ელინოფილიზმი
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
ენობრივ-ლიტერატურული ასპექტით ელინოფილიზმი გულისხმობს ბიზანტიური მწერლობის გავლენას არა მარტო შინაარსობრივი (თეოლოგიურ-ფილოსოფიური), არამედ ფორმობრივი (ენობრივ-სტილისტიკური და ტერმინოლოგიური) თვალსაზრისითაც. ელინოფილური მთარგმნელობითი მეთოდის მიზანია დედანთან მაქსიმალური ეკვივალენტურობის მიღწევა, რაც გულისხმობს [[თარგმანი|თარგმანში]] დედნის ყველა დეტალის, აზრობრივი ნიუანსისა თუ ენობრივ-სტილისტიკური თავისებურების ასახვას. აქედან გამომდინარე, ელინოფილური თარგმანისათვის დამახასიათებელია ლექსიკური და სინტაქსური კალკების სიმრავლე, ახალი სამეცნიერო ენის შექმნის მკვეთრად გამოხატული ტენდენცია. ამგვარი ზედმიწევნითი მთარგმნელობითი მეთოდი ზოგჯერ თარგმანის ენის ხელოვნურობას იწვევდა, მაგრამ ამავე ტენდენციამ ხელი შეუწყო [[ქართული ენა|ქართული ენის]] მდიდარი და მრავალფეროვანი გამომხატველობითი საშუალებების ახლებურ ამოქმედებას. | ენობრივ-ლიტერატურული ასპექტით ელინოფილიზმი გულისხმობს ბიზანტიური მწერლობის გავლენას არა მარტო შინაარსობრივი (თეოლოგიურ-ფილოსოფიური), არამედ ფორმობრივი (ენობრივ-სტილისტიკური და ტერმინოლოგიური) თვალსაზრისითაც. ელინოფილური მთარგმნელობითი მეთოდის მიზანია დედანთან მაქსიმალური ეკვივალენტურობის მიღწევა, რაც გულისხმობს [[თარგმანი|თარგმანში]] დედნის ყველა დეტალის, აზრობრივი ნიუანსისა თუ ენობრივ-სტილისტიკური თავისებურების ასახვას. აქედან გამომდინარე, ელინოფილური თარგმანისათვის დამახასიათებელია ლექსიკური და სინტაქსური კალკების სიმრავლე, ახალი სამეცნიერო ენის შექმნის მკვეთრად გამოხატული ტენდენცია. ამგვარი ზედმიწევნითი მთარგმნელობითი მეთოდი ზოგჯერ თარგმანის ენის ხელოვნურობას იწვევდა, მაგრამ ამავე ტენდენციამ ხელი შეუწყო [[ქართული ენა|ქართული ენის]] მდიდარი და მრავალფეროვანი გამომხატველობითი საშუალებების ახლებურ ამოქმედებას. | ||
− | ელინოფილიზმი როგორც კულტურული ორიენტაცია, ვლინდება ბიზანტიური კულტურის ცალკეული ეპოქისათვის დამახასიათებელი იდეებისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და მათი ათვისებით არაბერძენ მოღვაწეთა მიერ. ეს არის კლასიკური და საეკლესიო ტექსტების კრიტიკული კვლევა, კომენტატორული მოღვაწეობა, | + | ელინოფილიზმი როგორც კულტურული ორიენტაცია, ვლინდება ბიზანტიური კულტურის ცალკეული ეპოქისათვის დამახასიათებელი იდეებისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და მათი ათვისებით არაბერძენ მოღვაწეთა მიერ. ეს არის კლასიკური და საეკლესიო ტექსტების კრიტიკული კვლევა, კომენტატორული მოღვაწეობა, ლიტერატურულ-თეორიული აზროვნებისაკენ სწრაფვა, [[რიტორიკა]]-[[გრამატიკა]]-ფილოსოფიისადმი, ე. წ. „გარეშე სიბრძნისადმი“, ღრმა ინტერესი. |
− | ელინოფილიზმის ჩამოთვლილი ნიშნები მეტნაკლებად ძველი ქართული მწერლობის ყველა პერიოდში შეინიშნებოდა, მაგრამ ელინოფილური მიმართულება, როგორც მკვეთრად გამოხატული კულტურული ორიენტაცია, ქართულ მწერლობაში XI ს. მეორე ნახევრიდან იჩენს თავს. ამ მიმდინარეობის ფუძემდებელია ცნობილი სასულიერო მოღვაწე და [[მწიგნობარი]] [[ეფრემ მცირე]]. მის თარგმანებში თუ ორიგინალურ კოლოფომებსა და კომენტარებში ცნებამ და ტერმინმა „ელინური“. „ელინურობა“, რომელსაც ადრექრისტიანულ ლიტერატურაში კულტურულ-თეოლოგიური | + | ელინოფილიზმის ჩამოთვლილი ნიშნები მეტნაკლებად ძველი ქართული მწერლობის ყველა პერიოდში შეინიშნებოდა, მაგრამ ელინოფილური მიმართულება, როგორც მკვეთრად გამოხატული კულტურული ორიენტაცია, ქართულ მწერლობაში XI ს. მეორე ნახევრიდან იჩენს თავს. ამ მიმდინარეობის ფუძემდებელია ცნობილი სასულიერო მოღვაწე და [[მწიგნობარი]] [[ეფრემ მცირე]]. მის თარგმანებში თუ ორიგინალურ კოლოფომებსა და კომენტარებში ცნებამ და ტერმინმა „ელინური“. „ელინურობა“, რომელსაც ადრექრისტიანულ ლიტერატურაში კულტურულ-თეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა მიღებული და „წარმართულს“ აღნიშნავდა (შესაბამისად, XI ს-მდე ქართულ მწერლობაშიც უარყოფითად აღიქმებოდა), მკვეთრად უარყოფითი შინაარსი დაკარგა და მაღალი რიტორიკულ-ფილოსოფიური სტილისა და კარგი განათლების აღმნიშვნელი გახდა. |
− | ეფრემ მცირის თარგმანებში კარგად ჩანს ათონელთა მთარგმნელობითი ტრადიციებიდან ელინოფილურზე თანდათანობით გადასვლის პროცესი. თუკი თავისი მოღვაწეობის დასაწყისში იგი „სიტყუადართვითი“ (მეტ-ნაკლებად თავისუფალი) მთარგმნელობითი მეთოდით და ტერმინთა გადმოტანის თვალსაზრისით ათონელთა მიმდევარი იყო ([[გრიგოლ ღვთისმეტყველი]]ს I9 არალიტურგიკული სიტყვა, [[იოანე დამასკელი]]ს „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა”), მის გვიანდელ თარგმანებში (გრიგოლ | + | ეფრემ მცირის თარგმანებში კარგად ჩანს ათონელთა მთარგმნელობითი ტრადიციებიდან ელინოფილურზე თანდათანობით გადასვლის პროცესი. თუკი თავისი მოღვაწეობის დასაწყისში იგი „სიტყუადართვითი“ (მეტ-ნაკლებად თავისუფალი) მთარგმნელობითი მეთოდით და ტერმინთა გადმოტანის თვალსაზრისით ათონელთა მიმდევარი იყო ([[გრიგოლ ღვთისმეტყველი]]ს I9 არალიტურგიკული სიტყვა, [[იოანე დამასკელი]]ს „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა”), მის გვიანდელ თარგმანებში (გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ლიტურგიკული სიტყვა, არეოპაგიტული კორპუსი) უკვე თავს იჩენს მკვეთრად ჩამოყალიბებული ელინოფილური პოზიცია – დედანთან მაქსიმალური სიახლოვე, საღვთისმეტყველო-ტერმინოლოგიური სიზუსტე. ეფრემ მცირის კოლოფონებში („დიალექტიკისა“ და გრიგოლ ღვთისმეტყველის 16-სიტყვედის შესავლები, ფსალმუნთა და სამოციქულოს განმარტებათა წინასიტყვაობები და ბოლოსიტყვაობები) გამჟღავნებულია [[ბიზანტია]]ში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ღრმა ცოდნა – ასახულია ბიზანტიური რიტორიკის აქტუალური საკითხები, სტილური და პოეტიკური თეორიები, მეცნიერულად ჩამოყალიბებულია მთარგმნელობითი კონცეფცია. ელინოფილურ ორიენტაციას ავლენს ეფრემ მცირე ნუსხებზე მუშაობის დროსაც. კრებულები, რომლებშიც მისი თარგმანებია, თავისი აგებულებითა და ატრიბუტიკით – კოლოფონებით, ლექსიკოლოგიური, გრამატიკულ-რიტორიკული, საღვთისმეტყველო, მითოლოგიური კომენტარებით, მარგინალური, პროსოდიისა და პუნქტუაციის ნიშნებით მკვეთრად გამოხატული ბიზანტიზებული ხელნაწერებია. |
− | ელინოფილური მიმდინარეობის გამგრძელებელია მწიგნობარი და მთარგმნელი [[არსენ იყალთოელი]] (XII ს.). მან განავითარა ეფრემ მცირის მიერ დაწყებული საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ლიტერატურის თარგმნისა და კომენტირების საქმე (კრებული „დოგმატიკონი“). უშუალოდ არსენ იყალთოელი იყო დამფუძნებელი ე. წ. გელათური საღვთისმეტყველო სკოლისა, რომელიც ქართული მწერლობის გვიანელინოფილურ პერიოდს ქმნის (XII-XIII სს). ამ სკოლის წარმომადგენლები არიან [[პეტრე გელათელი]] (იოანე სინელის „კლემაქსი“), [[იოანე ჭიმჭიმელი]] (თეოფილაქტე ბულღარელის მარკოზისა და [[ლუკა მახარებელი|ლუკა]]ს [[სახარება|სახარებები]]ს განმარტებანი), მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა, თეოფილაქტე ბულღარელის [[იოანე მახარებელი|იოანე]]ს სახარების განმარტებათა, ქსიფილინოსის ავტორობით ცნობილი მეტაფრასული საკითხავების, [[გელათის ბიბლია|გელათური ბიბლიის]] (კიმენი და კომენტარები), [[ეკლესიასტე]]ს განმარტებათა, ამონიოს ერმისისა (ჰერმიას) და იოსებ ფლავიუსის თხზულებათა მთარგმნელები და სხვ. ამ მიმდინარეობას აგვირგვინებს [[იოანე პეტრიწი]] ნემესიოს ემესელის „ბუნებისათჳის კაცისა“ და პროკლე დიადოქოსის „კავშირნი | + | ელინოფილური მიმდინარეობის გამგრძელებელია მწიგნობარი და მთარგმნელი [[არსენ იყალთოელი]] (XII ს.). მან განავითარა ეფრემ მცირის მიერ დაწყებული საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ლიტერატურის თარგმნისა და კომენტირების საქმე (კრებული „დოგმატიკონი“). უშუალოდ არსენ იყალთოელი იყო დამფუძნებელი ე. წ. გელათური საღვთისმეტყველო სკოლისა, რომელიც ქართული მწერლობის გვიანელინოფილურ პერიოდს ქმნის (XII-XIII სს). ამ სკოლის წარმომადგენლები არიან [[პეტრე გელათელი]] (იოანე სინელის „კლემაქსი“), [[იოანე ჭიმჭიმელი]] (თეოფილაქტე ბულღარელის მარკოზისა და [[ლუკა მახარებელი|ლუკა]]ს [[სახარება|სახარებები]]ს განმარტებანი), მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა, თეოფილაქტე ბულღარელის [[იოანე მახარებელი|იოანე]]ს სახარების განმარტებათა, ქსიფილინოსის ავტორობით ცნობილი მეტაფრასული საკითხავების, [[გელათის ბიბლია|გელათური ბიბლიის]] (კიმენი და კომენტარები), [[ეკლესიასტე]]ს განმარტებათა, ამონიოს ერმისისა (ჰერმიას) და იოსებ ფლავიუსის თხზულებათა მთარგმნელები და სხვ. ამ მიმდინარეობას აგვირგვინებს [[იოანე პეტრიწი]] ნემესიოს ემესელის „ბუნებისათჳის კაცისა“ და პროკლე დიადოქოსის „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნის“ თარგმანებითა და მათი კომენტარებით. |
− | ელინოფილურმა იდეებმა გამოხმაურება პოვა ქართული ორიგინალურ მწერლობაშიც (მემატიანეები, მეხოტბეები). ამ იდეებმა გარკვეულწილად ნიადაგი მოუმზადეს [[რუსთაველი შოთა|რუსთაველი]]ს | + | ელინოფილურმა იდეებმა გამოხმაურება პოვა ქართული ორიგინალურ მწერლობაშიც (მემატიანეები, მეხოტბეები). ამ იდეებმა გარკვეულწილად ნიადაგი მოუმზადეს [[რუსთაველი შოთა|რუსთაველი]]ს მსოფლმხედველობასაც. |
''ქ. ბეზარაშვილი'' <br /> | ''ქ. ბეზარაშვილი'' <br /> | ||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
* იოანე დამასკელი, დიალექტიკა, მ. რაფავას გამოც., თბ., 1976; | * იოანე დამასკელი, დიალექტიკა, მ. რაფავას გამოც., თბ., 1976; | ||
* ნემესიოს ემესელი, ბუნებისათვს კაცისა, ს. გორგაძის გამოც. თბ. 1914; | * ნემესიოს ემესელი, ბუნებისათვს კაცისა, ს. გორგაძის გამოც. თბ. 1914; | ||
− | * იოანე პეტრიწი, შრომების. | + | * იოანე პეტრიწი, შრომების. ყაუხჩიშვილის და შ. ნუცუბიძის გამოც., ტ. 1, თბ., I940; ტ. 2, თბ., 1937; |
* პეტრე იბერიელი (ფსევდოდიონისე არეოპაგელი), შრომები, ს. ენუქაშვილის გამოც., თბ. 1961; | * პეტრე იბერიელი (ფსევდოდიონისე არეოპაგელი), შრომები, ს. ენუქაშვილის გამოც., თბ. 1961; | ||
* ოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი, ტ. 1-2, თბ., I987-88; | * ოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი, ტ. 1-2, თბ., I987-88; | ||
ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
− | * კეკელიძე კ. ქართული ლიტერატურის | + | * კეკელიძე კ. ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ- 1960; |
− | * | + | * მელიქიშვილი დ. იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბ., 1975; |
* სირაძე რ. ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბ., 1975; | * სირაძე რ. ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბ., 1975; | ||
− | * | + | * ლოლაშვილი ი, არსენ იყალთოელი, თბ. 1978; |
* დანელია ს. ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983; | * დანელია ს. ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983; | ||
− | * ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ | + | * ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ მწერლობაში, ნ. კეჭაყმაძის და მ. რაფავას გამოც,., თბ., I983; |
− | * | + | * სარჯველაძე ზ.ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბ. 1984; |
− | * თვალთვაძე დ. ეფრემ მცირის ერთი უცნობი ანდერძი, თბ., 1988 ( | + | * თვალთვაძე დ. ეფრემ მცირის ერთი უცნობი ანდერძი, თბ., 1988 („ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, 27); |
* ფსევდონონეს მითოლოგიურ კომენტართა ქართული თარგმანები, თ. ოთხმეზურისა და ალ. გამყრელიძის გამოც., თბ., 1989; | * ფსევდონონეს მითოლოგიურ კომენტართა ქართული თარგმანები, თ. ოთხმეზურისა და ალ. გამყრელიძის გამოც., თბ., 1989; | ||
− | * | + | * ბეზარაშვილი ქ. ეფრემ მცირე, ელინოფილიზმი და ბერძნულ-ქართული ლექსთწყობის საკითხები. – „ფილოლოგიური ძიებანი“, II, თბ., I995: |
− | * მისივე, ბაძვის ტრადიციული კლასიკური ცნება ბიზანტიური რიტორიკის თეორიაში და ეფრემ მცირესთან. – | + | * მისივე, ბაძვის ტრადიციული კლასიკური ცნება ბიზანტიური რიტორიკის თეორიაში და ეფრემ მცირესთან. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1997, № 1-4; |
* სიტყუანი ფსალმუნთანი შემოკლებით გამოკრებულნი მრავალთა წიგნთაგან, ნ. დობორჯგინიძის გამოც., ტ. I-2, თბ., 1995–96; | * სიტყუანი ფსალმუნთანი შემოკლებით გამოკრებულნი მრავალთა წიგნთაგან, ნ. დობორჯგინიძის გამოც., ტ. I-2, თბ., 1995–96; | ||
* ჭელიძე ე. ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ., I996; | * ჭელიძე ე. ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ., I996; | ||
* ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“, ა. ჩანტლაძის გამოც. თბ. 1997; | * ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“, ა. ჩანტლაძის გამოც. თბ. 1997; | ||
− | * | + | * მგალობლიშვილი თ, ხოფერია ლ. ჩანტლაძე ა. „მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები. – «ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული», თბ., 1997. |
==წყარო== | ==წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 16:54, 14 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ელინოფილიზმი − ბიზანტიური საეკლესიო კულტურის განფენა სხვადასხვა ქრისტიანი ერების (სირიელთა, სომეხთა, ქართველთა, სლავთა…) ზოგადკულტურულ ტრადიციაში. ეს ტენდენცია გამოვლინდა ხელოვნების თითქმის ყველა დარგში – საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში, მხატვრობაში, ხატწერაში მუსიკასა და განსაკუთრებით ლიტერატურაში – როგორც ნათარგმნში, ისე ორიგინალურში.
ენობრივ-ლიტერატურული ასპექტით ელინოფილიზმი გულისხმობს ბიზანტიური მწერლობის გავლენას არა მარტო შინაარსობრივი (თეოლოგიურ-ფილოსოფიური), არამედ ფორმობრივი (ენობრივ-სტილისტიკური და ტერმინოლოგიური) თვალსაზრისითაც. ელინოფილური მთარგმნელობითი მეთოდის მიზანია დედანთან მაქსიმალური ეკვივალენტურობის მიღწევა, რაც გულისხმობს თარგმანში დედნის ყველა დეტალის, აზრობრივი ნიუანსისა თუ ენობრივ-სტილისტიკური თავისებურების ასახვას. აქედან გამომდინარე, ელინოფილური თარგმანისათვის დამახასიათებელია ლექსიკური და სინტაქსური კალკების სიმრავლე, ახალი სამეცნიერო ენის შექმნის მკვეთრად გამოხატული ტენდენცია. ამგვარი ზედმიწევნითი მთარგმნელობითი მეთოდი ზოგჯერ თარგმანის ენის ხელოვნურობას იწვევდა, მაგრამ ამავე ტენდენციამ ხელი შეუწყო ქართული ენის მდიდარი და მრავალფეროვანი გამომხატველობითი საშუალებების ახლებურ ამოქმედებას.
ელინოფილიზმი როგორც კულტურული ორიენტაცია, ვლინდება ბიზანტიური კულტურის ცალკეული ეპოქისათვის დამახასიათებელი იდეებისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და მათი ათვისებით არაბერძენ მოღვაწეთა მიერ. ეს არის კლასიკური და საეკლესიო ტექსტების კრიტიკული კვლევა, კომენტატორული მოღვაწეობა, ლიტერატურულ-თეორიული აზროვნებისაკენ სწრაფვა, რიტორიკა-გრამატიკა-ფილოსოფიისადმი, ე. წ. „გარეშე სიბრძნისადმი“, ღრმა ინტერესი.
ელინოფილიზმის ჩამოთვლილი ნიშნები მეტნაკლებად ძველი ქართული მწერლობის ყველა პერიოდში შეინიშნებოდა, მაგრამ ელინოფილური მიმართულება, როგორც მკვეთრად გამოხატული კულტურული ორიენტაცია, ქართულ მწერლობაში XI ს. მეორე ნახევრიდან იჩენს თავს. ამ მიმდინარეობის ფუძემდებელია ცნობილი სასულიერო მოღვაწე და მწიგნობარი ეფრემ მცირე. მის თარგმანებში თუ ორიგინალურ კოლოფომებსა და კომენტარებში ცნებამ და ტერმინმა „ელინური“. „ელინურობა“, რომელსაც ადრექრისტიანულ ლიტერატურაში კულტურულ-თეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა მიღებული და „წარმართულს“ აღნიშნავდა (შესაბამისად, XI ს-მდე ქართულ მწერლობაშიც უარყოფითად აღიქმებოდა), მკვეთრად უარყოფითი შინაარსი დაკარგა და მაღალი რიტორიკულ-ფილოსოფიური სტილისა და კარგი განათლების აღმნიშვნელი გახდა.
ეფრემ მცირის თარგმანებში კარგად ჩანს ათონელთა მთარგმნელობითი ტრადიციებიდან ელინოფილურზე თანდათანობით გადასვლის პროცესი. თუკი თავისი მოღვაწეობის დასაწყისში იგი „სიტყუადართვითი“ (მეტ-ნაკლებად თავისუფალი) მთარგმნელობითი მეთოდით და ტერმინთა გადმოტანის თვალსაზრისით ათონელთა მიმდევარი იყო (გრიგოლ ღვთისმეტყველის I9 არალიტურგიკული სიტყვა, იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა”), მის გვიანდელ თარგმანებში (გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ლიტურგიკული სიტყვა, არეოპაგიტული კორპუსი) უკვე თავს იჩენს მკვეთრად ჩამოყალიბებული ელინოფილური პოზიცია – დედანთან მაქსიმალური სიახლოვე, საღვთისმეტყველო-ტერმინოლოგიური სიზუსტე. ეფრემ მცირის კოლოფონებში („დიალექტიკისა“ და გრიგოლ ღვთისმეტყველის 16-სიტყვედის შესავლები, ფსალმუნთა და სამოციქულოს განმარტებათა წინასიტყვაობები და ბოლოსიტყვაობები) გამჟღავნებულია ბიზანტიაში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ღრმა ცოდნა – ასახულია ბიზანტიური რიტორიკის აქტუალური საკითხები, სტილური და პოეტიკური თეორიები, მეცნიერულად ჩამოყალიბებულია მთარგმნელობითი კონცეფცია. ელინოფილურ ორიენტაციას ავლენს ეფრემ მცირე ნუსხებზე მუშაობის დროსაც. კრებულები, რომლებშიც მისი თარგმანებია, თავისი აგებულებითა და ატრიბუტიკით – კოლოფონებით, ლექსიკოლოგიური, გრამატიკულ-რიტორიკული, საღვთისმეტყველო, მითოლოგიური კომენტარებით, მარგინალური, პროსოდიისა და პუნქტუაციის ნიშნებით მკვეთრად გამოხატული ბიზანტიზებული ხელნაწერებია.
ელინოფილური მიმდინარეობის გამგრძელებელია მწიგნობარი და მთარგმნელი არსენ იყალთოელი (XII ს.). მან განავითარა ეფრემ მცირის მიერ დაწყებული საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ლიტერატურის თარგმნისა და კომენტირების საქმე (კრებული „დოგმატიკონი“). უშუალოდ არსენ იყალთოელი იყო დამფუძნებელი ე. წ. გელათური საღვთისმეტყველო სკოლისა, რომელიც ქართული მწერლობის გვიანელინოფილურ პერიოდს ქმნის (XII-XIII სს). ამ სკოლის წარმომადგენლები არიან პეტრე გელათელი (იოანე სინელის „კლემაქსი“), იოანე ჭიმჭიმელი (თეოფილაქტე ბულღარელის მარკოზისა და ლუკას სახარებების განმარტებანი), მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა, თეოფილაქტე ბულღარელის იოანეს სახარების განმარტებათა, ქსიფილინოსის ავტორობით ცნობილი მეტაფრასული საკითხავების, გელათური ბიბლიის (კიმენი და კომენტარები), ეკლესიასტეს განმარტებათა, ამონიოს ერმისისა (ჰერმიას) და იოსებ ფლავიუსის თხზულებათა მთარგმნელები და სხვ. ამ მიმდინარეობას აგვირგვინებს იოანე პეტრიწი ნემესიოს ემესელის „ბუნებისათჳის კაცისა“ და პროკლე დიადოქოსის „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნის“ თარგმანებითა და მათი კომენტარებით.
ელინოფილურმა იდეებმა გამოხმაურება პოვა ქართული ორიგინალურ მწერლობაშიც (მემატიანეები, მეხოტბეები). ამ იდეებმა გარკვეულწილად ნიადაგი მოუმზადეს რუსთაველის მსოფლმხედველობასაც.
ქ. ბეზარაშვილი
თ. ოთხმეზური
[რედაქტირება] წყაროები
- იოანე დამასკელი, დიალექტიკა, მ. რაფავას გამოც., თბ., 1976;
- ნემესიოს ემესელი, ბუნებისათვს კაცისა, ს. გორგაძის გამოც. თბ. 1914;
- იოანე პეტრიწი, შრომების. ყაუხჩიშვილის და შ. ნუცუბიძის გამოც., ტ. 1, თბ., I940; ტ. 2, თბ., 1937;
- პეტრე იბერიელი (ფსევდოდიონისე არეოპაგელი), შრომები, ს. ენუქაშვილის გამოც., თბ. 1961;
- ოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი, ტ. 1-2, თბ., I987-88;
- შანიძე მ., შესავალი ეფრემ მცირის ფსალმუნთა თარგმანებისა, თბ., 1968 («იველი ქართული
- ენის კათედრის შრომები», II), მისივე, სიტყუაი ართრონთათუს – ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი,
- თბ. 1990.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კეკელიძე კ. ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ- 1960;
- მელიქიშვილი დ. იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბ., 1975;
- სირაძე რ. ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბ., 1975;
- ლოლაშვილი ი, არსენ იყალთოელი, თბ. 1978;
- დანელია ს. ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983;
- ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ მწერლობაში, ნ. კეჭაყმაძის და მ. რაფავას გამოც,., თბ., I983;
- სარჯველაძე ზ.ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბ. 1984;
- თვალთვაძე დ. ეფრემ მცირის ერთი უცნობი ანდერძი, თბ., 1988 („ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, 27);
- ფსევდონონეს მითოლოგიურ კომენტართა ქართული თარგმანები, თ. ოთხმეზურისა და ალ. გამყრელიძის გამოც., თბ., 1989;
- ბეზარაშვილი ქ. ეფრემ მცირე, ელინოფილიზმი და ბერძნულ-ქართული ლექსთწყობის საკითხები. – „ფილოლოგიური ძიებანი“, II, თბ., I995:
- მისივე, ბაძვის ტრადიციული კლასიკური ცნება ბიზანტიური რიტორიკის თეორიაში და ეფრემ მცირესთან. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1997, № 1-4;
- სიტყუანი ფსალმუნთანი შემოკლებით გამოკრებულნი მრავალთა წიგნთაგან, ნ. დობორჯგინიძის გამოც., ტ. I-2, თბ., 1995–96;
- ჭელიძე ე. ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ., I996;
- ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“, ა. ჩანტლაძის გამოც. თბ. 1997;
- მგალობლიშვილი თ, ხოფერია ლ. ჩანტლაძე ა. „მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები. – «ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული», თბ., 1997.