II კავშირებითი
(ახალი გვერდი: '''II კავშირებითი''' – საუღლებელი ერთეული, დრო-კილოთა მეორე სერი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „II კავშირებითი“ გადაიტანა გვერდზე „მეორე კავშირებითი“) |
11:43, 24 იანვარი 2024-ის ვერსია
II კავშირებითი – საუღლებელი ერთეული, დრო-კილოთა მეორე სერიის მწკრივი, დრო – მომავალი, კილო – კავშირებითი ან ბრძანებითი, ასპექტი – სრული ან უსრული.
II კავშირებითის მწკრივის ნიშნებია -ა,-ე, -ო; -ო გვაქვს ზმნებთან, რომელთაც წყვეტილის მწკრივში -ე სუფიქსი მოუდის; -ე სუფიქსით აწარმოებს II კავშირებითს სუფიქსიანი და უნიშნო ვნებითები; სხვა შემთხვევებში -ა სუფიქსი გამოიყენება. III სუბიექტური პირის ნიშნად მხოლობითში -ს, ხოლო მრავლობითში -ნ სუფიქსები გვაქვს.
ზმნისწინი ასპექტიან ზმნებში ახდენს სრული და უსრული ასპექტის დაპირისპირებას; სხვა შემთხვევაში აღნიშნავს მიმართულებას ან მნიშვნელობას უცელის ზმნას. II კავშირებითში ვნებითი გვარის ზმნები უზმნისწინოდ, ჩვეულებრივ, არ იხმარება. II კავშირებითის I სუბიექტური პირის მრავლობითისა და II პირის ფორმები გამოიყენება ბრძანებითი კილოს გამოსახატავად (გავაკეთოთ! გააკეთოს! გააკეთონ!).
გ. გოგოლაშვილი
ლიტერატურა
შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები. I, თბ., 1980; გოგოლაშეილი გ. დრო-კილითა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში, თბ.,I934; მისივე, მეორე კავშირებითის ფორმათა წარმოების ზოგი საკითხი თანამედროვე ქართულში. – „ქსკს“, წგ. 6, თბ., 1984.