ნილოპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნილოპოლისი''' – (ეგვ. Pr hpj, „ნილოსის სახლი“), ქალაქი ჩრდილოეთ ე...)
 
(წყარო)
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]
 
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
[[კატეგორია:ქალაქები ძველ ევიპტეში]]
+
[[კატეგორია:ქალაქები ძველ ეგვიპტეში]]

მიმდინარე ცვლილება 22:32, 2 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ნილოპოლისი – (ეგვ. Pr hpj, „ნილოსის სახლი“), ქალაქი ჩრდილოეთ ეგვიპტეში. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილი არ არის. ზოგიერთის აზრით, ეს არის ქალაქი კუნძულ როდაზე, ძველი კაიროს პირდაპირ, რომელიც ხშირად მოიხსენიება მეორე დასახლებულ პუნქტთან, ხერახასთან (Hh3) კავშირში. აქ უძველესი დროიდან მდებარეობდა ნილომეტრი ნილოსის ადიდების სიმაღლის გასაზომად. სხვა მოსაზრებით, არ შეიძლება ნილოპოლისის როდას კუნძულზე ლოკალიზება, რადგან პტოლემაიოსების ნილოპოლისი ჰერაკლეოპოლისის ნომში მდებარეობდა. მართალია, როდას კუნძულზე დღემდე არის ნილომეტრი, აგებული ჩვ.წ.ით 861 წ., რომელმაც უფრო ძველი, ჩვ.წ-ით 716 წ. აგებული ნილომეტრის ადგილი დაიკავა, მაგრამ უფრო ძველი ინფორმაცია როდას კუნძულის შესახებ არ არსებობს. იგივე მოსაზრებით, ერთადერთი ფარაონების პერიოდის ქალაქი, რომელსაც ბერძნები ნილოპოლისის სახელით მოიხსენიებენ, შეიძლება იყოს ადგილი, მოხსენიებული დიოდორეს მიერ. აქ მოჰყავდათ ახალგაზრდა აპისის ხარი, სანამ მას მემფისში დააბინავებდნენ. აქედან გამომდინარე, დიოდორეს მიერ მოხსენიებული ნილოპოლისი შესაძლოა მემფისის და ჰელიოპოლისის სიახლოვეს მდებარეობდა, შესაძლოა თანამედროვე ატარ-ენ-ნაბისთან, სადაც აღმოჩენილია ხაპის ტაძრის ნანგრევები. ასეთ შემთხვევაში ძნელია მისი იდენტიფიცირება „ბაბილონთან“ (ასე მოიხსენიებდნენ ძველ კაიროს). შესაბამისად, პრობლემა იმაშია, რომ თუმცა ბაბილონი არის ძველი კაირო, და ეს სახელი არის ეგვიპტური „პერ ხაპის“ ბერძნული ვარიანტი, პერ-ხაპი მაინც, როგორც ჩანს, მდებარეობდა ატარ-ენ-ნაბისთან და იყო ბერძნული ნილოპოლისი. იმავდროულად, რადგან ატარ-ენ-ნაბისთან ლოკალიზაცია მაინც საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, რომ ნილოპოლისი და ბაბილონი ერთი და იმავე ადგილის სახელია, რადგან „ბაბილონი“ ეგვიპტური სახელის შეცვლილი ვარიანტია, ხოლო „ნილოპოლისი“ – თარგმანი ეგვიპტურდან.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები