დერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დერი − კოროსკოდან 16 კმ. დაშორებით (ქვედა ნუბიაში) რამსეს II-მ ააგო კლდის ტაძარი, სახელად „რამსესის ტაძარი რას სახლში“, რომელიც რას და თავის თავს მიუძღვნა. ეს არის ერთადერთი კლდის ტაძარი, რომელიც ფარაონმა ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე ააგო. ტაძრის პილონი დაკარგულია. ის შედგება ორი ჰიპოსტილური დარბაზის და სამგანყოფილებიანი წმინდათა წმინდა საკნისაგან, სადაც რას, პტახის და რამსეს II-ის ქანდაკებები იყო მოთავსებული. ასუანის კაშხალის აგებისას დერის ტაძარს ემუქრებოდა ჩაძირვა ნასერის ტბაში, ამიტომ ის სხვა, უფრო ამაღლებულ ადგილზე გადაიტანეს.