ორიგინალი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
კარსონმა შეადგინა და გამოაქვეყნა ორიგინალებისა და გამოსახულებების ცხრილი (1926). სახელწოდება original და image აგრეთვე ,==‘ ნიშანი შემოიღო ვან დერ პოლმა თავის სტატიებში (1929-1932). ეს ტერმინები არც თუ მალე იქნა მიღებული: 30 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ იყენებდნენ ლაპლასის ტერმინებს, აგრეთვე Objektfunktion, Resultatfunktion და Oberfunktion, Unterfunktion, ასევე ტერმინებს – „ტრანსფორმანტა“, „საწყისი ფუნქცია“ და მრავალ სხვას.
 
რუსულ ლიტერატურაში ტერმინი „გამოსახულება“ და ნიშანი ,==‘ პირველად გამოჩნდა ხარკოველი მათემატიკოსების ა. ეფროსის და ა. დანილევსკის წიგნში „ოპერაციული აღრიცხვა და კონტურული ინტეგრალი“ (1937), ხოლო ტერმინი „ორიგინალი“ გამოიყენეს მხოლოდ 1935 წელს.
+
რუსულ ლიტერატურაში ტერმინი „გამოსახულება“ და ნიშანი ,==‘ პირველად გამოჩნდა ხარკოველი მათემატიკოსების ა. ეფროსის და ა. დანილევსკის წიგნში „ოპერაციული აღრიცხვა და [[კონტური|კონტურული]] [[ინტეგრალი]]“ (1937), ხოლო ტერმინი „ორიგინალი“ გამოიყენეს მხოლოდ 1935 წელს.
  
მიმდინარე ცვლილება 20:34, 16 თებერვალი 2024 მდგომარეობით

ორიგინალი (ლათ. originalis – თავდაპირველი) – მათემატიკური ობიექტი, რომელიც განიცდის გარდაქმნას.

ოპერაციული აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს იდეა: მოცემული ფუნქცია – „ორიგინალი“ შეიცვალოს რომელიმე სხვა ფუნქციით – „გამოსახულებით“, რომელიც მიიღება პირველიდან გარკვეული წესებით. ასეთი შეცვლა საშუალებას იძლევა ზოგიერთ შემთხვევაში მარტივი და ეკონომიური წესების გამოყენებით ამოიხსნას რთული მათემატიკური ამოცანები.

ლაპლასის მემუარებში (1782 - 1812) თანამედროვე „ორიგინალს“ და „გამოსახულებას“ ჰქვია fonction determinants და fonction generatrice – „განმსაზღვრელი ფუნქცია“ და „მწარმოებელი ფუნქცია“. ეს სახელწოდებები მართალია არასახარბიელოდ იყო მიჩნეული, მაგრამ XX ს-მდე შემორჩა. ჰევისაიდი იყენებდა სახელწოდებას „საოპერატორო ფუნქცია“ (1892 - 1893). ოპერატორს იგი აღნიშნავდა p ასოთი, რომელიც კვლავ გამოიყენება თანამედროვე აღრიცხვაში.

კარსონმა შეადგინა და გამოაქვეყნა ორიგინალებისა და გამოსახულებების ცხრილი (1926). სახელწოდება original და image აგრეთვე ,==‘ ნიშანი შემოიღო ვან დერ პოლმა თავის სტატიებში (1929-1932). ეს ტერმინები არც თუ მალე იქნა მიღებული: 30 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ იყენებდნენ ლაპლასის ტერმინებს, აგრეთვე Objektfunktion, Resultatfunktion და Oberfunktion, Unterfunktion, ასევე ტერმინებს – „ტრანსფორმანტა“, „საწყისი ფუნქცია“ და მრავალ სხვას.

რუსულ ლიტერატურაში ტერმინი „გამოსახულება“ და ნიშანი ,==‘ პირველად გამოჩნდა ხარკოველი მათემატიკოსების ა. ეფროსის და ა. დანილევსკის წიგნში „ოპერაციული აღრიცხვა და კონტურული ინტეგრალი“ (1937), ხოლო ტერმინი „ორიგინალი“ გამოიყენეს მხოლოდ 1935 წელს.

[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები