ოსორკონ IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ეგვიპტის ფარაონები]]
 
[[კატეგორია:ეგვიპტის ფარაონები]]
[[კატეგორია: XXIII ლიბიური დინასტიის ფარაონები]]
+
[[კატეგორია: XXIII დინასტიის ფარაონები]]

მიმდინარე ცვლილება 23:47, 3 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ოსორკონ IV

ოსორკონ IV – ეგვიპტის XXIII დინასტიის ფარაონი (ჩვ.წ.-მდწ 787-759), რომელიც XXII დინასტიის პარალელურად მეფობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მათ თებეს დინასტიასაც ეძახიან, რადგან ამ დროისათვის თებე აღიარებდა მათ, და არა ტანისელ ფარაონებს.

ოსორკონ IV ტახტზე XXII (ტანისური) დინასტიის ფარაონის, შეშონკ III-ის მეფობის დაახლ. მეორმოცე წელს ავიდა. ის აღიარეს ფარაონად ასევე მისი მეზობელი მენდესის მაშვაშების (ლიბიელების) ბელადებმა. მისი აქტივობა შეიმჩნევა მემფისშიც, და შუა ეგვიპტეში მოძიებული მასთან დაკავშირებული არქეოლოგიური მასალა მეტია, ვიდრე ტანისელი ფარაონების. თავისი მეფობის რაღაც პერიოდში მან მოახერხა, გაეძევებინა XXII დინასტიის ოჯახის წარმომადგენლები ელ ჰიბას ფორტიდან, რომელიც მათ ჯერ კიდევ შეშონკის დროიდან ეკავათ, და იქ თავისი ვაჟიშვილი ტაკელოტი დასვა, რაც ფაქტობრივად ჰერაკლეოპოლისის მმართველობასაც ნიშნავდა. მისი გარდაცვალების დროისათვის მის დინასტიას ეგვიპტის გაცილებით მეტი ტერიტორია ეკავა, ვიდრე ტანისურს.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები