გრემის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 12 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Gremi 1.JPG|thumb|გრემი, პანორამული ხედი]]
 
[[ფაილი:Gremi 1.JPG|thumb|გრემი, პანორამული ხედი]]
'''გრემი''' (ინგლ. Gremi),  XV-XVI საუკუნეების ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] შესანიშნავი ძეგლი, ნაქალაქარი და გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი. მდებარეობს კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, . ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარე სოფელ გრემთან, გზატკეცილის პირას, მაღალ გორაკზე. კომპლექსში შემავალი [[ნაგებობა|ნაგებობებია]]: 1. მთავარანგელოზთა კომპლექსი: მთავარანგელოზთა ეკლესია, სამსართულიანი სასახლე-სამრეკლო, კოშკებიანი გალავანი, ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდ. ინწობისაკენ, სამეურნეო ნაგებობანი; 2. სამეფო რეზიდენცია: სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა [[კოშკი]], [[აბანო]] და სხვ.; 3. სავაჭრო უბანი: დახურული [[ბაზარი]] (ქულბაქები), სასტუმრო ([[ქარვასლა]]), აბანო.
+
'''გრემი''' (ინგლ. Gremi),  (XVI ს. შუა ხანები), მდებარეობს ნაქალაქარის (ყვარლის მუნიციპალიტეტი, ნეკრესის ეპარქია) ტერიტორიაზე, მდ. ინწობას ხეობის მარჯვენა ნაპირზე ხელოვნურად გადაჭრილ კლდოვან ქედზე (ყვარლიდან 16 კმ) და გარშემორტყმულია [[გალავანი|გალავნით]], რომელშიც ჩაშენებულია საფორტიფიკაციო [[კოშკი|კოშკები]]. ეკლესია ნაწილია ანსამბლისა, რომელშიც შედის სასახლე სამრეკლოთი და სამეურნეო ნაგებობები..
  
გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიან ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. 1500-1000 წწ.) გაჩნდა, თუმცა ქალაქი გრემი [[კახეთი]]ს სამეფოს ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდშია (XV–XVII ს.) შექმნილი, როდესაც ერთიანი [[საქართველო]]დან ახლად გამოყოფილი კახეთის პირველმა მეფემ – გიორგიმ (1466-1476 წწ.) გრემი თავისი სამეფოს დედაქალაქად აქცია. იგი მთელი ორი საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილმოწყობილი, ხალხმრავალი ქალაქი იყო არა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებითაც (გადმოცემით აქ გრემის აკადემიაც ფუნქციონირებდა). XVII საუკუნის დასაწყისში [[ირანი]]ს მმართველის [[შაჰ-აბას I|შაჰ-აბას]]ის მრავალგზისმა შემოსევებმა ქართლ-კახეთი წელში გატეხა, აყვავებული მხარე თითქმის უდაბურად აქცია, მათ შორის გრემიც. 50 ჰექტარზე გაშლილი ქალაქი ისე განადგურდა, რომ მისი აღდგენა აღარც უცდიათ. შემდეგში, კახეთის დედაქალაქი თელავში გადაიტანეს, შესაბამისად, გრემმაც დაკარგა ძველი დიდება.
+
[[კახეთი]] ამ დროს საკმაოდ დაწინაურებული იყო. ასტრახანის „აბრეშუმის გზის“ სიახლოვემ ხელი შეუწყო [[ვაჭრობა|ვაჭრობის]] განვითარებას. გასაყიდად გადიოდა ღვინო, [[აბრეშუმი]], ოქროქსოვილი, ცხენები, ცხვარი, საღებავი მცენარეები და სხვ.
  
ქართული ქალაქების ესთეტიკური შთაბეჭდილება მხოლოდ ბუნებას და ცხოველხატულებას არ შეიძლება მიეწეროს. მართალია, ისინი დაპროექტებული არასდროს იყო, მაგრამ ცალკეული ხუროთმოძღვრული აქცენტების განლაგებას პრაქტიკულის გარდა გარკვეული ესთეტიკური მოსაზრებაც ედო საფუძვლად. ასეთი გააზრებული იყო, მთელი ქალაქის ასპექტში, მთავარანგელოზთა ეკლესიისა და მეფის საცხოვრებელი კოშკის განთავსებაც გრემის ციტადელში. აქ მფლობელის საცხოვრებლის გარდა, აუცილებელ ელემენტს ეკლესია წარმოადგენს.
+
პოლიტიკურ და ეკონომიური გამოცოცხლებას მოჰყვა კულტურული აღმავლობა. ლევან კახთა მეფის (1518-1574) მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური აღმშენებლობითი და სარესტავრაციო სამუშაოები. ბევრი ეკლესია, როგორც ადრინდელი, ისე ახლად აშენებული – მოიხატა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. თელავიდან გრემში გადაიტანეს დედაქალაქი (1466), სადაც აშენდა მრავალი [[ნაგებობა]], მათ შორის – სასახლე ბაღებით, [[შადრევანი|შადრევნებით]], [[აბანო|აბანოებითა]] და დიდი თუ მცირე ეკლესიებით. შეიქმნა წყალსადენის სისტემა.  
  
==== მთავარანგელოზთა ტაძარი ====
+
გრემი ამ დროისთვის იყო დიდი ქალაქი, რომელიც შედგებოდა ოთხი უბნისგან: სავაჭრო უბანი, მთავარანგელოზთა ეკლესიის უბანი, სამეფო უბანი და კომპლექსი „სამება“.
 +
 
 +
მაღალ გორაკზე აღმართული მთავარანგელოზთა ეკლესია და მჭიდროდ განთავსებული კოშკისებური აგებულების უფრო ადრეული სამეფო სასახლე მესამე სართულზე დაშენებული [[სამრეკლო]]თი, გალავნით გამაგრებულ [[ციტადელი|ციტადელს]] წარმოადგენდა დაბლობზე გაშენებული ქალაქისთვის.
 +
 
 +
==== გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია ====
 
[[ფაილი:Gremi 3.JPG|thumb|მთავარანგელოზთა ტაძარი]]
 
[[ფაილი:Gremi 3.JPG|thumb|მთავარანგელოზთა ტაძარი]]
გრემის კომპლექსის მთავარი ნაგებობის – მთავარანგელოზთა ტაძარში შემორჩენილი ფრესკებისა და წარწერების მიხედვით შეიძლება დასკვნის დაკეთება, რომ ეკლესია აიგო კახეთის მეფის ლევანის მმართველობის პერიოდში 1565 წელს. თესალონიკელი ბერძენი „იერომონაქის და პროტოსვინგელოზის“ საბას წინამძღვრობის დროს. ამის შესახებ გვამცნობს ტაძრის შიგნით, დასავლეთ კედელზე არსებული ბერძნული ფრესკული წარწერა (თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ აქ მიქელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესია მანამდეც იყო და მის ნაცვლად ახალი ააგეს). ის ფაქტი, რომ ნაგებობა მფლობელის საცხოვრებლის გვერდით, [[ციტადელი|ციტადელის]] ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დგას და ანსამბლის დომინანტს წარმოადგენს მოწმობს, რომ მეფე მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, მთავარანგელოზთა ეკლესია ლევანს თავის საძვალედ უნდოდა. მისი საფლავი ტაძრის შიგნით სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია, წარწერის გარეშე. ამ ადგილას იატაკის დონეც ოდნავ ამაღლებულია. დასავლეთ კედელზევეა მისი ფრესკული [[პორტრეტი]] ასომთავრული წარწერით „მეფე ლეონ აღმაშენებელი“. აქ ლევანი მარტოა გამოსახული თავზე შარავანდედით და ხელში ეკლესიის მოდელით.
+
ლევან კახთა მეფის განგებით, თვალსაჩინო ადგილას, სასახლის გვერდით აიგო მთავარანგელოზთა ეკლესია, სადაც მოგვიანებით მეფე დაიკრძალა – ეკლესიის [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერში]], დასავლეთ შესასვლელის თავზე არსებული ბერძნული ფრესკული წარწერა იხსენიებს წინამძღვარ საბას და მხატვარს, თესალონიკელ მღვდელ-მონაზონს და პროტოსინკელოსს ზაქარიას, იქვე მითითებული თარიღი – 1565 – ტაძრის მშენებლობის დასრულების წლადაა მიჩნეული.
 +
 
 +
ეკლესია (15,6 X 12,45 მ.) [[ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა|ჯვარგუმბათოვან ნაგებობათა]] ტიპს მიეკუთვნება. ნაშენია [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]. ჩრდილო და სამხრეთ [[ფასადი]]ს ზოგ ადგილას ჩართულია [[რიყის ქვა]].  
 
[[ფაილი:Tadzris gegma.JPG|thumb|მარცხნივ|მთავარანგელოზთა ტაძარის გეგმა]]
 
[[ფაილი:Tadzris gegma.JPG|thumb|მარცხნივ|მთავარანგელოზთა ტაძარის გეგმა]]
მთავარანგელოზთა [[ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა|ჯვარგუმბათოვანი ტაძრის]] გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიგა გადაწყვეტა საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურგუმბათოვანი ძეგლისთვის, მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით. ტაძარი ნაგებია ე.წ. [[ქართული აგური|ქართული კვადრატული აგური]]თ კირის ხსნარზე, გამოყენებულია რიყის ქვებიც. ეკლესიას შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სამხრეთის მხარეს. [[გუმბათი]] აღმოსავლეთით ეყრდნობა [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] კედლის კუთხეებს, დასავლეთით კი თავისუფლ-ად მდგარ ორ ცილინდრულ სვეტს. საკურთხევლის ბემიან აფსიდს აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრალური ადგილი უკავია, რომლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნოა მოწყობილი. ისინი კარით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ ნაწილს. [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერში]] გარდა სარკმლებისა, ყველგან გამოყენებულია შეისრული [[თაღი]]. ინტერიერის დამახასიათებელი ელემენტებიდან აღსანიშნავია გუმბათქვეშა საყრდენის გადაწყვეტა. საკურთხევლის კუთხეები მცირედ [[შვერილი|შვერილ]] [[პილასტრი|პილასტრებზე]] გადასული თაღებითაა დამუშავებული. ანალოგიურია დასავლეთის საყრდენის ზედა ნაწილები, ხოლო ქვემოთ ცილინდრული [[სვეტი|სვეტებია]] მართკუთხა ბაზისებითა და ზევით [[კაპიტელი]]ს გარეშე. ტაძარში სასიამოვნო განათებაა. აქ არც ერთ მონაკვეთში არ ჭირს ფრესკული მხატვრობის სრული [[აღქმა]], რაც საკმაო რაოდენობის [[სარკმელი|სარკმელების]] კარგად განლაგების შედეგია. ინტერიერი მთლიანად [[ფრესკა|ფრესკებითაა]] დაფარული. აქ გამოსახულია 12 საუფლო დღესასწაულის სცენები, [[ქრისტე]]ს ვნებათა ციკლი, წინასწარმეტყველთა, მახარებელთა, წმინდანთა და წმინდა მეომართა, წამებულთა, წმინდა დედათა ფიგურები და სხვ. სამწუხაროდ, მოხატულობის ქვედა ნაწილები XVII საუკუნეში ძალიან მუქი ფერებით „განუახლებიათ“ ჩამოსულ რუს მხატვრებს. ნაგებობა [[კრამიტი]]თაა დახურული. გათხრების დროს აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი მოჭიქული კრამიტის მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე ეკლესია ასეთი კრამიტით ყოფილიყო დაფარული. ტაძრის იატაკი მოფენილია ყავისფერი ექვსკუთხა ფორმის [[შორენკეცი]]თ.  
+
ნაგებობა გეგმითა და ფასადების მხატვრული დამუშავებით კახეთის თანადროული ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ნიშნებითაა აღბეჭდილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული [[აფსიდი|აბსიდი]]ა: ღრმა [[ბემა]] აფსიდისგან [[პილასტრი|პილასტრებითა]] და მათზე დაყრდნობილი [[თაღი|თაღითაა]] გამოყოფილი. საკურთხევლის გვერდებზე განლაგებულია [[სამკვეთლო]] და [[სადიაკვნე]]. ორივე სათავსი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდითაა დასრულებული და და ეკლესიის ძირითად სივრცეს დასავლეთ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება. [[გუმბათი]] [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] კუთხეებსა და ორ მრგვალ ბურჯს ემყარება. ეკლესია მრავალრიცხოვანი სარკმლებით ნათდება. მათგან საკურთხეველსა და პასტოფორიუმებში – თითო, გუმბათში – რვა, ხოლო სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში წყვილ-წყვილი სარკმლის [[ღიობი]]ა. შესასვლელი სამია: დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერძზეა გაჭრილი. სამივე შესასვლელი ამ მკლავების შუა მონაკვეთშია განლაგებული. ეკლესიის შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია, გუმბათის საყრდენი ოთხივე თაღი და [[კამარა|კამარები]] შეისრული. დასავლეთ მკლავში ერთი [[საბჯენი თაღი]]ა პილასტრებისა და [[კონსოლი (არქიტექტურა)|კონსოლების]] გარეშე. გუმბათქვეშა კვადრატიდან [[გუმბათის ყელი]]ს წრიულ საფუძველზე გადასვლა [[აფრა (არქიტექტურა)|აფრების]] მეშვეობით ხორციელდება. გალავანით შემოზღუდული ტერიტორიის სიმცირის გამო ეკლესიას გარშემოსასვლელები ან [[მინაშენი|მინაშენები]] არ აქვს. ის მჭიდროდ ეკვრის ადრევე არსებულ კოშკს და სამხრეთ-დასავლეთის კუთხე ჩამოკვეთილი აქვს.
 
[[ფაილი:Gremi 5.JPG|thumb|გუმბათის ყელი]]
 
[[ფაილი:Gremi 5.JPG|thumb|გუმბათის ყელი]]
[[ფასადი|ფასადებიდან]] გამოირჩევა აღმოსავლეთის ფასადი, რომლის ერთ ღერძზე ორი ჯვარია გამოსახული (ჯვრის რელიეფი ოთხივე ფასადზეა გამოყენებული). გრემის ტაძრის რვასარკმლიანი [[გუმბათის ყელი]] პროპორციულად ძალიან კარგადაა შერწყმული ქვედა ტანთან. ხუროთმოძღვარმა არა მარტო ნაგებობის ნაწილები შეუხამა ერთმანეთს, არამედ მთელი შენობა შეუფარდა მთის რელიეფს და მის გვირგვინად აქცია. გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ბრწყინვალედაა ჩაწერილი [[ლანდშაფტი|ლანდშაფტში]] და მნახველში ჰაეროვან, ამაღლებულ განწყობილებას ჰქმნის.
+
ეკლესიის ფასადების გაფორმება იმ დროის აგურის არქიტექტურაში გავრცელებული ხერხით – სხვადასხვა მოხაზულობის სიბრტყეთა ჩაღრმავებით არის მიღწეული, რაც შუქ-ჩრდილის რბილ ნიუანსებს იძლევა.
 +
 
 +
ნაგებობის ფასადებზე, წყობით მონიშნულ სწორკუთხა არეებში, შეისრულთაღოვანი [[ნიშა (არქიტექტურა)|ნიშებია]] გამოყვანილი, რომელთაც შეკიდული დეკორატიული თაღების მწკრივები ამკობს. ზედა ნაწილებში ჩასმულია დიდი ზომის შეღრმავებული გოლგოთის ჯვრები. გუმბათის ყელი სწორკუთხა სიბრტყეებით, შეისრული ფორმებით და აგურის ხერხულა წყობის [[ფრიზი|ფრიზებითაა]] გაფორმებული.
 +
 
 +
[[კრამიტი]]თ გადახურული ეკლესიის პროპორციულად აზიდულ ხუროთმოძღვრულ ნაწილს აღნიშნული დეკორატიული ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის. მთაზე წამომართული ნაგებობისა და მასთან შეზრდილი კოშკისებური სილუეტის – სასახლე-სამრეკლოს ხუროთმოძღვრულ დეტალთა მწყობრი ზესწრაფვა განუმეორებელ სანახაობას ქმნის.
 +
 
 +
====მოხატულობა====
 +
ეკლესიის ინტერიერი ერთიანად არის მოხატული.
 +
 
 +
გუმბათის თაღში არაფერია შემორჩენილი. გუმბათის ყელზე სარკმელთა შორის არეებზე, წინასწარმეტყველთა რვა ფიგურაა გახსნილი გრაგნილებით. მათ ქვემოთ, ყელის [[სარტყელი (არქიტექტურა)|სარტყელზე]], გამოუსახავთ რვა [[მედალიონი]] წინასწარმეტყველთა ნახევარფიგურებით. ზოგი გამოსახულება და წარწერა დაზიანებულია. [[ტრომპი|ტრომპებში]] [[მახარებლები]] იყვნენ გამოსახულნი. შემორჩენილია ერთ-ერთის თავის ფრაგმენტი წარწერით – [[წმინდა მათე|წმ. მათე]], წინასწარმეტყველთაგან შემორჩენილია: ამბაკუმი, ეზეკიელი, დანიელი, ზაქარია, იაკობი, [[დავით წინასწარმეტყველი|დავითი]], ელია და სოლომონი.
 +
 
 +
[[საკურთხეველი]] ხუთი რეგისტრია. კონქში მოხატულობა არ შემორჩა, თუმცა ფრაგმენტების მიხედვით ცხადი ხდება, რომ გამოსახული იყო ტრადიციული სცენა – ჩვილედი ღვთისმშობელი მთავარანგელოზებით. მომდევნო რეგისტრი ასევე თითქმის მთლიანადაა წარხოცილი, თუმცა გაირჩევა [[სერობა]], რომლის ქვემოთ ორი რეგისტრი უჭირავს ჟამისწირვის გავრცობილ რედაქციას – ზეციური [[ლიტურგია|ლიტურგიით]] და ორ სახედ [[ზიარება|ზიარებით]]. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდა მღვდელმთავართა მსახურება გამოსახულია წმ. მსხვერპლისადმი მიმართული სამ-სამი მღვდელმთავარი, რომელთა რიგის ბოლოში წარმოდგენილია [[დიაკონი|დიაკვნის]] თითო ფიგურა. საკურთხევლის [[სატრიუმფო თაღი]]ს გვერდითა [[კედელი|კედლებზე]] ორ ნაწილად წარმოდგენილი [[ხარება]]ა.
 +
 
 +
დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, ბერძნული წარწერის თავზე, წარმოდგენილია ღვთისმშობლის მიძინების დიდი სცენა. შესასვლელის გვერდებზე [[წმინდანები|წმინდანის]] თითო ფიგურაა.
 +
 
 +
ჩრდილო და სამხრეთ მკლავებში, აგრეთვე მკლავთაშორის არეებში გამოსახული სცენები ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. გამოსახულებები ამ ნაწილში შვიდ-შვიდ რეგისტრადაა განთავსებული. სცენათა მნიშვნელოვანი ნაწილი ფრაგმენტულადაა შემონახული (განსაკუთრებით – ზედა რეგისტრებში). წარმოდგენილია საუფლო [[დღესასწაული|დღესასწაულთა]] ციკლის ტრადიციული სცენები: [[ქრისტეს შობა|შობა]], [[მირქმა]], [[ლაზარეს აღდგინება]], ჯოჯოხეთად შთასვლა, ფერდის განხილვა, აგრეთვე შედარებით უჩვეულო სიუჟეტები – წმ. იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეს წინაშე, პეტრეს უარყოფა, ქრისტე პილატეს წინაშე.
 +
 
 +
ფერწერულ ანსამბლში წარმოდგენილ წმინდანთა მრავალრიცხოვანი სახეებიდან ზოგი ორჯერ გამოუსახავთ: ეკლესიის წმ. [[გრიგოლ ღვთისმეტყველი]], წმ. იოანე ოქროპირი და წმ. [[ბასილი დიდი]], სხვა მღვდელმთავრებიდან ერთად წარმოდგენილნი არიან საკურთხეველში, ამასთან ისინი კვლავ გამოუსახავთ დასავლეთი მკლავის დასავლეთ კედელზე, მეორე რეგისტრში.
 +
 
 +
ნაკლებად ცნობილი წმინდანების – წმ. გორიას, წმ. სიმონის, წმ. მარდარის, წმ. პერსელისა თუ წმ. სისოს გვერდით გამოსახულია [[წმინდა პეტრე|წმ. პეტრე]] და [[პავლე მოციქული|წმ. პავლე]], წმ. კონსტანტინე და წმ. ელენე, წმ. მეომრები და სხვ.
 +
 
 +
[[ფრესკა|ფრესკების]] განმარტებითი წარწერები ბერძნულია, ზოგან ქართული – მაგ. წმ. ეპრაქსიასა და წმ. სოფიას ქართული წარწერები აქვთ, მათ გვერდით წმ. პელაგიას კი – ბერძნული.
 +
 
 +
კახეთის მეფის, ლევანის გამოსახულება მოთავსებულია სამხრეთ-დასავლეთ მკლავთაშორისი სივრცის დასავლეთ კედელზე. [[ქტიტორი]] მეფე ჩვილედ ღვთისმშობელს ვედრებად წარუდგება და ეკლესიას მიართმევს. მის მარცხნივ, სამხრეთ კედელზე წმ. მეომართა რიგია. მეფის გამოსახულებასთან წარწერაა – მეფე ლეონ აღმაშენებელი.
 +
 
 +
მოხატულობა გამოირჩევა რეგისტრების და სცენების სიმრავლით, წმინდანთა სახეების რიცხოვანებით რეგისტრების ზომები მუდმივად იცვლება – იგი ხან განიერია, მთლიანი ფიგურებით ან სცენებით, ხან ვიწრო – მედალიონებით. ყოველივე ეს გვიანი შუა საუკუნეების ფერწერული ანსამბლებისთვისაა დამახასიათებელი.
 +
 
 +
მოგვიანოდ სავარაუდოდ, XVII ს. ბოლოს და XVIII ს. დასაწყისში, ეკლესიის ფრესკები ნაწილობრივ გადაიწერა კახეთში ჩასული რუსი მხატვრების მიერ. თავდაპირველი, XVI საუკუნის მოხატულობიდან ხელუხლებლად დარჩენილი რამდენიმე სცენა საკმაოდ ცუდად არის შემონახული. ფრაგმენტულობის მიუხედავად, ეს ფრესკები მოხატულობის სხვა, გვიან გადაწერილი ნაწილებისგან მხატვრული მახასიათებლებით მკაფიოდ გამოიყოფა – ღია ტონალობის კოლორიტი აგებულია მოცისფრო-ნაცრისფერი, ღია მწვანე, ვარდისფერი, შინდისფერი და თეთრი ფერებით; ფიგურები დაგრძელებული პროპორციებისაა, სახეები მწყობრია, თხელი ნაკვთებითა და დიდი თვალებით. თმა-წვერი ცხოველხატულად არის დამუშავებული თხელი, პარალელური მონასმებით. ეს მხატვრული ტენდენცია დასაბამს იღებს პალეოლოგების ხელოვნებაში და საბოლოოდ მკვიდრდება [[ათონი]]ს სკოლის მოხატულობაში. ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიული სქემაც ასევე ემთხვევა ათონის სკოლის XVI ს-ის ტენდენციებს.
 +
 
 +
გადაწერილ ნაწილებში, რომლებიც ძირითადად ქვედა რეგისტრებს მოიცავს, კოლორიტი ძალზე ჩამუქებულია, მკვრივია და გაუმჭვირვალე, ფონები – მუქი ფიგურები მძიმეა, პირქუშ სახეებს გადაჰკრავს არაბუნებრივი მოცისფრო-მოთეთრო ფერი, ყოველგვარი ტრადიციული დამუშავების გარეშე. შარავანდები განახლებულ ნაწილებში უცნაურად შეთეთრებულია.
 +
 
 +
გრემის მთავარანგელოზთა მოხატულობისადმი ეკლესიის ინტერესს აძლიერებს ის გარემოება, რომ იგი თესალონიკედან მოწვეული ოსტატის მიერ არის შესრულებული. ფერწერული ანსამბლის იკონოგრაფიულ პროგრამაშიც ისევე, როგორც მის მხატვრულ გადაწყვეტაში, აღბეჭდილია თანადროული მართლმადიდებლური სახვითი ხელოვნებისთვის ნიშანდობლივი ტენდენციები.
  
 
====სხვა ნაგებობანი====
 
====სხვა ნაგებობანი====
 
[[ფაილი:Gremi 6.JPG|thumb|მარცხნივ|გვირაბი]]
 
[[ფაილი:Gremi 6.JPG|thumb|მარცხნივ|გვირაბი]]
მთავარანგელოზთა კომპლექსში განლაგებული იყო სხვა ნაგებობანიც – მეფის საცხოვრებელი სამსართულიანი სასახლე-კოშკი სამრეკლოთი, [[საწნახელი|საწნახელიანი]] [[მარანი]], ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი [[ქურა]] და სხვ. ქალაქ გრემის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი  მდინარე ინწობისკენ. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით.  
+
მთავარანგელოზთა კომპლექსში განლაგებული იყო სხვა ნაგებობანიც – მეფის საცხოვრებელი სამსართულიანი სასახლე-კოშკი სამრეკლოთი, [[საწნახელი|საწნახელიანი]] [[მარანი]], [[ლითონი]]ს მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი [[ქურა]] და სხვ. ქალაქ გრემის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი  [[მდინარე]] ინწობისკენ. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით.  
 
+
 
[[ფაილი:Mefis sasaxlis cixe-koshki.JPG|thumb|მეფის სასახლე-კოშკი]]
 
[[ფაილი:Mefis sasaxlis cixe-koshki.JPG|thumb|მეფის სასახლე-კოშკი]]
 
+
გრემის სასახლე-კოშკი ლევან მეფის აშენებულია (XVI ს.). კოშკს ლევანმა მესამე სართულის კუთხეში სამრეკლო დაუმატა, რომელსაც XIX საუკუნეში სამრეკლო-ფანჩატური დააშენეს. სასახლე [[კოშკურა]] ტიპის სამსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი მას ჩრდილოეთ მხარეს, ეკლესიის მხრიდან აქვს. პირველ სართულზე ჰორიზონტალურად გაშლილი ვრცელი და მაღალი „პალატია“, რომლიც ფართობით მეტია ზედა სართულებზე. მეორე და მესამე სართულები ნაგებობის კოშკურა ნაწილს ქმნიან. პალატის მეორე მხარეს მდებარეობს დერეფანი საიდანაც კედლის სისქეში ზედა სართულებზე ასასვლელი ორი კიბეა გაკეთებული. ერთი მათგანი მეორე სართულისთვისაა განკუთვნილი, სადაც დამხმარე-სამეურნეო ოთახი იყო [[თონე|თონით]] და ცომის მოსაზელი საგანგებო [[მაგიდა ქვისა|ქვის მაგიდით]]. მეორე [[კიბე]] კი, მესამე სართულზე განთავსებულ მეფის საცხოვრებელ ნაწილში ადიოდა. მეორე სართულის დამხმარე ოთახი კვადრატული ფორმის გუმბათოვანი მოცულობაა სამი მართკუთხა უბით. მესამე სართულის საცხოვრებელი ოთახი თავდაპირველად წაგრძელებული ფორმის იყო. მცირე სათავსი მიუშენეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოგვიანებით ჩამატებულ სამრეკლოსთან დასაკავშირებლად.
გრემის სასახლე-კოშკი ლევან მეფის აშენებულია (XVI ს.). კოშკს ლევანმა მესამე სართულის კუთხეში [[სამრეკლო]] დაუმატა, რომელსაც XIX საუკუნეში სამრეკლო-ფანჩატური დააშენეს. სასახლე [[კოშკურა]] ტიპის სამსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი მას ჩრდილოეთ მხარეს, ეკლესიის მხრიდან აქვს. პირველ სართულზე ჰორიზონტალურად გაშლილი ვრცელი და მაღალი „პალატია“, რომლიც ფართობით მეტია ზედა სართულებზე. მეორე და მესამე სართულები ნაგებობის კოშკურა ნაწილს ქმნიან. პალატის მეორე მხარეს მდებარეობს დერეფანი საიდანაც კედლის სისქეში ზედა სართულებზე ასასვლელი ორი კიბეა გაკეთებული. ერთი მათგანი მეორე სართულისთვისაა განკუთვნილი, სადაც დამხმარე-სამეურნეო ოთახი იყო [[თონე|თონით]] და ცომის მოსაზელი საგანგებო [[მაგიდა ქვისა|ქვის მაგიდით]]. მეორე [[კიბე]] კი, მესამე სართულზე განთავსებულ მეფის საცხოვრებელ ნაწილში ადიოდა. მეორე სართულის დამხმარე ოთახი კვადრატული ფორმის გუმბათოვანი მოცულობაა სამი მართკუთხა უბით. მესამე სართულის საცხოვრებელი ოთახი თავდაპირველად წაგრძელებული ფორმის იყო. მცირე სათავსი მიუშენეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოგვიანებით ჩამატებულ სამრეკლოსთან დასაკავშირებლად.
+
 
[[ფაილი:Gremi 8.JPG|thumb|მარცხნივ|გალავანი]]
 
[[ფაილი:Gremi 8.JPG|thumb|მარცხნივ|გალავანი]]
სასახლე-კოკშკი გარედან მოკლებულია რაიმე სამკაულს. ნაშენია ქვითა და [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ. შიგა კედლები მთლიანად აგურისაა. ამჟამად ჩამოძარცულია, მაგრამ ჩანს ტიპური ირანული ფორმები და დეტალები: ისრული თაღები, მეორე სართულის [[აგურის წყობა|აგურის სახეებიანი წყობის]] გუმბათიანი პანდატივები.
+
სასახლე-კოკშკი გარედან მოკლებულია რაიმე სამკაულს. ნაშენია ქვითა და აგურით. შიგა კედლები მთლიანად აგურისაა. ამჟამად ჩამოძარცულია, მაგრამ ჩანს ტიპური ირანული ფორმები და დეტალები: ისრული თაღები, მეორე სართულის [[აგურის წყობა|აგურის სახეებიანი წყობის]] გუმბათიანი პანდატივები.
  
 
ამჟამად, გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ტერიტორია მოიცავს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, მარანს [[ქვევრი|ქვევრებით]] და საწნახლით, სავაჭრო და მეფე-დიდებულთა უბნებით. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში, რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII სს.-ის რკინის [[ცული|ცულები]], XV ს-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს-ის [[ზარბაზანი]] და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებული „მეფეთა პორტრეტების სერია”.
 
ამჟამად, გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ტერიტორია მოიცავს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, მარანს [[ქვევრი|ქვევრებით]] და საწნახლით, სავაჭრო და მეფე-დიდებულთა უბნებით. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში, რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII სს.-ის რკინის [[ცული|ცულები]], XV ს-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს-ის [[ზარბაზანი]] და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებული „მეფეთა პორტრეტების სერია”.
 +
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
 +
* მისივე., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
 +
* ზაქარაია პ., ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა, თბ., 1975;
 +
* Чубинашвили Г. H., Apxитектура Kaxхетии, Tб., 1959.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
* [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 +
 
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:ყვარლის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 +
[[კატეგორია:ყვარლის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიები]]

მიმდინარე ცვლილება 02:17, 16 ივნისი 2024 მდგომარეობით

გრემი, პანორამული ხედი

გრემი (ინგლ. Gremi), (XVI ს. შუა ხანები), მდებარეობს ნაქალაქარის (ყვარლის მუნიციპალიტეტი, ნეკრესის ეპარქია) ტერიტორიაზე, მდ. ინწობას ხეობის მარჯვენა ნაპირზე ხელოვნურად გადაჭრილ კლდოვან ქედზე (ყვარლიდან 16 კმ) და გარშემორტყმულია გალავნით, რომელშიც ჩაშენებულია საფორტიფიკაციო კოშკები. ეკლესია ნაწილია ანსამბლისა, რომელშიც შედის სასახლე სამრეკლოთი და სამეურნეო ნაგებობები..

კახეთი ამ დროს საკმაოდ დაწინაურებული იყო. ასტრახანის „აბრეშუმის გზის“ სიახლოვემ ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას. გასაყიდად გადიოდა ღვინო, აბრეშუმი, ოქროქსოვილი, ცხენები, ცხვარი, საღებავი მცენარეები და სხვ.

პოლიტიკურ და ეკონომიური გამოცოცხლებას მოჰყვა კულტურული აღმავლობა. ლევან კახთა მეფის (1518-1574) მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური აღმშენებლობითი და სარესტავრაციო სამუშაოები. ბევრი ეკლესია, როგორც ადრინდელი, ისე ახლად აშენებული – მოიხატა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. თელავიდან გრემში გადაიტანეს დედაქალაქი (1466), სადაც აშენდა მრავალი ნაგებობა, მათ შორის – სასახლე ბაღებით, შადრევნებით, აბანოებითა და დიდი თუ მცირე ეკლესიებით. შეიქმნა წყალსადენის სისტემა.

გრემი ამ დროისთვის იყო დიდი ქალაქი, რომელიც შედგებოდა ოთხი უბნისგან: სავაჭრო უბანი, მთავარანგელოზთა ეკლესიის უბანი, სამეფო უბანი და კომპლექსი „სამება“.

მაღალ გორაკზე აღმართული მთავარანგელოზთა ეკლესია და მჭიდროდ განთავსებული კოშკისებური აგებულების უფრო ადრეული სამეფო სასახლე მესამე სართულზე დაშენებული სამრეკლოთი, გალავნით გამაგრებულ ციტადელს წარმოადგენდა დაბლობზე გაშენებული ქალაქისთვის.

სარჩევი

[რედაქტირება] გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია

მთავარანგელოზთა ტაძარი

ლევან კახთა მეფის განგებით, თვალსაჩინო ადგილას, სასახლის გვერდით აიგო მთავარანგელოზთა ეკლესია, სადაც მოგვიანებით მეფე დაიკრძალა – ეკლესიის ინტერიერში, დასავლეთ შესასვლელის თავზე არსებული ბერძნული ფრესკული წარწერა იხსენიებს წინამძღვარ საბას და მხატვარს, თესალონიკელ მღვდელ-მონაზონს და პროტოსინკელოსს ზაქარიას, იქვე მითითებული თარიღი – 1565 – ტაძრის მშენებლობის დასრულების წლადაა მიჩნეული.

ეკლესია (15,6 X 12,45 მ.) ჯვარგუმბათოვან ნაგებობათა ტიპს მიეკუთვნება. ნაშენია აგურით. ჩრდილო და სამხრეთ ფასადის ზოგ ადგილას ჩართულია რიყის ქვა.

მთავარანგელოზთა ტაძარის გეგმა

ნაგებობა გეგმითა და ფასადების მხატვრული დამუშავებით კახეთის თანადროული ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ნიშნებითაა აღბეჭდილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია: ღრმა ბემა აფსიდისგან პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი. საკურთხევლის გვერდებზე განლაგებულია სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე სათავსი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდითაა დასრულებული და და ეკლესიის ძირითად სივრცეს დასავლეთ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ მრგვალ ბურჯს ემყარება. ეკლესია მრავალრიცხოვანი სარკმლებით ნათდება. მათგან საკურთხეველსა და პასტოფორიუმებში – თითო, გუმბათში – რვა, ხოლო სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში წყვილ-წყვილი სარკმლის ღიობია. შესასვლელი სამია: დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერძზეა გაჭრილი. სამივე შესასვლელი ამ მკლავების შუა მონაკვეთშია განლაგებული. ეკლესიის შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია, გუმბათის საყრდენი ოთხივე თაღი და კამარები შეისრული. დასავლეთ მკლავში ერთი საბჯენი თაღია პილასტრებისა და კონსოლების გარეშე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხორციელდება. გალავანით შემოზღუდული ტერიტორიის სიმცირის გამო ეკლესიას გარშემოსასვლელები ან მინაშენები არ აქვს. ის მჭიდროდ ეკვრის ადრევე არსებულ კოშკს და სამხრეთ-დასავლეთის კუთხე ჩამოკვეთილი აქვს.

გუმბათის ყელი

ეკლესიის ფასადების გაფორმება იმ დროის აგურის არქიტექტურაში გავრცელებული ხერხით – სხვადასხვა მოხაზულობის სიბრტყეთა ჩაღრმავებით არის მიღწეული, რაც შუქ-ჩრდილის რბილ ნიუანსებს იძლევა.

ნაგებობის ფასადებზე, წყობით მონიშნულ სწორკუთხა არეებში, შეისრულთაღოვანი ნიშებია გამოყვანილი, რომელთაც შეკიდული დეკორატიული თაღების მწკრივები ამკობს. ზედა ნაწილებში ჩასმულია დიდი ზომის შეღრმავებული გოლგოთის ჯვრები. გუმბათის ყელი სწორკუთხა სიბრტყეებით, შეისრული ფორმებით და აგურის ხერხულა წყობის ფრიზებითაა გაფორმებული.

კრამიტით გადახურული ეკლესიის პროპორციულად აზიდულ ხუროთმოძღვრულ ნაწილს აღნიშნული დეკორატიული ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის. მთაზე წამომართული ნაგებობისა და მასთან შეზრდილი კოშკისებური სილუეტის – სასახლე-სამრეკლოს ხუროთმოძღვრულ დეტალთა მწყობრი ზესწრაფვა განუმეორებელ სანახაობას ქმნის.

[რედაქტირება] მოხატულობა

ეკლესიის ინტერიერი ერთიანად არის მოხატული.

გუმბათის თაღში არაფერია შემორჩენილი. გუმბათის ყელზე სარკმელთა შორის არეებზე, წინასწარმეტყველთა რვა ფიგურაა გახსნილი გრაგნილებით. მათ ქვემოთ, ყელის სარტყელზე, გამოუსახავთ რვა მედალიონი წინასწარმეტყველთა ნახევარფიგურებით. ზოგი გამოსახულება და წარწერა დაზიანებულია. ტრომპებში მახარებლები იყვნენ გამოსახულნი. შემორჩენილია ერთ-ერთის თავის ფრაგმენტი წარწერით – წმ. მათე, წინასწარმეტყველთაგან შემორჩენილია: ამბაკუმი, ეზეკიელი, დანიელი, ზაქარია, იაკობი, დავითი, ელია და სოლომონი.

საკურთხეველი ხუთი რეგისტრია. კონქში მოხატულობა არ შემორჩა, თუმცა ფრაგმენტების მიხედვით ცხადი ხდება, რომ გამოსახული იყო ტრადიციული სცენა – ჩვილედი ღვთისმშობელი მთავარანგელოზებით. მომდევნო რეგისტრი ასევე თითქმის მთლიანადაა წარხოცილი, თუმცა გაირჩევა სერობა, რომლის ქვემოთ ორი რეგისტრი უჭირავს ჟამისწირვის გავრცობილ რედაქციას – ზეციური ლიტურგიით და ორ სახედ ზიარებით. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდა მღვდელმთავართა მსახურება გამოსახულია წმ. მსხვერპლისადმი მიმართული სამ-სამი მღვდელმთავარი, რომელთა რიგის ბოლოში წარმოდგენილია დიაკვნის თითო ფიგურა. საკურთხევლის სატრიუმფო თაღის გვერდითა კედლებზე ორ ნაწილად წარმოდგენილი ხარებაა.

დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, ბერძნული წარწერის თავზე, წარმოდგენილია ღვთისმშობლის მიძინების დიდი სცენა. შესასვლელის გვერდებზე წმინდანის თითო ფიგურაა.

ჩრდილო და სამხრეთ მკლავებში, აგრეთვე მკლავთაშორის არეებში გამოსახული სცენები ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. გამოსახულებები ამ ნაწილში შვიდ-შვიდ რეგისტრადაა განთავსებული. სცენათა მნიშვნელოვანი ნაწილი ფრაგმენტულადაა შემონახული (განსაკუთრებით – ზედა რეგისტრებში). წარმოდგენილია საუფლო დღესასწაულთა ციკლის ტრადიციული სცენები: შობა, მირქმა, ლაზარეს აღდგინება, ჯოჯოხეთად შთასვლა, ფერდის განხილვა, აგრეთვე შედარებით უჩვეულო სიუჟეტები – წმ. იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეს წინაშე, პეტრეს უარყოფა, ქრისტე პილატეს წინაშე.

ფერწერულ ანსამბლში წარმოდგენილ წმინდანთა მრავალრიცხოვანი სახეებიდან ზოგი ორჯერ გამოუსახავთ: ეკლესიის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი და წმ. ბასილი დიდი, სხვა მღვდელმთავრებიდან ერთად წარმოდგენილნი არიან საკურთხეველში, ამასთან ისინი კვლავ გამოუსახავთ დასავლეთი მკლავის დასავლეთ კედელზე, მეორე რეგისტრში.

ნაკლებად ცნობილი წმინდანების – წმ. გორიას, წმ. სიმონის, წმ. მარდარის, წმ. პერსელისა თუ წმ. სისოს გვერდით გამოსახულია წმ. პეტრე და წმ. პავლე, წმ. კონსტანტინე და წმ. ელენე, წმ. მეომრები და სხვ.

ფრესკების განმარტებითი წარწერები ბერძნულია, ზოგან ქართული – მაგ. წმ. ეპრაქსიასა და წმ. სოფიას ქართული წარწერები აქვთ, მათ გვერდით წმ. პელაგიას კი – ბერძნული.

კახეთის მეფის, ლევანის გამოსახულება მოთავსებულია სამხრეთ-დასავლეთ მკლავთაშორისი სივრცის დასავლეთ კედელზე. ქტიტორი მეფე ჩვილედ ღვთისმშობელს ვედრებად წარუდგება და ეკლესიას მიართმევს. მის მარცხნივ, სამხრეთ კედელზე წმ. მეომართა რიგია. მეფის გამოსახულებასთან წარწერაა – მეფე ლეონ აღმაშენებელი.

მოხატულობა გამოირჩევა რეგისტრების და სცენების სიმრავლით, წმინდანთა სახეების რიცხოვანებით რეგისტრების ზომები მუდმივად იცვლება – იგი ხან განიერია, მთლიანი ფიგურებით ან სცენებით, ხან ვიწრო – მედალიონებით. ყოველივე ეს გვიანი შუა საუკუნეების ფერწერული ანსამბლებისთვისაა დამახასიათებელი.

მოგვიანოდ სავარაუდოდ, XVII ს. ბოლოს და XVIII ს. დასაწყისში, ეკლესიის ფრესკები ნაწილობრივ გადაიწერა კახეთში ჩასული რუსი მხატვრების მიერ. თავდაპირველი, XVI საუკუნის მოხატულობიდან ხელუხლებლად დარჩენილი რამდენიმე სცენა საკმაოდ ცუდად არის შემონახული. ფრაგმენტულობის მიუხედავად, ეს ფრესკები მოხატულობის სხვა, გვიან გადაწერილი ნაწილებისგან მხატვრული მახასიათებლებით მკაფიოდ გამოიყოფა – ღია ტონალობის კოლორიტი აგებულია მოცისფრო-ნაცრისფერი, ღია მწვანე, ვარდისფერი, შინდისფერი და თეთრი ფერებით; ფიგურები დაგრძელებული პროპორციებისაა, სახეები მწყობრია, თხელი ნაკვთებითა და დიდი თვალებით. თმა-წვერი ცხოველხატულად არის დამუშავებული თხელი, პარალელური მონასმებით. ეს მხატვრული ტენდენცია დასაბამს იღებს პალეოლოგების ხელოვნებაში და საბოლოოდ მკვიდრდება ათონის სკოლის მოხატულობაში. ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიული სქემაც ასევე ემთხვევა ათონის სკოლის XVI ს-ის ტენდენციებს.

გადაწერილ ნაწილებში, რომლებიც ძირითადად ქვედა რეგისტრებს მოიცავს, კოლორიტი ძალზე ჩამუქებულია, მკვრივია და გაუმჭვირვალე, ფონები – მუქი ფიგურები მძიმეა, პირქუშ სახეებს გადაჰკრავს არაბუნებრივი მოცისფრო-მოთეთრო ფერი, ყოველგვარი ტრადიციული დამუშავების გარეშე. შარავანდები განახლებულ ნაწილებში უცნაურად შეთეთრებულია.

გრემის მთავარანგელოზთა მოხატულობისადმი ეკლესიის ინტერესს აძლიერებს ის გარემოება, რომ იგი თესალონიკედან მოწვეული ოსტატის მიერ არის შესრულებული. ფერწერული ანსამბლის იკონოგრაფიულ პროგრამაშიც ისევე, როგორც მის მხატვრულ გადაწყვეტაში, აღბეჭდილია თანადროული მართლმადიდებლური სახვითი ხელოვნებისთვის ნიშანდობლივი ტენდენციები.

[რედაქტირება] სხვა ნაგებობანი

გვირაბი

მთავარანგელოზთა კომპლექსში განლაგებული იყო სხვა ნაგებობანიც – მეფის საცხოვრებელი სამსართულიანი სასახლე-კოშკი სამრეკლოთი, საწნახელიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა და სხვ. ქალაქ გრემის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისკენ. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით.

მეფის სასახლე-კოშკი

გრემის სასახლე-კოშკი ლევან მეფის აშენებულია (XVI ს.). კოშკს ლევანმა მესამე სართულის კუთხეში სამრეკლო დაუმატა, რომელსაც XIX საუკუნეში სამრეკლო-ფანჩატური დააშენეს. სასახლე კოშკურა ტიპის სამსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი მას ჩრდილოეთ მხარეს, ეკლესიის მხრიდან აქვს. პირველ სართულზე ჰორიზონტალურად გაშლილი ვრცელი და მაღალი „პალატია“, რომლიც ფართობით მეტია ზედა სართულებზე. მეორე და მესამე სართულები ნაგებობის კოშკურა ნაწილს ქმნიან. პალატის მეორე მხარეს მდებარეობს დერეფანი საიდანაც კედლის სისქეში ზედა სართულებზე ასასვლელი ორი კიბეა გაკეთებული. ერთი მათგანი მეორე სართულისთვისაა განკუთვნილი, სადაც დამხმარე-სამეურნეო ოთახი იყო თონით და ცომის მოსაზელი საგანგებო ქვის მაგიდით. მეორე კიბე კი, მესამე სართულზე განთავსებულ მეფის საცხოვრებელ ნაწილში ადიოდა. მეორე სართულის დამხმარე ოთახი კვადრატული ფორმის გუმბათოვანი მოცულობაა სამი მართკუთხა უბით. მესამე სართულის საცხოვრებელი ოთახი თავდაპირველად წაგრძელებული ფორმის იყო. მცირე სათავსი მიუშენეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოგვიანებით ჩამატებულ სამრეკლოსთან დასაკავშირებლად.

გალავანი

სასახლე-კოკშკი გარედან მოკლებულია რაიმე სამკაულს. ნაშენია ქვითა და აგურით. შიგა კედლები მთლიანად აგურისაა. ამჟამად ჩამოძარცულია, მაგრამ ჩანს ტიპური ირანული ფორმები და დეტალები: ისრული თაღები, მეორე სართულის აგურის სახეებიანი წყობის გუმბათიანი პანდატივები.

ამჟამად, გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ტერიტორია მოიცავს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, მარანს ქვევრებით და საწნახლით, სავაჭრო და მეფე-დიდებულთა უბნებით. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში, რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII სს.-ის რკინის ცულები, XV ს-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს-ის ზარბაზანი და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებული „მეფეთა პორტრეტების სერია”.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • მისივე., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
  • ზაქარაია პ., ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა, თბ., 1975;
  • Чубинашвили Г. H., Apxитектура Kaxхетии, Tб., 1959.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები