ნეფერეფრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნეფერეფრა“ გადაიტანა გვერდზე „რანეფერეფი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რანეფერეფი“ გადაიტანა გვერდზე „ნეფერეფრა“ გადამისამართებაზე)

16:11, 1 ნოემბერი 2024-ის ვერსია

ნეფერეფრა

ნეფერეფრა – (ან რანეფერეფი, ეგვ. Nfr.f-R, „მშვენიერია რა“, დაახლ.ჩვ.წ.-მდე 2419-2416 წწ.), V დინასტიის მეხუთე ფარაონი, შესაძლოა შეპსესკარას ძმა. სავარუდოდ, იმეფა რამდენიმე წელიწადს. მისი პირამიდა აბუსირში დასრულებული არ არის, მაგრამ 1980-1986 წლებში მის მოსახსენიებელ ტაძარში აღმოჩენილი იქნა დიდი რაოდენობით პაპირუსები, რომლებიც, ნეფერირკარას პაპირუსების შემდეგ, უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს ამ პერიოდის ეგვიპტის შესასწავლად. ამას გარდა, ამ პერიოდის გათხრების დროს მოძიებულმა ხის გემებმა და ტყვეების და თვითონ მეფის ქანდაკებებმა შეცვალეს აზრი ნეფერეფრას, როგორც მეორეხარისხოვანი ფარაონის შესახებ.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები