მესიანი ოლივიე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოლივიე მესიანი''' – (ფრანგ. Olivier Eugène Prosper Charles Messiaen, დ. 10 დეკემბერი, 1908 – ...)
 
(პირველი პერიოდი)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
მესიანის შემოქმედების პირველი პერიოდი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ იგი გახდა კომპოზიტორთა გაერთიანების „ახალგაზრდა საფრანგეთი“ წევრი (სხვა წევრები იყენენ: ი. ბოდრიო, ა. ჟოლივე, დ. ლესიური), მაგრამ ამ გაერთიანებამ სულ ცოტა ხანი იარსება და ისტორიაში, უმთავრესად, სწორედ მესიანის გამო შევიდა.  
 
მესიანის შემოქმედების პირველი პერიოდი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ იგი გახდა კომპოზიტორთა გაერთიანების „ახალგაზრდა საფრანგეთი“ წევრი (სხვა წევრები იყენენ: ი. ბოდრიო, ა. ჟოლივე, დ. ლესიური), მაგრამ ამ გაერთიანებამ სულ ცოტა ხანი იარსება და ისტორიაში, უმთავრესად, სწორედ მესიანის გამო შევიდა.  
  
1940 წელი მნიშენელოვანი თარიღია მესიანის ბიოგრაფიაში. ამ წელს იგი გაიწვიეს ჯარში, ხოლო რამდენიმე თვეში მესიანი ტყვედ ჩავარდა და ჯერ [[სამხედრო ტყვეები|სამხედრო ტყვეთა]] ბანაკში აღმოჩნდა, შემდეგ კი, ბანაკიდან გაქცევის მცდელობის გამო, იგი გიორლიცის [[საკონცენტრაციო ბანაკები|საკონცენტრაციო ბანაკში]] გადაიყვანეს. ბანაკის არაადამიანურ პირობებში მესიანმა სულის იშვიათი სიმტკიცე გამოიჩინა: აქ მან დაწერა '''[[ოლივიე მესიანის კვარტეტი ჟამთა დასასრულზე|კვარტეტი ჟამთა დასასრულზე]]''' ვიოლინოს, კლარნეტის, ჩელოს და ფორტეპიანოსთეის.  
+
1940 წელი მნიშენელოვანი თარიღია მესიანის ბიოგრაფიაში. ამ წელს იგი გაიწვიეს ჯარში, ხოლო რამდენიმე თვეში მესიანი ტყვედ ჩავარდა და ჯერ [[სამხედრო ტყვეები|სამხედრო ტყვეთა]] ბანაკში აღმოჩნდა, შემდეგ კი, ბანაკიდან გაქცევის მცდელობის გამო, იგი გიორლიცის [[საკონცენტრაციო ბანაკები|საკონცენტრაციო ბანაკში]] გადაიყვანეს. ბანაკის არაადამიანურ პირობებში მესიანმა სულის იშვიათი სიმტკიცე გამოიჩინა: აქ მან დაწერა [[ოლივიე მესიანის კვარტეტი ჟამთა დასასრული|კვარტეტი ჟამთა დასასრულზე]] ვიოლინოს, კლარნეტის, ჩელოს და ფორტეპიანოსთეის.  
  
 
მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, მსოფლიო და, კერძოდ, ფრანგული კულტურის განვითარების ეს მნიშვნელოევანი ეტაპი, მესიანის შემოქმედებაში აპოკალიფსური სახეების და რელიგიური თემატიკის ნიშნით წარიმართა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ომის თემას არ გამოუწვევია მისი სტილის და მხატვრული სამყაროს გარდაქმნა. კვარტეტის შემდეგ მესიანმა შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა: „ოცი ხილვა ყრმა იესოსი“ ფორტეპიანოსთვის (1944 წ), „სამი პატარა ლიტურგია“ ქალთა გუნდის და ორკესტრისთვის (1944 წ.). ამ ნაწარმოებებში დომინირებს სამი ძირითადი [[მხატვრული სახე]] – ლირიკული, რომელიც ნელი, ზოგჯერ ექსტატური, ზოგჯერ კი საზეიმო-ჰიმნური თემებითაა წარმოდგენილი; პირქუში, გროტესკული უხეში, წახნაგოვანი თემებით გადმოცემული; ბგერწერითი – ფრინველების გალობა, ზარის რეკვა, მსის სინათლის კაშკაშა და მოციმციმე თემები.
 
მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, მსოფლიო და, კერძოდ, ფრანგული კულტურის განვითარების ეს მნიშვნელოევანი ეტაპი, მესიანის შემოქმედებაში აპოკალიფსური სახეების და რელიგიური თემატიკის ნიშნით წარიმართა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ომის თემას არ გამოუწვევია მისი სტილის და მხატვრული სამყაროს გარდაქმნა. კვარტეტის შემდეგ მესიანმა შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა: „ოცი ხილვა ყრმა იესოსი“ ფორტეპიანოსთვის (1944 წ), „სამი პატარა ლიტურგია“ ქალთა გუნდის და ორკესტრისთვის (1944 წ.). ამ ნაწარმოებებში დომინირებს სამი ძირითადი [[მხატვრული სახე]] – ლირიკული, რომელიც ნელი, ზოგჯერ ექსტატური, ზოგჯერ კი საზეიმო-ჰიმნური თემებითაა წარმოდგენილი; პირქუში, გროტესკული უხეში, წახნაგოვანი თემებით გადმოცემული; ბგერწერითი – ფრინველების გალობა, ზარის რეკვა, მსის სინათლის კაშკაშა და მოციმციმე თემები.

15:14, 7 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ოლივიე მესიანი – (ფრანგ. Olivier Eugène Prosper Charles Messiaen, დ. 10 დეკემბერი, 1908 – გ. 27 აპრილი, 1992), ფრანგი კომპოზიტორი, ორგანისტი და ორნითოლოგი.

მესიანი XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა. მისი მსოფლმხედველობა კონცენტრირებულია მარადიულ ფილოსოფიურ-ეთიკურ პრობლემებზე, კაცობრიობის უდიდეს კულტურულ მონაპოვრებზე (ევროპულზე და არაევროპულზე), სულიერ მედიტაციაზე, რომელიც თვითშემეცნების და თვითჩაღრმავების საუკეთესო საშუალებაა, ბუნების ჰარმონიულ და ხალას სამყაროზე. კომპოზიტორი-ნოვატორი ოლივიე მესიანი მრავალი შემოქმედებითი ძიების და აღმოჩენის სათავეებთან იდგა და მნიშენელოვნად გააფართოვა მუსიკალური აზროვნების საზღერები. კომპოზიტორის სახელი 30-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი საფრანგეთის მუსიკალურ წრეებში და მოგვიანებით, უკვე 40-იანი წლებიდან მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

სარჩევი

ცხოვრება და შემოქმედება

კომპოზიტორის, პიანისტის, ორგანისტის, პედაგოგის და თეორეტიკოსის ოლივიე მესიანის შემოქმედება ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი ნაწარმოებების კატალოგში გეხვდება საორგანო, საფორტეპიანო, საანსამბლო, საორკესტრო, კამერულ-ვოკალური, საგუნდო თხზულებები და ერთი ოპერა „წმინდა ფრანცისკ ასიზელი“. მესიანის ნაწარმოებების მთავარი განმასხვავებელი თვისებაა ღრმა შინაარსი, განუმეორებელი ინდივიდუალობა და გულწრფელი ემოციურობა.

ოლივიე მესიანი დაიბადა 1908 წელს ავინიონში. 1919 წელს მან ჩააბარა პარიზის ეროვნულ კონსერვატორიაში, სადაც 11 წელი სწავლობდა. მისი ამ პერიოდის ნაწარმოებები უკვე წარმოაჩენენ მის ძირითად შემოქმედებით მისწრაფებებს – რელიგიური თემატიკა, ინდური რიტმი, გრიგორისეული ქორალი, ფრინველთა გალობა და, ამასთანავე, ექსპერიმენტალიზმი.

30-იან წლებში შექმნილ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ამაღლება, უფლის დაბადება და სხვა თხზულებები, რომლებიც, ასევე, რელიგიურ თემაზეა დაწერილი. მესიანის რელიგიური ნაწარმოებების წყარო მუდამ წმინდა წერილის ტექსტებია, რის გამოც მის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება ერთი და იგივე თემები, სიუჟეტები და პერსონაჟები. მესიანის 30-იანი წლების ნაწარმოებები აღსანიშნავია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათში თითქმის სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული კომპოზიტორის სპეციფიკური მანერა, კომპოზიციის ტექნიკა, რომელიც მხოლოდ მცირეოდენ ცვლილებებს, უფრო ზუსტად, მცირეოდენ გაფართოებას განიცდის შემოქმედების მომდევნო ეტაპებზე. შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში ერთ-ერთი მათგანი იკავებს წამყვან ადგილს და სწორედ ეს პრინციპია ამოსავალი მესიანის შემოქმედების პერიოდიზაციისას. აქედან გამომდინარე: პირველი, ადრეული პერიოდი, 30-იან და 40-ანი წლების პირველ ნახევარს მოიცაეს და რელიგიურ თემატიკასთანაა დაკავშირებული; მეორე (1945-1952 წწ) – ე. წ. ეგზოტიკური პერიოდის თემატიკას, უმთავრესად, არაევროპული კულტურების მიმართ მძაფრი ინტერესი განსაზღერავს; მესამე პერიოდი (50-იანი წლების დასაწყისი) – ხასიათდება სხვადასხვაგვარი ექსპერიმენტით ბგერის პარამეტრების – გრძლიობის, არტიკულაციის, ტემბრის, დინამიკის სფეროში; 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან მესიანის შემოქმედებითი ინტერესების ცენტრში ბუნება, კერძოდ, ფრინველთა გალობა ექცევა, რის გამოც შემოქმედების ამ პერიოდს პანთეისტური ეწოდა; და ბოლოს, 60-იანი წლების მიწურულიდან 90-იან წლებამდე გრძელდება მესიანის შემოქმედების ბოლო, სინთეზსური პერიოდი, რომელშიც გაერთიანებულია წინა პერიოდების შემოქმედებითი მიგნებები.

პირველი პერიოდი

მესიანის შემოქმედების პირველი პერიოდი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ იგი გახდა კომპოზიტორთა გაერთიანების „ახალგაზრდა საფრანგეთი“ წევრი (სხვა წევრები იყენენ: ი. ბოდრიო, ა. ჟოლივე, დ. ლესიური), მაგრამ ამ გაერთიანებამ სულ ცოტა ხანი იარსება და ისტორიაში, უმთავრესად, სწორედ მესიანის გამო შევიდა.

1940 წელი მნიშენელოვანი თარიღია მესიანის ბიოგრაფიაში. ამ წელს იგი გაიწვიეს ჯარში, ხოლო რამდენიმე თვეში მესიანი ტყვედ ჩავარდა და ჯერ სამხედრო ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდა, შემდეგ კი, ბანაკიდან გაქცევის მცდელობის გამო, იგი გიორლიცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ბანაკის არაადამიანურ პირობებში მესიანმა სულის იშვიათი სიმტკიცე გამოიჩინა: აქ მან დაწერა კვარტეტი ჟამთა დასასრულზე ვიოლინოს, კლარნეტის, ჩელოს და ფორტეპიანოსთეის.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, მსოფლიო და, კერძოდ, ფრანგული კულტურის განვითარების ეს მნიშვნელოევანი ეტაპი, მესიანის შემოქმედებაში აპოკალიფსური სახეების და რელიგიური თემატიკის ნიშნით წარიმართა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ომის თემას არ გამოუწვევია მისი სტილის და მხატვრული სამყაროს გარდაქმნა. კვარტეტის შემდეგ მესიანმა შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა: „ოცი ხილვა ყრმა იესოსი“ ფორტეპიანოსთვის (1944 წ), „სამი პატარა ლიტურგია“ ქალთა გუნდის და ორკესტრისთვის (1944 წ.). ამ ნაწარმოებებში დომინირებს სამი ძირითადი მხატვრული სახე – ლირიკული, რომელიც ნელი, ზოგჯერ ექსტატური, ზოგჯერ კი საზეიმო-ჰიმნური თემებითაა წარმოდგენილი; პირქუში, გროტესკული უხეში, წახნაგოვანი თემებით გადმოცემული; ბგერწერითი – ფრინველების გალობა, ზარის რეკვა, მსის სინათლის კაშკაშა და მოციმციმე თემები.

მეორე პერიოდი

მეორე მსოფლიო ომის (ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ) და ომისშემდგომ წლებში მესიანი ინტენსიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ამავე წლებშია შექმნილი მისი თეორიული ნაშრომი – ჩემი მუსიკალური ენის ტექნიკა, რომელშიც განზოგადებულია კომპოზიტორის ნოვატორობა მუსიკალური ენის სფეროში. კერძოდ, ამ ტრაქტატში დაწვრილებითაა გაანალიზებული მესიანის ჰარმონიული ენა (დომინანტის აკორდი, რომელიც მაჟორული კილოს ყველა ბგერას შეიცავს; რეზონანსის აკორდი, რომელიც შეიცავს ობერტონული რიგის ბგერებს და კვარტული აკორდი), მესიანის მიერ შექმნილი ე. წ. შესღუდული ტრანსპოზიციის კილოები და, რაც მთავარია, რიტმი. მესიანის რიტმული აზროვნების ბაზისს ინდური რიტმები და რიტმის და მეტრისადმი არაევროპული მიდგომა განაპირობებს (იგულისხმება რიტმული პროგრესიები). აქვე კომპოზიტორი საუბრობს დამატებითი გრძლიობის და შეუქცევადი (სიმეტრიული) რიტმების ფენომენზე.

1945 წელს დირიჟორმა სერგეი კუსევიცკიმ მესიანს შესთავაზა დაეწერა ნაწარმოები ბოსტონის სიმფონიური ორკესტრისთვის. ასე შეიქმნა ტურანგალილა-სიმფონია, რომელსაც მესიანი თავის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწარმოებად მიიჩნევდა.

მესამე პერიოდი

1949-22 წლები მესიანის შემოქმედებაში ინტენსიური ექსპერიმენტებით ხასიათდება. ამ პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებში („კანტეიოჯამია“ და „ოთხი რიტმული ეტიუდი“ ფორტეპიანოსთვის, საორგანო „სამების დღის მესა“ და „წიგნი ორგანისთვის“, „შავი შაშვი“ ფლეიტისთვის და კონკრეტული მუსიკის ნიმუში ტემბრები-გრძლიობები) აისახა კომპოსიტორის სერიოზული ძიებები როგორც ტექნიკის, ისე ესთეტიკის სფეროში.

„ოთხი რიტმული ეტიუდი“ მესიანის ერთ-ერთი ყველაზე რაციონალისტური ნაწარმოებია. ეს ოთხნაწილიანი ციკლი უახლესი ტექნოლოგიური და სტრუქტურული პრინციპების (არა მხოლოდ მესიანის შემოქმედებისთვის, არამედ ომისშემდგომი ავანგარდისთვის) თავისებური ენციკლოპედიაა. აქ, კერძოდ მეორე ეტიუდში (გრძლიობების და ინტენსივობების მოდუსი), მესიანის მიერ პირველადაა გამოყენებული მუსიკალური ქსოვილის ინტეგრაციის პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო ტოტალურ სერიალიზმს.

მესიანის 50-60-იანი წლების შემოქმედებაში პანთეისტური თემა დომინირებს, რაც ისეთ ნაწარმოებებში აღიბეჭდა, როგორებიცაა „ფრინველების გამოღვიძება“ ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის (1953 წ), „ეგზოტიკური ფრინველები“ სოლო ფორტეპიანოს, ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტთა ანსამბლისთვის (1955 წ), „ფრინველების კატალოგი“ ფორტეპიანოსთვის (1956-58 წწ), „ქრონოქრომია“ სიმფონიური ორკესტრისთვის (1960 წ), საორკესტრო სიუიტა „შვიდი ჰაიკუ“ (1962 წ). ამ ნაწარმოებთა წინასიტყვაობებში კომპოზიტორი ზუსტად მიუთითებს, სად და როდის ჩაწერა ამა თუ იმ ფრინველის გალობა, მაგრამ, ამავდროულად, მესიანისთვის მთავარია არა კონკრეტულ ფრინველთა გალობის ამოცნობა (რაც პრაქტიკულად შეუძლებელია), არამედ წმინდა მუსიკალური შედეგი, მხატერულად განზოგადებული კონკრეტიკა, რომელიც რეალობასზ გაცილებით მაღლა დგას.

ფრინველთა შესახებ მესიანი წერდა: „შესაძლოა, ფრინველები არიან ამ პლანეტის უდიდესი მუსიკოსები“. და კიდეე: „მძიმე და კაეშნიან ფიქრთა მოძალების ჟამს, როდესაც განსაკუთრებული სიმძაფრით გრძნობ ჩემს უსარგებლობას, როდესაც ენა ნებისმიერი მუსიკისა – კლასიკური იქნება ის, ანტიკური, ეგზოტიკური, თანამედროვე თუ ულტრამოდერნისტული – მხოლოდ დაჟინებული, თუმცა არსებითად ამაო ძიებათა ნაყოფად მესახება, სხვა რა გზა, და გამოსავალი არსებობს, თუ არა მიახლოება ფრინველთა გალობასთან ტყეში, მინდვრებში, მთებსა თუ ზღვის სანაპიროზე?“

სინთეზსური პერიოდი

მესიანის შემოქმედების შემდეგი პერიოდი (60-80-იანი წლები) წინა წლების მიღწევების სინთეზს წარმოადგენს. უკვე „ქრონოქოომიაში“ შეინიშნება სინთეზისკენ სწრაფვა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ტენდენცია გამოვლინდა სიმფონიურ პარტიტურაში „ზეციური ქალაქის ფერები“ და მესიანის შემოქმედების კულმინაციურ ნაწარმოებში, ოპერაში „წმინდა ფრანცისკ ასიზელი“. ბოლო პერიოდის ნაწარმოებებში ერთ მთლიანობადაა შერწყმული მესიანის შემოქმედების სამი ძირითადი თემა – რელიგია, ეგზოტიკა, ბუნება.




წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები