მასშტაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
* [[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | * [[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
* [[გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი]] | * [[გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:მათემატიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:მათემატიკური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:კარტოგრაფიული ტერმინები]] | [[კატეგორია:კარტოგრაფიული ტერმინები]] | ||
15:17, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია
მასშტაბი – რუკაზე, გეგმაზე ან ნახაზზე მოცემული ხაზების სიგრძის შეფარდება ამ ხაზით გამოხატულ ნამდვილ სიგრძესთან.
მთავარი მასშტაბი
(principal scale, nominal scale) - შეფარდება, რომელიც გამოსახავს, რამდენჯერ არის შემცირებული ელიფსოიდის ან სფეროს ზედაპირის ზომები რუკაზე. მთავარი მასშტაბი რუკას წარწერილი აქვს და ახასიათებს მხოლოდ ნულოვანი დამახინჯების ადგილს ან მიმართულებას. რუკის ყველა სხვა ადგილს აქვს კერძო მასშტაბი, რომელიც სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვაა. იგი მთავარ მასშტაბზე მეტი ან ნაკლებია კარტოგრაფიული პროექციის შესაბამისად. რუკაზე წარწერილი მასშტაბი 1: 15 000 000 ნიშნავს, რომ რუკის 1 სმ-ს ბუნებაში შეესაბამება 150 კმ. ტოპოგრაფიულ რუკას აქვს მხოლოდ მთავარი მასშტაბი.