რიცხვი ტრანსფინიტული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კარდინალური რიცხვი“ გადაიტანა გვერდზე „რიცხვი ტრანსფინიტული“ ...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 16:01, 6 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

რიცხვი ტრანსფინიტული – (კარდინალური რიცხვი) – უსასრულო სიმრავლის რიგობითი რიცხვი. სასრულ სიმრავლეს გააჩნია მხოლოდ ერთი მოწესრიგების ტიპი, რომელიც ხასიათდება რიგობითი რიცხვით, ხოლო უსასრულო სიმრავლე, თუნდაც ყველაზე მარტივი, შეიძლება გავხადოთ სავსებით მოწესრიგებული მრავალი სხვადასხვა ხერხით.

მაგალითად, ორი ელემენტის სიმრავლე {a,b} უშვებს ერთადერთ რიგითობას a,b ან რაც იგივეა b,a. ყველაზე მარტივი უსასრულო სიმრავლე მთელი დადებითი რიცხვებისა უშვებს, მაგალითად, ასეთ მოწესრიგებას: 1) 1,2,3,...; 2) 2,3,4,...,1. ეს ორი მოწესრიგება სხვადასხვაა თუნდაც იმიტომ, რომ პირველ მათგანს არა აქვს ბოლო წევრი, ხოლო მეორეს აქვს. თითოეული შესაძლო მოწესრიგებული ტიპისათვის შემოაქვთ აღნიშვნა – ტრანსფინიტული რიცხვი.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები