ატონალობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ატონალობა''' - (ატონალური, არატონალური [[მუსიკა]]), ტერმინი დაამკვიდრა ი. ჰაუერმა. [[ბგერა|ბგერათა]] ტონალურ ორგანიზაციას მოკლებული მუსიკა. აღმოცენდა 900-იან წლებში ვენის ახალი სკოლის კომპოზიტორთა შემოქმედებაში (ა. შონბერგი, ა. [[ბერგი ალბან|ბერგი]], ა. ვებერნი). ატონალურ მუსიკაში დარღვეულია თანაფარდობა ტონებსა და კილოს მთავარ ცენტრს - ტონიკას შორის, რაც იწვევს ჰარმონიის სტრუქტურული ფუნქციების რღვევას, დისონანსურ ჟღერადობას. ცალკეული არატონალური ეპიზოდები გვხვდება გვიან-რომანტიკულ და იმპრესიონისტულ მუსიკაში. არატონალურ მუსიკას ზოგჯერ მიაკუთვნებენ ა. სკრიაბინის გვიანდელ ნაწარმოებს და [[აივზი ჩარლზ|ჩ. აივზის]] შემოქმედებას. თანმიმდევრულად არატონალურია (ე. წ. „მოწესრიგებულია“.) შონბერგის მიერ შემუშავებული დოდეკაფონიისა და სერიულობის პრინციპის საფუძველზე შექმნილი ნაწარმოები. მას ემყარება „[[ავანგარდიზმი მუსიკაში|ავანგარდისტი]]“ კომპოზიტორების შემოქმედება. ამავე დროს, XX ს-ის მრავალი გამოჩენილი კომპოზიტორი (ა. ონეგერი, კ. ორფი, პ. ჰინდემითი, ს. პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი და სხვ.) თავის შემოქმედებაში ემყარებოდა ტონალურ პრინციპებს. თანამედროვე მუსიკაში ვხვდებით ტონალური და არატონალური ეპიზოდების კონტრასტს.
+
'''ატონალობა''' - (ატონალური, არატონალური [[მუსიკა]]), ტერმინი დაამკვიდრა ი. ჰაუერმა. [[ბგერა|ბგერათა]] ტონალურ ორგანიზაციას მოკლებული მუსიკა. აღმოცენდა 900-იან წლებში ვენის ახალი სკოლის კომპოზიტორთა შემოქმედებაში ([[შონბერგი არნოლდ|ა. შონბერგი]], ა. [[ბერგი ალბან|ბერგი]], [[ვებერნი ანტონ|ა. ვებერნი]]). [[ატონალური მუსიკა|ატონალურ მუსიკა]]ში დარღვეულია თანაფარდობა ტონებსა და კილოს მთავარ ცენტრს - ტონიკას შორის, რაც იწვევს ჰარმონიის სტრუქტურული ფუნქციების რღვევას, დისონანსურ ჟღერადობას. ცალკეული არატონალური ეპიზოდები გვხვდება გვიან-რომანტიკულ და იმპრესიონისტულ მუსიკაში. არატონალურ მუსიკას ზოგჯერ მიაკუთვნებენ ა. სკრიაბინის გვიანდელ ნაწარმოებს და [[აივზი ჩარლზ|ჩ. აივზის]] შემოქმედებას. თანმიმდევრულად არატონალურია (ე. წ. „მოწესრიგებულია“.) შონბერგის მიერ შემუშავებული დოდეკაფონიისა და სერიულობის პრინციპის საფუძველზე შექმნილი ნაწარმოები. მას ემყარება „[[ავანგარდიზმი მუსიკაში|ავანგარდისტი]]“ კომპოზიტორების შემოქმედება. ამავე დროს, XX ს-ის მრავალი გამოჩენილი კომპოზიტორი ([[ონეგერი არტურ|ა. ონეგერი]], [[ორფი კარლ|კ. ორფი]], [[ჰინდემიტი პაულ|პ. ჰინდემითი]], ს. პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი და სხვ.) თავის შემოქმედებაში ემყარებოდა ტონალურ პრინციპებს. თანამედროვე მუსიკაში ვხვდებით ტონალური და არატონალური ეპიზოდების კონტრასტს.
  
 
==წყარო==  
 
==წყარო==  

00:23, 6 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ატონალობა - (ატონალური, არატონალური მუსიკა), ტერმინი დაამკვიდრა ი. ჰაუერმა. ბგერათა ტონალურ ორგანიზაციას მოკლებული მუსიკა. აღმოცენდა 900-იან წლებში ვენის ახალი სკოლის კომპოზიტორთა შემოქმედებაში (ა. შონბერგი, ა. ბერგი, ა. ვებერნი). ატონალურ მუსიკაში დარღვეულია თანაფარდობა ტონებსა და კილოს მთავარ ცენტრს - ტონიკას შორის, რაც იწვევს ჰარმონიის სტრუქტურული ფუნქციების რღვევას, დისონანსურ ჟღერადობას. ცალკეული არატონალური ეპიზოდები გვხვდება გვიან-რომანტიკულ და იმპრესიონისტულ მუსიკაში. არატონალურ მუსიკას ზოგჯერ მიაკუთვნებენ ა. სკრიაბინის გვიანდელ ნაწარმოებს და ჩ. აივზის შემოქმედებას. თანმიმდევრულად არატონალურია (ე. წ. „მოწესრიგებულია“.) შონბერგის მიერ შემუშავებული დოდეკაფონიისა და სერიულობის პრინციპის საფუძველზე შექმნილი ნაწარმოები. მას ემყარება „ავანგარდისტი“ კომპოზიტორების შემოქმედება. ამავე დროს, XX ს-ის მრავალი გამოჩენილი კომპოზიტორი (ა. ონეგერი, კ. ორფი, პ. ჰინდემითი, ს. პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი და სხვ.) თავის შემოქმედებაში ემყარებოდა ტონალურ პრინციპებს. თანამედროვე მუსიკაში ვხვდებით ტონალური და არატონალური ეპიზოდების კონტრასტს.

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები