იოფე აბრამ
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
იოფე იყო ბევრი სასწავლო სახელმძღვანელოსა და წიგნის ავტორი. სარგებლობდა მსოფლიო სახელით, მონაწილეობდა მრავალი საერთაშორისო მეცნიერული კონფერენციების მუშაობაში. დაკავშირებული იყო და მეგობრობდა [[პლანკი მაქს|პლანკთან]], რენტგენთან, [[აინშტაინი ალბერტ|აინშტაინთან]], [[მარია სკლოდოვსკა-კიური|მარია სკლოდოვსკა-კიურთან]] და [[მილიკენი რობერტ|მილიკენთან]]. | იოფე იყო ბევრი სასწავლო სახელმძღვანელოსა და წიგნის ავტორი. სარგებლობდა მსოფლიო სახელით, მონაწილეობდა მრავალი საერთაშორისო მეცნიერული კონფერენციების მუშაობაში. დაკავშირებული იყო და მეგობრობდა [[პლანკი მაქს|პლანკთან]], რენტგენთან, [[აინშტაინი ალბერტ|აინშტაინთან]], [[მარია სკლოდოვსკა-კიური|მარია სკლოდოვსკა-კიურთან]] და [[მილიკენი რობერტ|მილიკენთან]]. | ||
+ | |||
+ | გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. | ||
მიმდინარე ცვლილება 01:10, 13 იანვარი 2025 მდგომარეობით
აბრამ იოფე – (რუს. Абра́м Фёдорович Ио́ффе, 1880 - 1960), რუსი ფიზიკოსი.
იოფემ 22 წლის ასაკში დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შემდეგ განათლების მიღება გერმანიაში გააგრძელა. 1905 წელს მიუნხენის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე ხანს მუშაობდა რენტგენის ხელმძღვანელობით, მაგრამ 1906 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო ფიზიკის კითხვა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ამასთან ერთად აგრძელებდა მეცნიერულ მუშაობას, რომლის შედეგსაც ფოტოეფექტის შესწავლასთან დაკავშირებული გამოკვლევები წარმოადგენდა. სწავლობდა კათოდური სხივების მაგნიტურ ველს, აგრეთვე კვარცის მექანიკურსა და ელექტრულ თვისებებს.
ომის დროს იოფე როგორც სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე თავმჯდომარე ატარებდა საორგანიზაციო სამუშაოებს საბჭოთა არმიის საჭიროებათა უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, ფიქრობდა მომავალზე და ყველაფერს აკეთებდა მეცნიერული კადრების შენარჩუნებისათვის.
იწყება რევოლუცია და იოფე ყოველგვარი მერყეობის გარეშე საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე დგება. მიუხედავად სიძნელეებისა, მიუხედავად სამოქალაქო ომისა და ინტერვენციისა, მეცნიერების საკითხები არ ინაცვლებს მეორე რიგში. უკვე 1918 წელს იოფე ლენინგრადში აყალიბებს ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტს, შემდგომ წლებში კი გამოდის ასეთივე ინსტიტუტის შექმნის ინიციატორად ხარკოვში, სვერდლოვსკში და სხვა ქალაქებში. მეცნიერული დაწესებულებების ორგანიზაციასთან დაკავშირებული გაძლიერებული მუშაობა ხელს არ უშლის იოფეს უშუალოდ მონაწილეობდეს გამოკვლევებში. როდესაც ლენინმა წამოაყენა რუსეთის ელექტროფიკაციის გეგმა (გოელრო), რომლის გადაწყვეტა, სხვათა შორის, მაღალხარისხოვან საიზოლაციო მასალას მოითხოვდა, იოფემ მაშინვე ხელი მოჰკიდა ამ საკითხებს.
როცა სოფლის მეურნეობის მიერ მეცნიერების წინაშე წაყენებულ საკითხებს ამუშავებდა, იოფეს საჭიროდ მიაჩნდა პერსპექტიული გამოკვლევები, რომლებიც წინ უსწრებდნენ იმდროინდელ მოთხოვნებს. მისი ინიციატივით 30-იან წლებში ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნათ სპეციალური ჯგუფი, რომელიც ბირთვული ფიზიკის საკითხებზე მუშაობდა. შეიქმნა აგრეთვე ნახევარგამტარების ლაბორატორია. ნაკლებადაა ცნობილი აგრეთვე ის ფაქტი, რომ ომამდელ წლებში იოფე აწარმოებდა რადიოლოკაციის საფუძვლების თეორიულ დამუშავებას.
ომის შემდგომ წლებში ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, დაიწყო ნახევარგამტართა ფიზიკის ინტენსიური განვითარება (რომლის თვალსაჩინო მაგალითია ტრანზისტორების გამოგონება). იოფემ შექმნა ლენინგრადში სპეციალური ნახევარგამტართა ინსტიტუტი. როგორც ცნობილია, ამ დარგში გამოკვლევებს იოფე ომამდეც აწარმოებდა. მაშინ მას აინტერესებდა ნახევარგამტართა გამოყენება ელექტრული ენერგიის თერმორეგულატორებად.
იოფე იყო ბევრი სასწავლო სახელმძღვანელოსა და წიგნის ავტორი. სარგებლობდა მსოფლიო სახელით, მონაწილეობდა მრავალი საერთაშორისო მეცნიერული კონფერენციების მუშაობაში. დაკავშირებული იყო და მეგობრობდა პლანკთან, რენტგენთან, აინშტაინთან, მარია სკლოდოვსკა-კიურთან და მილიკენთან.
გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.