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევისა და მთელი საქართველოს შესახებ.

[რედაქტირება] აღწერილობა

გერგეტის სამების გეგმა

გერგეტის სამების ტაძარი ცენტრალურგუმბათოვანია, გეგმით – სწორკუთხა (11,9 X 15,6მ), ნაგებია თლილი ქვით. გუმბათი შიგნით მთლიანად გამოყვანილია აგურით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა (ამოქოლილია). ტაძრის შიდა სივრცეს აგვირგვინებს ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ჯვრის სამი მკლავი ოთკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა – აფსიდითაა დასრულებული. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია კანკელით (გვიანდელია). საკურთხევლის ცენტრში დგას სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდის აქეთ-იქით ოთკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლოა. ორივე სათავსში შესასვლელი დარბაზიდანაა. კარი სამკვეთლოსა და საკურთხეველს შორისაცაა. სადიაკვნეს სარკმელი სამხრეთით აქვს, სამკვეთლოს – აღმოსავლეთით. ამ სათავსების თავზე, მეორე სართულზე, სამალავებია. მათში ასასვლელი სადიაკვნეს კამარაში მოწყობილი ხვრელიდანაა. დასავლეთის მკლავი გვერდითი მონაკვეთებისგან გამოყოფილია თითო თაღით. ამ მონაკვეთების თავზეც სამალავებია. მათში მოხვედრა დასავლეთის მკლავის ზედა ნაწილში არსებული ხვრელით შეიძლება. დარბაზის ოთხივე მკლავში თითო სარკმელია გაჭრილი, გუმბათის ყელში ხუთი. კამარები და თაღები ნახევარწრიული ან შეისრულია.

გუმბათის ყელი

აღმპსავლეთის ფასადის სარკმელს ლილვებით შედგენილი სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს. ლილვებითაა შექმნილი ჯვარიც, რომელიც ამავე სარკმლის თავზეა აღმართული და თითქმის მთლიანად ავსებს ფასადის ზედა ნაწილს. ჯვარს შუაზე გასდევს მოჩუქურთმებული ფართო ზოლი. მკლავებს შორის არსებულ კუთხეებში ჩასმულია ოთხკუთხა ქვები, რომლებსაც ორნამენტიანი ჩარჩო აქვს. ფასადის მარჯვენა ნაწილში მოზრდილი სწორკუთხა სარკმელია, ზემოთ, გვერდითა მონაკვეთზე – თითო მცირე სარკმელი. სარკმელებზე მოჩუქურთმებული ფართო არშიაა შემოვლებული. შეწყვილებული ლილვები და მოჩუქურთმებული არშია აქვს დასავლეთის ფასადის მაღალ, თაღოვან სარკმელსაც, რომელსაც თავზე ადგას ლილვებითვე გამოყვანილი სწორკუთხამკლავებიანი მოზრდილი ჯვარი. ეს ჯვარი სიდიდით აღმოსავლეთის ფასადის ჯვარზე ბევრად ნაკლებია. ლილვებშორის არე შევსებულია ჩუქურთმით. სარკმლის ძირის დონეზე, ორივე მხარეს, ჩასმულია დიდი, მოჩუქურთმებული ქვები. შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული არშია აქვს შემოვლებული სწორკუთხა კარსაც. კარის თავზე და გვერდებზე აქაც ჩუქურთმიანი მედალიონებია ჩასმული. სამხრეთის ფასადის კარი ღონიერი ლილვებითაა შემოფარგლული. ლილვებს შორის ორნამენტებია. გვერდებზე ჩასმულია მედალიონები.

სამრეკლოს დასავლეთი სარკმლის საპირე

სამხრეთის კარი სწორკუთხაა და შემოვლებული აქვს მსხვილი ლილვები, რომელთა შორის ორნამენტებია. გვერდებზე აქაც მედალიონებია ჩასმული. ზემოთ, ერთ ღერძზე, თაღოვანი სარკმელი და ჯვარია. სარკმელი შემოფარგლულია არშიით. ჯვარი სწორკუთხამკლავებიანია. ქვემოთ ისევ მედალიონებია. ფასადის მარჯვენა ნაწილში მცირე, მრგვალი და მოჩუქურთმებული სარკმელია.

შედარებით ნაკლებადაა მორთული ჩრდილოეთის ფასადი. მოჩუქურთმებულია აქ მხოლოდ სარკმელი, რომლის გვერდებზე მედალიონებია, თავზე კი – შედარებით მომცრო ჯვარი. ჯვრის ზედა მკლავს ქუდივით ახურავს ლავგარდანი. დაბალი, მასიური გუმბათი ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათის ყელი ათწახნაგაა. თითოეულ წახნაგს თაღოვანი მოჩარჩოება აქვს. ათი სარკმლიდან ხუთი ცრუა. სარკმლებს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული საპირეები და შეწყვილებული ლილვები.

XV საუკუნის დასასრულს ან XVI ს. I ნახევარში ტაძრის სამხრეთ კარზე მიუშენებიათ თლილი ქვის კამაროვანი სათავსი, რომელიც კარიბჭის როლს ასრულებდა და სამხრეთით ღია იყო. შემდგომ სათავსს სამხრეთით კედელი მიაშენეს და კარი გაჭრეს, ხოლო ტაძრის კარი ამოლუქეს, რის შემდეგაც სათავსი დახურულ საკრებულოდ – „საბჭეოდ“ იქცა.

ეკლესია რამდენჯერმეა რესტავრირებული. აღდგენილია ვიწრო ლავგარდანი და ლილვოვანი სარტყელი სარკმლების ქვემოთ. ბოლო რესტავრაცია (პროექტის ავტორი რ. გვერდწითელი) 1970-1974 წლებში ჩატარდა. აღდგა სახურავისა და ლავგარდნის ნაწილები და გუმბათის ყელი.

[რედაქტირება] სამრეკლო

სამრეკლო. შესასვლელი კარის ჩუქურთმა

ტაძრის სამხრეთით, ათიოდე მეტრზე, დგას XIV ს. II ნახში აგებული ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული (6,07 X 6.9მ) გალავანში შესასვლელი იყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე სარკმლებია. სართული გადახურულია კამარით, რომელიც შუაში და კიდეებში საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამრეკლოს შიდა კედლები შემოსილია თლილი ქვით. მეორე სართული თაღოვანი ფანჩატურია. ისრული თაღები მაღალი და განიერია. ფანჩატური რვაწახნაგაა, მაგრამ წიბოები ცუდად აქვს ჩამოკვეთილი და ცილინდრულს ჰგავს. თაღებს ზემოთ გასდევს ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული არშია, რომლის ზემოთ, წიბოებზე, ჩუქურთმიანი კუწუბებია დასმული. მათ ზემოთ გაყოლებულია ორ ლილვს შორის მოქცეული ფრიზი, რომლის თავზეც მარტივი ლავგარდანია.

გერგეტის სამება, სამრეკლო, შესასვლელი კარის ჩუქურთმა

სამრეკლოს ქვედა კორპუსის ფასადებიდან სამხრეთისა შედარებით უფრო საზეიმოა აქედანაა ტაძრის ეზოში შესასვლელი. კარი მოჩუქურთმებულ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც შედგენილია გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ორნამენტული ზოლისა და შეწყვილებული ლილვებისგან, რომლებიც ბურთულებიან ბაზისებს ეყრდნობა. კარის მარჯნივ ორი ჩუქურთმიანი ქვაა ჩასმული, რომელთაგან ერთზე ყურძნის ორი მტევანი თუ გირჩაა ამოკვეთილი. დასავლეთის ფასადის სარკმელი გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმითაა მორთული. სარკმლის თაღზე ორი ხვლიკისებრი ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულებაა. მათ ზემოთ კი მცირე, სწორკუთხამკლავებიანი ჯვარია. სარკმლის მარჯნივ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, (შესაძლებელია, იგი კალატოზის იყოს), რომლის ირგლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა. ეს რელიეფი ჩასმულია გრეხილი ლილვებით შედგენილ განიერ და მაღალ ჩარჩოში, რომლის ქვემოთ ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესია და სამრეკლო გადახურულია ლორფინით.

[რედაქტირება] თქმულება გერგეტის სამებაზე

ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთი ბერიკაცი წამომდგარა და მათთვის მოუხსენებია:

– მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია.

ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი პირველად. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს:

– წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან ყველანი გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველად ავა, საძირკველიც იმან გაჭრასო.

ასეც მოქცეულან და ყველანი ცხენით თუ ფეხით, ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბაჩხიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და სამების საძირკველიც იმას გაუჭრია. ამიტომ ახალწელს გერგეტელები პირველად ამ ხურთისელ ბაჩხიძეს ამწყალობებენ.

ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან უზიდიათ, კალატოზებისთვის წყალი გერგეტის წყაროდან მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც „კალატოზის წყაროს“ უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების დეკანოზები ახალწელს პირველად ამწყალობებენ.

[რედაქტირება] წყარო

‏‎ ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები