სერაბიტ ელ-ხადიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სერაბიტ ელ-ხადიმი '''სერაბიტ ელ-ხადიმი''' – ზ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Serabit al-xadimi.PNG|thumb|სერაბიტ ელ-ხადიმი]]
 
[[ფაილი:Serabit al-xadimi.PNG|thumb|სერაბიტ ელ-ხადიმი]]
'''სერაბიტ ელ-ხადიმი''' – ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარე [[ქვიშაქვა|ქვიშაქვის]] პლატო სამხრეთ სინაიზე, დაახლ. 29 კმ. სუეცის ყურის აღმოსავლეთით, სადაც დაახლ. 20 მაღაროში ეგვიპტელები მოიპოვებდნენ [[ფირუზი|ფირუზს]], და სადაც აუგეს ტაძარი ხატხორს, რომელსაც აქ „ფირუზის ქალბატონს“ ეძახდნენ.  
+
'''სერაბიტ ელ-ხადიმი''' – ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარე [[ქვიშაქვა|ქვიშაქვის]] პლატო სამხრეთ [[სინაი (ნახევარკუნძული)|სინაი]]ზე, დაახლ. 29 კმ. სუეცის ყურის აღმოსავლეთით, სადაც დაახლ. 20 მაღაროში ეგვიპტელები მოიპოვებდნენ [[ფირუზი|ფირუზს]], და სადაც აუგეს ტაძარი ხატხორს, რომელსაც აქ „ფირუზის ქალბატონს“ ეძახდნენ.  
  
სერაბიტ ელ-ხადიმდან 6 კმ. დასავლეთით იყო სახელოსნოები, სადაც ადნობდნენ სპილენძს. აქ მოძიებული შუა და [[ეგვიპტის ახალი სამეფო|ახალი სამეფო]]ს დროინდელი წარწერები გვამცნობს, რომ გადაადგილება ეგვიპტიდან და უკან ხდებოდა წყლის [[ტრანსპორტი]]თ და ქარავნებით. დავალების შესაბამისად, ქარავნების შემადგენლობაში შეიძლებოდა ყოფილიყო 200-700 ადამიანი და 50-500 ვირი. ექსპედიციებს ჩვეულებრივ [[ფარაონი]]ს [[ხაზინა|ხაზინის]] მოხელე ხელმძღვანელობდა. სერაბიტ ელ-ხადიმის მაღაროები პირველმა აღმოაჩინა კარსტენ ნიბურმა 1762 წელს.  
 
მიმდინარე ცვლილება 23:25, 10 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

სერაბიტ ელ-ხადიმი

სერაბიტ ელ-ხადიმი – ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარე ქვიშაქვის პლატო სამხრეთ სინაიზე, დაახლ. 29 კმ. სუეცის ყურის აღმოსავლეთით, სადაც დაახლ. 20 მაღაროში ეგვიპტელები მოიპოვებდნენ ფირუზს, და სადაც აუგეს ტაძარი ხატხორს, რომელსაც აქ „ფირუზის ქალბატონს“ ეძახდნენ.

სერაბიტ ელ-ხადიმდან 6 კმ. დასავლეთით იყო სახელოსნოები, სადაც ადნობდნენ სპილენძს. აქ მოძიებული შუა და ახალი სამეფოს დროინდელი წარწერები გვამცნობს, რომ გადაადგილება ეგვიპტიდან და უკან ხდებოდა წყლის ტრანსპორტით და ქარავნებით. დავალების შესაბამისად, ქარავნების შემადგენლობაში შეიძლებოდა ყოფილიყო 200-700 ადამიანი და 50-500 ვირი. ექსპედიციებს ჩვეულებრივ ფარაონის ხაზინის მოხელე ხელმძღვანელობდა. სერაბიტ ელ-ხადიმის მაღაროები პირველმა აღმოაჩინა კარსტენ ნიბურმა 1762 წელს.

სერაბიტ ელ-ხადიმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო არის აღსანიშნავი: აქაურ მაღაროებში მუშაობდნენ ქანაანელები, სავარაუდოდ ტყვეები, რომლებიც სეზონურად ჩამოჰყავდათ ეგვიპტიდან შეიარაღებული ესკორტის თანხლებით. მათ დაგვიტოვეს ტექსტები, რომლებშიც გასაოცარ გამოგონებას მიაგნეს: ისინი დაწერილია ეგვიპტური იეროგლიფებით, მაგრამ ალფაბეტური პრინციპით: თავიანთი ენის ყოველ ბგერას მათ ერთი ეგვიპტური იეროგლიფი შეუსაბამეს.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები