ლოგოგრაფოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოგოგრაფოსი – უძველეს ბერძენ ისტორიკოსთა წინამორბედებს, რომლებიც, განსხვავებით ძველი პოეტებისაგან (ჰომეროსი, ჰესიოდე), პროზით წერდნენ, ისტორიოგრაფიაში, ჩვეულებრივ, ლოგოგრაფოსებს უწოდებდნე. ეს ტერმინი პირველად თუკიდიდემ იხმარა ისტორიულ თემებზე მომუშავე იმ პროზაიკოსების მიმართ, რომლებიც მას წინ უსწრებდნენ, მაგრამ ნდობას კი ძალიან ნაკლებად იმსახურებდნენ. იგი წერს: „ლოგოგრაფოსები მოგვითხრობენ უფრო კეთილსმენისათვის, ვიდრე ჭეშმარიტებისათვის, ისეთ ამბებს, რომლებიც არ არის დამოწმებული და დროთა განმავლობაში დაუჯერებელი და ზღაპრული გახდა“.

ისტორიოგრაფიაში ეს ტერმინი ჰეროდოტეს წინ. ნაწილობრივ მისი თანამედროვე ისტორიულ თემებზე მომუშავე პროზაიკოსების აღსანიშნავად XIX. ს. დასაწყისში ფ. კროიცერმა შემოიღო.

ლოგოგრაფოსთა თხზულებები ჩვენამდე მოღწეულია მერმინდელ მწერალთა ნაშრომებში დაცულ ცალკეულ ფრაგმენტთა სახით. ეს ფრაგმენტები ყოველთვის ზუსტ ციტატებს, რასაკვირველია, არ წარმოადგენს და უმეტესწილად მხოლოდ საერთო აზრის მიახლოებით მოცემას შეიცავს. ლოგოგრაფოსთა ნაშრომების ასეთი ფრაგმენტული მდგომარეობა ერთგვარად აძნელებს მათ შესახებ ზუსტი წარმოდგენის შექმნას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ფრაგმენტები, იმ მწერალთა დახასიათებასთან ერთად, რომელთაც ხელთ ჰქონიათ ეს უძველესი ისტორიული შრომები, მაინც, გვაძლევენ საშუალებას, შევაფასოთ ლოგოგრაფოსთა მოღვაწეობა.

ლოგოგრაფოსთა თხზულებები ისტორიულ-მითოლოგიური და გეოგრაფიული შინაარსისაა და შეიცავენ ადგილობრივ ქრონიკებს, თქმულებებს ქალაქთა დაარსების შესახებ, გმირთა და ბერძნულ არისტოკრატიულ გვართა გენეალოგიებს და დედამიწის აღწერილობას. ეს ნაწარმოებები თავისი თემატიკით ჯერ კიდევ საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული ძველ პოეტურ, ეპიკურ თხზულებებთან.

ეპოსი, ე. ი, ზეპირი ხალხური გადმოცემები, ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს ლოგოგრაფოსებისათვის, საიდანაც იღებენ ისინი თემატიკას. ამიტომ არის, რომ მითებსა და ლეგენდებს დიდი ადგილი უჭირავთ ლოგოგრაფოსთა ნაწარმოებებში ლოგოგრაფოსები ვერ ახერხებდნენ მითისა ღა სინამდვილის გარჩევას, ისინი ზღაპრულ გადმოცემებს აღიქვამდნენ როგორც ჭეშმარიტ ისტორიულ ფაქტებს, მხოლოდ ცდილობდნენ მათ გაწმენდას მითიური სამოსლისაგან.

როგორც ლიტერატურის სხვა ჟანრები უძველესი საისტორიო პროზაც არისტოკრატიის ინტერესებს ემსახურებოდა, ამ მიზნით იწერებოდა გენეალოგიური შინაარსის ნაწარმოებები, რომლებშიც ლოგოგრაფოსები ამ გვარების ძველ ლეგენდარულ გმირებთან დაკავშირებას ცდილობდნენ. ცხადია, არც ამ ხასიათის ნაწარმოებები შეიძლება ისტორიულად სანდოდ იყოს მიჩნეული.

მაგრამ, ამის პარალელურად, ლოგოგრაფოსთა ნაშრომებში უკვე ვხვდებით ისეთ ელემენტებს, რომლებიც მათ სწორედ ისტორიკოსებთან აახლოებს. ესაა, პრიმიტიული კრიტიკის ჩანასახები მათ კვლევაში, საკმაოდ დაწვრილებითი აღწერა როგორც ბერძნული მიწა-წყლისა, ისე სხვა ქვეყნებისა, „ხვადასხვა ტომებისა და მათი ზნე–ჩვეულებებსა, აღწერილობის დროს მითოლოგიური მასალისა და ლეგენდა გადმოცემების გვერდით, მოგზაურთა ცნობების და პირადი დაკვირვებების, ზოგჯერ კი – დოკუმენტური მასალების გამოყენება. ზო– გიერთი ლოგოგრაფოსი, მაგალითად, იყენებს ქურუმთა სიებს, მოხელეთა ნუსხებს, წარწერებს და სხვ.

ლოგოგრაფოსთა თხზულებების ასეთი ორმაგი ხასიათი აძნელებს მათ მეცნიერულ გამოყენებას, მაგრამ. მითოლოგიურ-ლეგენდარული სამოსლის ჩამოშორების შემდეგ, ცნობებისადმი მკაცრი კრიტიკული მიდგომით ლოგოგრაფოსთა მონაცემებში უდავოდ ხერხდება ფრიად მნიშვნელოვანი რაციონალური მარცვლის მოძებნა.

ჩვენამდე მოღწეულია დაახლოებით 30 ლოგოგრაფოსის სახელი, მაგრამ უმეტესობის ნაწარმოებები მთლიანად დაკარგულია და მათ შესახებაც არაფერია ცნობილი.

კადმოსი მილეთიდან

წყარო

ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები