კლდის ტაძარი (ეგვიპტე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კლდის ტაძარი''' – კლდის ტაძრების (სპეოსის) აგება [[ეგვიპტის სა...)
 
(წყარო)
 
ხაზი 4: ხაზი 4:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ძველი ეგვტიპტის ენციკლოპედია]]
+
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია‏‎]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტის ტაძრები]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტის ტაძრები]]

მიმდინარე ცვლილება 23:25, 23 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

კლდის ტაძარი – კლდის ტაძრების (სპეოსის) აგება ეგვიპტეში საკმაოდ გვიან დაიწყეს. უძველესი თოტმეს III-ის და ხატშეპსუტის მეფობით არის დათარიღებული. ეს ტაძარი მხოლოდ წინა დარბაზს და საკულტო კამერას შეიცავდა. ხორემხების დროს კლდის ტაძარს სვეტებიანი დარბაზი დაემატა (გებელ ადე). რამსეს II-ის დროს კლდის ტაძარმა განვითარების ახალი ფორმა მიიღო – მისი ტაძრები გერფ ჰუსეინში, სებუაში და დერში კლდის და ჩვეულებრივი ტაძრების კომბინაციას წარმოადგენს (ჰემისპეოსი). აქ ტაძრის მხოლოდ უკანა დარბაზებია კლდეში გამოკვეთილი, პირველი დარბაზი კი თავისუფლად დგას ცის ქვეშ. რამსეს II-მ არც ძველი კლდის ტაძრის არქიტექტურა დაივიწყა, და მაგ. მისი ცნობილი ტაძარი აბუ სიმბელში კლასიკურ სპეოსს წარმოადგენს. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, კლდის ტაძრები ძირითადად ნუბიის ტერიტორიაზე მდებარეობს და მათი გაჩენა, როგორც ჩანს, პრაქტიკული (აგების სისწრაფის თვალსაზრისით) და არა რელიგიური მიზნით იყო ნაკარნახები.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები