შონბერგი არნოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არნოლდ შონბერგი''' – (1874-1951), მსოფლიო მუსიკალური ხელოენების უდ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შონბერგი არნოლდ“ გადაიტანა გვერდზე „არნოლდ შონბერგი“)

17:04, 19 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

არნოლდ შონბერგი – (1874-1951), მსოფლიო მუსიკალური ხელოენების უდიდეს კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, პედაგოგი და ფერმწერი.

დაიბადა 1874 წლის I3 სექტემბერს. მან ბავშვობიდან დაიწყო ვიოლინოზე და ჩელოზე დაკვრის სწავლა. თეორიაში და კომპოზიციაში არ მიუღია პროფესიული განათლება, თუმცა კონსულტაციისთვის სხვადასხვა მუსიკოსებს მიმართავდა. 18 წლის ასაკში შონბერგმა გაიცნო დირიჟორი და კომპოზიტორი ალექსანდრ ცემლინსკი, რომელიც დაეხმარა მას საკომპოზიტორო ტექნიკის დაუფლებაში.

1895 წლიდან, ბანკში ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, შონბერგი მთელ თავის დროს მხოლოდ მუსიკას უთმობს. 1925 წლამდე იგი ცხოვრობდა ვენაში, სადაც ჩამოყალიბდა როგორც კომპოზიტორი და შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა სიმებიანი სექსტეტი „გასხიმოსნებული ღამე“ op.4, სიმფონიური პოემა „პელეასი და მელიზანდა“ op.5, კანტატა „გურეს სიმღერები“ op-ის გარეშე, პირველი სიმებიანი კვარტეტი op.7, კამერული სიმფონია op.9, „თხუთმეტი ლექსი შტეფან გეორგეს დაკიდებული ბაღების წიგნიდან“ op.. 15, მონოდრამა მოლოდინი op. 17, ბედნიერი ხელი op. 18. ამავე წლებში დაიწყო კომპოზიტორის ლიტერატურული, მუსიკალურთეორიული და მუსიკალურ-პედაგოგიური მოღვაწეობა; შეიქმნა ფუნდამენტური ნაშრომი მოძღვრება ჰარმონიაზე (Harmonielehre), 1911 წ.

1926 წელს შონბერგი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში, სადაც ფერუჩო ბუზონის გარდაცვალების შემდეგ პრუსიის ხელოვნების აკადემიის კომპოზიციის კლასის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. აქ მან განაგრძო ინტენსიური პედაგოგიური მოღვაწეობა. ბერლინში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დოდეკაფონური სისტემის ძირითადი პრინციპები, რომელზე მუშაობაც შონბერგმა ჯერ კიდევ ვენაში დაიწყო. 10-იან წლებში მსგავსი ტიპის საკომპოზიტორო ტექნიკაზე მუშაობდნენ, ასევე, ი. მ. ჰაუერი, ე. გოლიშოვი, მაგრამ პრაქტიკული გამოყენება და ფართო გავრცელება საკომპოზიტორო შემოქმედებაში სწორედ შონბერგის „12, მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირებული ტონით კომპოზიციის მეთოდმა“ (ავტორისეული განმარტება) ჰპოვა.

პირველი ნაწარმოებები, რომლებშიც შონბერგმა თანმიმდევრულად გამოიყენა დოდეკაფონური ტექნიკა, ჯერ კიდევ ვენაში დაიწერა (საფოოტეპიანო პიესები op.23, სერენადა op. 24, საფორტეპიანო სიუიტა op. 25, სასულე კვინტეტი op. 26). მაგრამ მხოლოდ ბერლინის პერიოდში ხდება ახალი მეთოდი შონბერგის საკომპოზიტორო პრაქტიკის ერთადერთი ამოსავალი პუნქტი, კერძოდ, სიმებიან პვარტეტში op. 30, საორკესტრო ვარიაციებში op.31, ოპერაში „დღეიდან ხვალამდე“ (Von heute auf morgen) op. 32. აქვე მუშაობდა კომპოზიტორი ორატორიაზე „იაკობის კიბე“ და ოპერაზე „მოსე და არონი“. ბიბლიურ სიუჟეტზე დაწერილი ორივე ეს ნაწარმოები დაუმთავრებელი დარჩა.

1933 წელს, გერმანიაში სახელმწიფოს სათავეში ნაცისტური რეჟიმის მოსელის შემდეგ, შონბერგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და აშშ-ში წასულიყო ემიგრაციაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა (გარდაიცვალა 1951 წლის 13 ივლისს). აქ იგი აგრძელებდა მუშაობას ჯერ კიდევ ევროპაში დაწყებულ ნაწარმოებებზე: „იაკობის კიბე“ და „მოსე და არონი“, აქეე ქმნის სავიოლინო კონცერსს op. 27, მეოთხე სიმებიან კვარტეტს op. 37, მეორე კამერულ სიმფონიას op. 38, ოდა ნაპოლეონს op. 41 (ჯ.გ. ბაირონის მიხედვით), საფორტეპიანო პონცერტს op. 42, სიმებიან ტრიოს op. 45, კანტატას „გადარჩენილი ვარშავიდან“ op. 46 (საკუთარ ტექსტზე) და სხვ.

აშშ-ში, ისევე როგორც ავსტრიაში და გერმანიაში, შონბერგი აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, წერს კომპოზიციის საკითხებისადმი მიძღვნილ სტატიებს, რომლებიც შემდგომ გააერთიანა კრებულში სტილი და აზრი (STIL UND GEDANKE). შონბერგის საკომპოზიტორო მოღვაწეობა შერწვმულია საკუთარი პრაქტიკის თეორიულ განმარტებასთან.

ძირითადი ნაწარმოებების სია op. 1, ორი სიმღერა (2 Gesänge) ბარიტონის და ფორტეპიანოსთვის, 1898 op. 2, ოთხი სიმლერა (4 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1899 op. 3, ექვსი სიმლერა (6 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1899/1903 op. 4, გასხივოსნებული ღამე, Verklärte Nacht სიმებიანი სექსტეტი, 1899

ბურეს სიმღერები, კანტატა, 1900-11

op. 5, პელეასი და მელიზანდა (Pelleas und Melisande), სიმფონიური პოემა, 1902/03 op. 6, რვა სიმღერა (8 Liede) სოპრანოს და ფორტეპიანოსთვის, 1903/05 op. 7, სიმებიანი კვარტეტი (d moll), 1904/05 op. 8, ექვსი სიმღერა (6 Lieder) ხმის და ორკესტრისთვის, 1903/05 op. 9, კამერული სიმფონია №1 E dur, თხუთმეტი სოლო ინსტრუმენტისთვის, 1906 op. 10, სიმებიანი კვარტეტი №2 fis moll, 1907/08 op. 11, სამი საფორტეპიანო პიესა, 1909 op. 12, ორი ბალადა ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1906 op. 13, მშვიდობა დედამიწას, შერეული გუნდისთვის a cappella, 1907 op. 14, ორი სიმღერა (2 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1907/08

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები