სალაყბო ფურცელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სალაყბო ფურცელი''' — რუბრიკა ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სალაყბო ფურცელი''' — რუბრიკა ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრის]]“ განყოფილებაში „სხვადასხვა ამბავი“. 1857 წ. ნოემბრიდან აქ ქვეყნდებოდა მასალა „მოლაყბის“ ფსევდონიმით. „სალაყბო ფურცელში“ აღძრულია მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, ავტორი კიცხავს იმდროინდელ საზოგადოებას ქართული | + | '''სალაყბო ფურცელი''' — რუბრიკა ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრის]]“ განყოფილებაში „სხვადასხვა ამბავი“. 1857 წ. ნოემბრიდან აქ ქვეყნდებოდა მასალა „მოლაყბის“ ფსევდონიმით. „სალაყბო ფურცელში“ აღძრულია მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, ავტორი კიცხავს იმდროინდელ საზოგადოებას ქართული [[თეატრი]]სა და ჟურნალისადმი გულგრილობის გამო, იცავს [[ქართული ენა|ქართულ ენასა]] და ეროვნულ კულტურას, ილაშქრებს უცხოური მოდური გატაცების წინააღმდეგ, ამხილებს მართლმსაჯულებას. ამ სტატიების მამხილებელმა ტონმა ხელი შეუწყო არა მარტო ქართული პრესის გამოცოცხლებას, არამედ ეროვნული ღირსებისა და შეგნების ამაღლებასაც. სადა ენითა და ძალდაუტანებელი ტონით დაწერილი „სალაყბო ფურცლები“ ქართული [[ფელეტონი]]ს, მკითხველთან პუბლიცისტური გასაუბრების ერთ-ერთი პირველი ნიმუშია. „მოლაყბის“ ფსევდონიმით წერდნენ [[კერესელიძე ივანე|ი. კერესელიძე]] და [[თუმანიშვილი მიხეილ (მოლაყბე)|მ. თუმანიშვილი]]. |
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია: ქართული პერიოდული გამოცემები]] | [[კატეგორია: ქართული პერიოდული გამოცემები]] | ||
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები]] | [[კატეგორია:ქართული ჟურნალები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 01:33, 13 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
სალაყბო ფურცელი — რუბრიკა ჟურნალ „ცისკრის“ განყოფილებაში „სხვადასხვა ამბავი“. 1857 წ. ნოემბრიდან აქ ქვეყნდებოდა მასალა „მოლაყბის“ ფსევდონიმით. „სალაყბო ფურცელში“ აღძრულია მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, ავტორი კიცხავს იმდროინდელ საზოგადოებას ქართული თეატრისა და ჟურნალისადმი გულგრილობის გამო, იცავს ქართულ ენასა და ეროვნულ კულტურას, ილაშქრებს უცხოური მოდური გატაცების წინააღმდეგ, ამხილებს მართლმსაჯულებას. ამ სტატიების მამხილებელმა ტონმა ხელი შეუწყო არა მარტო ქართული პრესის გამოცოცხლებას, არამედ ეროვნული ღირსებისა და შეგნების ამაღლებასაც. სადა ენითა და ძალდაუტანებელი ტონით დაწერილი „სალაყბო ფურცლები“ ქართული ფელეტონის, მკითხველთან პუბლიცისტური გასაუბრების ერთ-ერთი პირველი ნიმუშია. „მოლაყბის“ ფსევდონიმით წერდნენ ი. კერესელიძე და მ. თუმანიშვილი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, II, 1962;
- ჯ. ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია,1974.