ჰელანიკე მიტილენელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰელანიკე მიტილენელი''' – დროის მიხედვით უკანასკნელ [[ლოგოგრ...)
 
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
ჰელანიკეს ცხოვრების შესახებ ჩვენ ფაქტობრივად არაფერი ვიცით. რაც შეეხება მის მოღვაწეობას, იგი მეტად ნაყოფიერი და საკმაოდ საინტერესო ყოფილა. ცნობილი ბერძენი გეოგრაფი ერატოსთენე მას „მრავლისმთხრობელ კაცს“ უწოდებს, რაც უნდა  გულისხმობდეს მის მიერ დაწერილ შრომათა მრავალრიცხოვნობას. მართლაც მისი სახელით ცნობილია გენეალოგიური, ხოროგრაფიული და ქრონოლოგიური ნაშრომების საკმაოდ დიდი რაოდენობა.  
 
ჰელანიკეს ცხოვრების შესახებ ჩვენ ფაქტობრივად არაფერი ვიცით. რაც შეეხება მის მოღვაწეობას, იგი მეტად ნაყოფიერი და საკმაოდ საინტერესო ყოფილა. ცნობილი ბერძენი გეოგრაფი ერატოსთენე მას „მრავლისმთხრობელ კაცს“ უწოდებს, რაც უნდა  გულისხმობდეს მის მიერ დაწერილ შრომათა მრავალრიცხოვნობას. მართლაც მისი სახელით ცნობილია გენეალოგიური, ხოროგრაფიული და ქრონოლოგიური ნაშრომების საკმაოდ დიდი რაოდენობა.  
  
ჰელანიკე, ისევე როგორც მისი წინამორბედები, უფრო მეტად ლეგენდარული ისტორიით იყო დაინტერესებული, ვიდრე მისი თანამედროვე ამბებით. ცალკეული ქვეყნების ისტორიას ჰელანიკე გადმოგვცემს ჩვეულებრივ, ამა თუ იმ გმირის შთამომავლობის გენეალოგიურ ჩარჩოში. ასე მაგალითად, „ფორონევსის ისტორია“ არის არგოსის ისტორია, რამდენადაც ფორონევსმა (არგოსის მითურმა მეფემ), გადმოცემის თანახმად, ასწავლა არგოსელებს მიწათმოქმედება და [[ცეცხლი]]ს გამოყენება, დააწესა არგოსში ქალღმერთ [[ჰერა]]ს კულტი. „[[დევკალიონი]]ს ისტორია“ არის თესალიის ისტორია, აღწერილი დევკალიონის შთამომავლობის მიხედვით. „ტროას ამბებში“ მოთხრობილია ტროას ომის ისტორია და ა. შ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ნაწარმოებიდან მოაქვს დიონისე ჰალიკარნასელს (ძვ. წ. I ს. მწერალი) მოთხრობა ლეგენდარული [[ენეასი]]ს ტროადან იტალიაში გაქცევის შესახებ და შემდეგ უკავშირებს მას [[ლეგენდა]]ს [[რომი]]ს დაარსების შესახებ.  
+
ჰელანიკე, ისევე როგორც მისი წინამორბედები, უფრო მეტად ლეგენდარული ისტორიით იყო დაინტერესებული, ვიდრე მისი თანამედროვე ამბებით. ცალკეული ქვეყნების ისტორიას ჰელანიკე გადმოგვცემს ჩვეულებრივ, ამა თუ იმ გმირის შთამომავლობის გენეალოგიურ ჩარჩოში. ასე მაგალითად, „ფორონევსის ისტორია“ არის არგოსის ისტორია, რამდენადაც ფორონევსმა (არგოსის მითურმა მეფემ), გადმოცემის თანახმად, ასწავლა არგოსელებს მიწათმოქმედება და [[ცეცხლი]]ს გამოყენება, დააწესა არგოსში ქალღმერთ [[ჰერა]]ს კულტი. „[[დევკალიონი]]ს ისტორია“ არის თესალიის ისტორია, აღწერილი დევკალიონის შთამომავლობის მიხედვით. „ტროას ამბებში“ მოთხრობილია ტროას ომის ისტორია და ა. შ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ნაწარმოებიდან მოაქვს [[დიონისე ჰალიკარნასელი|დიონისე ჰალიკარნასელს]] (ძვ. წ. I ს. მწერალი) მოთხრობა ლეგენდარული [[ენეასი]]ს ტროადან იტალიაში გაქცევის შესახებ და შემდეგ უკავშირებს მას [[ლეგენდა]]ს [[რომი]]ს დაარსების შესახებ.  
  
 
მეცნიერული ინტერესი ამ მითოგრაფიული თხზულებებისადმი გამოწვეულია იმით, რომ, მიუხედავად ლეგენდარულ-მითოლოგიური გარემოსი, მათში მიიკვლევა  რაციონალური მარცვალი [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] მოსახლე უძველესი ტომების შესახებ.         
 
მეცნიერული ინტერესი ამ მითოგრაფიული თხზულებებისადმი გამოწვეულია იმით, რომ, მიუხედავად ლეგენდარულ-მითოლოგიური გარემოსი, მათში მიიკვლევა  რაციონალური მარცვალი [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] მოსახლე უძველესი ტომების შესახებ.         

მიმდინარე ცვლილება 21:07, 4 დეკემბერი 2024 მდგომარეობით

ჰელანიკე მიტილენელი – დროის მიხედვით უკანასკნელ ლოგოგრაფოსად ითვლება. მისი ცხოვრების თარიღის შესახებ არსებობს რამდენიმე ძველი ცნობა, მაგრამ ისინი იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომ დღემდე ვერ ხერხდება მათი ერთმანეთთან შეთანხმება.

იმპერატორ ნერონის თანამედროვე სწავლული ქალის პამფილას ცნობით, პელოპონესის ომის დაწყებისთვის ე.ი. ძვ.წ. 431 წლისთვის ჰელანიკე 65 წლის ყოფილა. ევრიპიდეს ბიოგრაფიის მიხედვით კი ჰელანიკე ევრიპიდესთან ერთად სალამანის ბრძოლის დღეს დაიბადა, ე.ი. ძვ.წ. 480 წელს. ცნობილი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანესბაყაყების“ სქოლიოდან ჩანს, რომ ჰელანიკე მიტილენელს ძვ.წ. 407-406 წლების ამბები უწერია, ხოლო პამფილას და ფსევდო-ლუკიანეს მონაცემთა ურთიერთშეჯერების შედეგად გამოდის, რომ ის 411-410 წლებში უნდა გარდაცვლილიყო.

ჰელანიკეს ცხოვრების შესახებ ჩვენ ფაქტობრივად არაფერი ვიცით. რაც შეეხება მის მოღვაწეობას, იგი მეტად ნაყოფიერი და საკმაოდ საინტერესო ყოფილა. ცნობილი ბერძენი გეოგრაფი ერატოსთენე მას „მრავლისმთხრობელ კაცს“ უწოდებს, რაც უნდა გულისხმობდეს მის მიერ დაწერილ შრომათა მრავალრიცხოვნობას. მართლაც მისი სახელით ცნობილია გენეალოგიური, ხოროგრაფიული და ქრონოლოგიური ნაშრომების საკმაოდ დიდი რაოდენობა.

ჰელანიკე, ისევე როგორც მისი წინამორბედები, უფრო მეტად ლეგენდარული ისტორიით იყო დაინტერესებული, ვიდრე მისი თანამედროვე ამბებით. ცალკეული ქვეყნების ისტორიას ჰელანიკე გადმოგვცემს ჩვეულებრივ, ამა თუ იმ გმირის შთამომავლობის გენეალოგიურ ჩარჩოში. ასე მაგალითად, „ფორონევსის ისტორია“ არის არგოსის ისტორია, რამდენადაც ფორონევსმა (არგოსის მითურმა მეფემ), გადმოცემის თანახმად, ასწავლა არგოსელებს მიწათმოქმედება და ცეცხლის გამოყენება, დააწესა არგოსში ქალღმერთ ჰერას კულტი. „დევკალიონის ისტორია“ არის თესალიის ისტორია, აღწერილი დევკალიონის შთამომავლობის მიხედვით. „ტროას ამბებში“ მოთხრობილია ტროას ომის ისტორია და ა. შ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ნაწარმოებიდან მოაქვს დიონისე ჰალიკარნასელს (ძვ. წ. I ს. მწერალი) მოთხრობა ლეგენდარული ენეასის ტროადან იტალიაში გაქცევის შესახებ და შემდეგ უკავშირებს მას ლეგენდას რომის დაარსების შესახებ.

მეცნიერული ინტერესი ამ მითოგრაფიული თხზულებებისადმი გამოწვეულია იმით, რომ, მიუხედავად ლეგენდარულ-მითოლოგიური გარემოსი, მათში მიიკვლევა რაციონალური მარცვალი საბერძნეთში მოსახლე უძველესი ტომების შესახებ.

ქრონოლოგიური ხასიათის ნაწარმოებებს ეკუთვნის ე. წ. „კარნეიონის გამარჯვებები“ და „ჰერას ქურუმი ქალები“.

პირველში მოთხრობილია კარნეონის დღესასწაულზე (საერთო დორიული დღესასწაული აპოლონის პატივსაცემად, რომელიც თავისებური სამხედრო ვარჯიშების ხასიათს ატარებდა) გამარჯვებულთა შესახებ და მოცემულია მათი ნუსხა. მეორე ნაწარმოებში მატიანეს ფორმით გადმოცემული იყო ელადის ისტორია. ქრონოლოგიის საფუძვლად აღებული იყო არგოსში ჰერას ტაძრის ქურუმ ქალთა სახელები, რომელთა მიხედვით აღინიშნებოდა თითოეული წელი.

ჰელანიკე მიტილენელმა შეაგროვა და სისტემაში მოიყვანა საბერძნეთის მითური ისტორიის უზარმაზარი მასალა. იგი იყო ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი ბერძენთა შორის, ვინც მითური ამბები დაამუშავა მათდამი სრული, შეულახავი რწმენისა და მათი ნამდვილად ისტორიულობის აღიარების საფუძველზე. ამასთან ერთად, მან პირველმა სცადა სისტემატური ისტორია მიეცა მთელი საბერძნეთისათვის, შეეერთებინა ერთ მთლიან მოთხრობად, ერთმანეთთან შეეთანხმებინა სხვადასხვა რიგისა და მიმართულების ლეგენდები და ტრადიციები.

ისტორიკოსისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ჰელანიკე მიტილენელის ნაშრომთა უკანასკნელი ჯგუფი – ხოროგრაფიული ნაწარმოებები. ასეთია „ეოლიის ისტორია“, „სპარსეთის ისტორია“, „ატიკის ისტორია“ და სხვ.

ამ ნაწარმოებებში მოცემული იყო ცალკეული ბერძნული ქალაქების დაარსების ისტორია და მათი თავგადასავალი უძველესი დროიდან ავტორის ხანამდე, აგრეთვე ცალკეული ბერძნული ოლქების ისტორია („ეოლიის ისტორია“) და ზოგიერთი სხვა ქვეყნის (მაგალითად, სპარსეთის) ისტორია.

ცალკე უნდა აღინიშნოს ჰელანიკეს ნაშრომი „ატიკის ისტორია". ეს პირველი ნაწარმოებია ბერძნულ ისტორიოგრაფიაში საბერძნეთის ამ უმთავრესი ოლქის შესახებ.

ფრაგმენტებში ჩვენ გვხვდება ჰელანიკეს შრომის კიდევ რამდენიმე დასახელება, მაგალითად, „ტომების შესახებ“ და სხვ.

ამჟამად ძნელია იმის დადგენა, ყველა ეს სახელწოდება ცალკე ნაწარმოების სათაური იყო, თუ ერთი შრომის ცალკეული თავებისა. შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ ჰელანიკე მითოგრაფად რჩება, მის ერთ–ერთ ძირითად წყაროს კვლავ მითები და ლეგენდები წარმოადგენენ, მაგრამ ამავე დროს ამ ნაშრომში მოიძებნება გარკვეული ცნობები ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათისა, რომელნიც სათანადოდ გაწმენდილი და შეჯერებულ-შემოწმებულნი გვაძლევენ, ცალკეულ შემთხვევაში, საკმაოდ საინტერესო ფაქტებს.

საკუთარი დაკვირვებები ამ შრომაში ნაკლებია იმ ფრაგმენტებში, რომლებშიაც აზიისა და, საერთოდ, აღმოსავლეთ ქვეყნების შესახებაა ცნობები. ეს არც იყო მოსალოდნელი, რადგან, როგორც ირკვევა, ჰელანიკეს ამ ქვეყნების შესწავლის მიზნით სპეციალურად არ უმოგზაურია. დასავლეთი ჰელანიკესთვის უკეთ უნდა ყოფილიყო ცნობილი. მისი ფრაგმენტები იტალიის, სიცილიის, ბალკანეთის ნახევარკუნძულისა და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროს ისეთი დაწვრილებითი აღწერაა, რაც გვავარაუდებინებს, რომ ამ ადგილთა აღმწერი მათი თვითმხილველია.

[რედაქტირება] წყარო

ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები