პაპირუსი (საწერი მასალა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პაპირუსი''' – (ლათ. papyrus, ბერძნ. papuros) – საწერი მასალა, რომელსაც ამზ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''პაპირუსი''' – (ლათ. papyrus, ბერძნ. papuros) – საწერი მასალა, რომელსაც ამზადებდნენ ძველ სამყაროში ჭილისებრთა გვარის მცენარისაგან. ქართული შესატყვისია ჭილი.
 
'''პაპირუსი''' – (ლათ. papyrus, ბერძნ. papuros) – საწერი მასალა, რომელსაც ამზადებდნენ ძველ სამყაროში ჭილისებრთა გვარის მცენარისაგან. ქართული შესატყვისია ჭილი.
  
ჭილის დამზადების ტექნოლოგია აღწერილი აქვს პლინიუს უმცროსს (I ს. ახ. წ.): მცენარის ღეროს წყალში ალბობდნენ, მწვანე კანს აცლიდნენ, შუაგულს თხელ სოლებად სიგრძეზე ჭრიდნენ და სველ [[ფიცარი|ფიცარზე]] ერთმანეთის გვერდით აწყობდნენ. შემდეგ ზოლებს ერთმანეთს მიაწებებდნენ და ზემოდან ასეთივე წესით განივად დალაგებულ და მიწებებულ ჭილის ზოლებს დაადებდნენ. ამგვარად დაწყობილ ზოლებს ტკეპნიდნენ, ასწორებდნენ და აშრობდნენ. ჭილზე წერდნენ შავი ან წითელი მელნით, მცენარის ღეროსაგან დამზადებული კალმით. ძველ ეგვიპტესა და ჰერკულანუმში ჭილს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ და გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. ჩვენს დრომდე მოღწეულია ჭილზე შესრულებული არამეული, ბერძნული, ლათინური, კოპტური, არაბული, სირიული [[ტექსტი|ტექსტები]], რომელთაც შეისწავლის პაპიროლოგია. ჭილის ფურცლები იხვეოდა გრაგნილისებურად. ასეთ ფურცლებს ბერძნები χάρτης-ს (ქართ. [[ქარტა (საწერი მასალა)|ქარტა]]) უწოდებდნენ. დიდი მოცულობის ტექსტებს, რომელთაც ჭილის მრავალი ფურცელი (გრაგნილი) ესაჭიროებოდა, ბერძნულად ეწოდება Βιblioυის (ბიბლია). საწერ მასალად ტყავის გავრცელებამ თანდათან ხმარებიდან გამოდევნა პაპირუსი და მასთან ერთად წიგნის გრაგნილისებური ფორმა. ჭილის ფურცლებს იყენებდნენ XI ს-მდე ბიზანტიის იმპერატორებისა და რომის პაპების კანცელარიებში ბრძანებულებების, იურიდიული აქტებისა და სხვა საქმიანი ქაღალდების საწერად. ამის გამო სიტყვა „ქარტამ” შეიძინა საბუთის მნიშვნელობაც. ქართული ხელნაწერთაგან მხოლოდ ორში – ე. წ. [[ჭილ-ეტრატის იადგარი|ჭილ-ეტრატის იადგარსა]] (IX-X სს.) და [[ფსალმუნი|ფსალმუნში]] (IX ს.) არის დადასტურებული ჭილის გამოყენების ფაქტი. ორივე ხელნაწერი [[პალესტინა]]შია შექმნილი და ინახებოდა [[სინას მთა|სინას მთის]] წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში. ისინი სინას მთიდან [[რუსეთი|რუსეთში]] ჩაიტანა პ. უსპენსკიმ. ჭილ-ეტრატის იადგარში გამოყენებულია ორივე მასალა: ჭილიცა და ეტრატიც. ამჟამად იგი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (H-2123), ფსალმუნის ფურცელი კი – პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია აგრეთვე ქართული პაპიროლოგის გრ. წერეთლის ბერძნული პაპირუსების კოლექცია.
+
ეგვიპტელების უდიდეს შენატანს მსოფლიო კულტურაში წარმოადგენს თავისი დროისათვის შესანიშნავი საეწერი მასალის – პაპირუსის გამოგონება, რომელიც ფართოდ გავრცელდა მთელ იმდროინდელ სამყაროში. პაპირუსის სიძვირის გამო მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექსტების ჩასაწერად იყენებდნენ. მოკლე საქმიანი დოკუმენტებისათვის გამოიყენებოდა.
 +
 
 +
ჭპაპირუსის დამზადების ტექნოლოგია აღწერილი აქვს [[პლინიუს უმცროსი|პლინიუს უმცროსს]] (I ს. ახ. წ.): მცენარის [[ღერო]]ს წყალში ალბობდნენ, მწვანე კანს აცლიდნენ, შუაგულს თხელ სოლებად სიგრძეზე ჭრიდნენ და სველ [[ფიცარი|ფიცარზე]] ერთმანეთის გვერდით აწყობდნენ. შემდეგ ზოლებს ერთმანეთს მიაწებებდნენ და ზემოდან ასეთივე წესით განივად დალაგებულ და მიწებებულ ჭილის ზოლებს დაადებდნენ. ამგვარად დაწყობილ ზოლებს ტკეპნიდნენ, ასწორებდნენ და აშრობდნენ. ჭილზე წერდნენ შავი ან წითელი მელნით, მცენარის ღეროსაგან დამზადებული კალმით. ძველ ეგვიპტესა და ჰერკულანუმში ჭილს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ და გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. ჩვენს დრომდე მოღწეულია ჭილზე შესრულებული არამეული, ბერძნული, ლათინური, კოპტური, არაბული, სირიული [[ტექსტი|ტექსტები]], რომელთაც შეისწავლის პაპიროლოგია. ჭილის ფურცლები იხვეოდა გრაგნილისებურად. ასეთ ფურცლებს ბერძნები χάρτης-ს (ქართ. [[ქარტა (საწერი მასალა)|ქარტა]]) უწოდებდნენ. დიდი მოცულობის ტექსტებს, რომელთაც ჭილის მრავალი ფურცელი (გრაგნილი) ესაჭიროებოდა, ბერძნულად ეწოდება Βιblioυის (ბიბლია). საწერ მასალად ტყავის გავრცელებამ თანდათან ხმარებიდან გამოდევნა პაპირუსი და მასთან ერთად წიგნის გრაგნილისებური ფორმა. ჭილის ფურცლებს იყენებდნენ XI ს-მდე ბიზანტიის იმპერატორებისა და რომის პაპების კანცელარიებში ბრძანებულებების, იურიდიული აქტებისა და სხვა საქმიანი ქაღალდების საწერად. ამის გამო სიტყვა „ქარტამ” შეიძინა საბუთის მნიშვნელობაც. ქართული ხელნაწერთაგან მხოლოდ ორში – ე. წ. [[ჭილ-ეტრატის იადგარი|ჭილ-ეტრატის იადგარსა]] (IX-X სს.) და [[ფსალმუნი|ფსალმუნში]] (IX ს.) არის დადასტურებული ჭილის გამოყენების ფაქტი. ორივე ხელნაწერი [[პალესტინა]]შია შექმნილი და ინახებოდა [[სინას მთა|სინას მთის]] წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში. ისინი სინას მთიდან [[რუსეთი|რუსეთში]] ჩაიტანა პ. უსპენსკიმ. ჭილ-ეტრატის იადგარში გამოყენებულია ორივე მასალა: ჭილიცა და ეტრატიც. ამჟამად იგი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (H-2123), ფსალმუნის ფურცელი კი – პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია აგრეთვე ქართული პაპიროლოგის გრ. წერეთლის ბერძნული პაპირუსების კოლექცია.
  
 
''მ. სურგულაძე''
 
''მ. სურგულაძე''

მიმდინარე ცვლილება 23:56, 8 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

პაპირუსი – (ლათ. papyrus, ბერძნ. papuros) – საწერი მასალა, რომელსაც ამზადებდნენ ძველ სამყაროში ჭილისებრთა გვარის მცენარისაგან. ქართული შესატყვისია ჭილი.

ეგვიპტელების უდიდეს შენატანს მსოფლიო კულტურაში წარმოადგენს თავისი დროისათვის შესანიშნავი საეწერი მასალის – პაპირუსის გამოგონება, რომელიც ფართოდ გავრცელდა მთელ იმდროინდელ სამყაროში. პაპირუსის სიძვირის გამო მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექსტების ჩასაწერად იყენებდნენ. მოკლე საქმიანი დოკუმენტებისათვის გამოიყენებოდა.

ჭპაპირუსის დამზადების ტექნოლოგია აღწერილი აქვს პლინიუს უმცროსს (I ს. ახ. წ.): მცენარის ღეროს წყალში ალბობდნენ, მწვანე კანს აცლიდნენ, შუაგულს თხელ სოლებად სიგრძეზე ჭრიდნენ და სველ ფიცარზე ერთმანეთის გვერდით აწყობდნენ. შემდეგ ზოლებს ერთმანეთს მიაწებებდნენ და ზემოდან ასეთივე წესით განივად დალაგებულ და მიწებებულ ჭილის ზოლებს დაადებდნენ. ამგვარად დაწყობილ ზოლებს ტკეპნიდნენ, ასწორებდნენ და აშრობდნენ. ჭილზე წერდნენ შავი ან წითელი მელნით, მცენარის ღეროსაგან დამზადებული კალმით. ძველ ეგვიპტესა და ჰერკულანუმში ჭილს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ და გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. ჩვენს დრომდე მოღწეულია ჭილზე შესრულებული არამეული, ბერძნული, ლათინური, კოპტური, არაბული, სირიული ტექსტები, რომელთაც შეისწავლის პაპიროლოგია. ჭილის ფურცლები იხვეოდა გრაგნილისებურად. ასეთ ფურცლებს ბერძნები χάρτης-ს (ქართ. ქარტა) უწოდებდნენ. დიდი მოცულობის ტექსტებს, რომელთაც ჭილის მრავალი ფურცელი (გრაგნილი) ესაჭიროებოდა, ბერძნულად ეწოდება Βιblioυის (ბიბლია). საწერ მასალად ტყავის გავრცელებამ თანდათან ხმარებიდან გამოდევნა პაპირუსი და მასთან ერთად წიგნის გრაგნილისებური ფორმა. ჭილის ფურცლებს იყენებდნენ XI ს-მდე ბიზანტიის იმპერატორებისა და რომის პაპების კანცელარიებში ბრძანებულებების, იურიდიული აქტებისა და სხვა საქმიანი ქაღალდების საწერად. ამის გამო სიტყვა „ქარტამ” შეიძინა საბუთის მნიშვნელობაც. ქართული ხელნაწერთაგან მხოლოდ ორში – ე. წ. ჭილ-ეტრატის იადგარსა (IX-X სს.) და ფსალმუნში (IX ს.) არის დადასტურებული ჭილის გამოყენების ფაქტი. ორივე ხელნაწერი პალესტინაშია შექმნილი და ინახებოდა სინას მთის წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში. ისინი სინას მთიდან რუსეთში ჩაიტანა პ. უსპენსკიმ. ჭილ-ეტრატის იადგარში გამოყენებულია ორივე მასალა: ჭილიცა და ეტრატიც. ამჟამად იგი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (H-2123), ფსალმუნის ფურცელი კი – პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია აგრეთვე ქართული პაპიროლოგის გრ. წერეთლის ბერძნული პაპირუსების კოლექცია.

მ. სურგულაძე


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები