პროსოდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პროსოდია''' – (ბერძ. prosōdia მახვილი), თანამედროვე მუსიკისმცოდნეობაში – [[მელოდია|მელოდიის]] და სიტყვიერი ტექსტის შეფარდება: სიტყვიერი აქცენტის გამოყოფა მუსიკალური საშუალებებით.  
+
'''პროსოდია''' – (ბერძ. prosōdia, მახვილი სამღერი), ფონეტიკურ მახასიათებელთა (სიმაღლე, სიძლიერე, გრძლივობა) სისტემა, რაც ვლინდება [[მეტყველება|მეტყველების]] ყველა დონეზე ([[მარცვალი (გრამატიკა)|მარცვალი]], [[სიტყვა]], სიტყვათა შეწყობა, [[ფრაზა]], ტექსტი). საზოგადოდ გამოყოფენ პროსოდიის შემდეგ კომპონენტებს: [[ინტონაცია]]ს, მახვილს, გრძლივობას, [[ტემბრი|ტემბრს]], რიტმს, [[პაუზა (ლექსიკა)|პაუზა]]ს. ამ შემთხვევაში პროსოდია სინონიმია ტერმინისა „[[მელოდიკა]]“, ორივე იხმარება [[ენა (მეტყველება)|ენის]] სუპრასეგმენტური ფუნქციონალური სისტემის აღსანიშნავად, თუმცა შეიმჩნევა პროსოდიისა და მელოდიკის გამიჯვნის ტენდენციაც: ტერმინ „მელოდიკას“ უკავშირებენ ფრაზას, პროსოდიას კი – ყველა სამეტყველო სეგმენტს მარცვლიდან ტექსტამდე.
  
 +
70-იანი წლებიდან პროსოდიის პარალელურად ფართოდ იყენებენ ტერმინს პროსოდიკა, რაც განაპირობა ტექსტის შესწავლისადმი ინტერესის ზრდამ. ეს ტერმინები ზოგ შემთხვევაში იხმარება იდენტური მნიშვნელობით, ზოგჯერ კი – განსხვავებულით: პროსოდიკა გამოყენებულია მარცვალთან მიმართებით, ხოლო პროსოდია უკავშირდება ყველა სეგმენტურ ერთეულს ([[მარცვალი (გრამატიკა)|მარცვალს]], სიტყვას, [[სინტაგმა]]ს, ფრაზას, [[ტექსტი|ტექსტს]]).
 +
 +
ლექსთმცოდნეობაში პროსოდია აღნიშნავს [[ფონეტიკა|ფონეტიკურ]] საშუალებათა სისტემას, რომელიც ახასიათებს მარცვალს.
 +
 +
ისტორიულად პროსოდია უკავშირდება ლექსთწყობის შესწავლას. ამ ტერმინითო აღინიშნებოდა [[ანტიკური]] [[გრამატიკა|გრამატიკის]] ის მონაკვეთი, რომელიც სწავლობდა ვერსიფიკაციის კანონებს.
 +
 +
''ი. თევდორაძე''
  
  
ხაზი 6: ხაზი 13:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
+
[[კატეგორია:მეტყველება]]
 +
[[კატეგორია:ფონეტიკა]]

მიმდინარე ცვლილება 13:02, 1 მარტი 2024 მდგომარეობით

პროსოდია – (ბერძ. prosōdia, მახვილი სამღერი), ფონეტიკურ მახასიათებელთა (სიმაღლე, სიძლიერე, გრძლივობა) სისტემა, რაც ვლინდება მეტყველების ყველა დონეზე (მარცვალი, სიტყვა, სიტყვათა შეწყობა, ფრაზა, ტექსტი). საზოგადოდ გამოყოფენ პროსოდიის შემდეგ კომპონენტებს: ინტონაციას, მახვილს, გრძლივობას, ტემბრს, რიტმს, პაუზას. ამ შემთხვევაში პროსოდია სინონიმია ტერმინისა „მელოდიკა“, ორივე იხმარება ენის სუპრასეგმენტური ფუნქციონალური სისტემის აღსანიშნავად, თუმცა შეიმჩნევა პროსოდიისა და მელოდიკის გამიჯვნის ტენდენციაც: ტერმინ „მელოდიკას“ უკავშირებენ ფრაზას, პროსოდიას კი – ყველა სამეტყველო სეგმენტს მარცვლიდან ტექსტამდე.

70-იანი წლებიდან პროსოდიის პარალელურად ფართოდ იყენებენ ტერმინს პროსოდიკა, რაც განაპირობა ტექსტის შესწავლისადმი ინტერესის ზრდამ. ეს ტერმინები ზოგ შემთხვევაში იხმარება იდენტური მნიშვნელობით, ზოგჯერ კი – განსხვავებულით: პროსოდიკა გამოყენებულია მარცვალთან მიმართებით, ხოლო პროსოდია უკავშირდება ყველა სეგმენტურ ერთეულს (მარცვალს, სიტყვას, სინტაგმას, ფრაზას, ტექსტს).

ლექსთმცოდნეობაში პროსოდია აღნიშნავს ფონეტიკურ საშუალებათა სისტემას, რომელიც ახასიათებს მარცვალს.

ისტორიულად პროსოდია უკავშირდება ლექსთწყობის შესწავლას. ამ ტერმინითო აღინიშნებოდა ანტიკური გრამატიკის ის მონაკვეთი, რომელიც სწავლობდა ვერსიფიკაციის კანონებს.

ი. თევდორაძე



[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები