ეგვიპტური ყანჩა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Egvipturi yancha.PNG|thumb|ეგვიპტური ყანჩა]] | ||
'''ეგვიპტური ყანჩა''' (''ლათ''. Bubulcus ibis Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ყანჩისებრნი|ყანჩისებრთა]] ოჯახისა. საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 235–260 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 50-65 მმ., სქესობრივი დიმორფიზმი. სიდიდესა და შეფერილობაში თითქმის არაა გამოხატული. ორივე სქესის ფრინველი სუფთა თეთრია, მაგრამ წაგრძელებული და დაცარული (მომრთველი) ბუმბულები თავზე, კისერსა და ზურგზე მოჩალისფრო-ღვინისფერია. ასეთივე ბუმბულების კონა არის მკერდის ზედა ნაწილზეც. ნისკარტი ყვითელია, მხოლოდ ძირშია იგი წითელი. სახეზე ტიტველი ადგილები მოცისფროა. თვალების ირგვლივ ტიტველი წრეებიც წითელია. ფეხები მუქი წითელი ან მომწვანო-ყვითელია. დედალი განსხვავდება მამლისაგან იმით, რომ მომრთველი ბუმბულები ნაკლებადაა განვითარებული. ზამთარში მომრთველი ბუმბულები არც მამალს აღარ აქვს და ბუმბულსაფარველი მთლიანად თეთრია, მხოლოდ თავზეა შერჩენილი ქარცი ფერი. | '''ეგვიპტური ყანჩა''' (''ლათ''. Bubulcus ibis Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ყანჩისებრნი|ყანჩისებრთა]] ოჯახისა. საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 235–260 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 50-65 მმ., სქესობრივი დიმორფიზმი. სიდიდესა და შეფერილობაში თითქმის არაა გამოხატული. ორივე სქესის ფრინველი სუფთა თეთრია, მაგრამ წაგრძელებული და დაცარული (მომრთველი) ბუმბულები თავზე, კისერსა და ზურგზე მოჩალისფრო-ღვინისფერია. ასეთივე ბუმბულების კონა არის მკერდის ზედა ნაწილზეც. ნისკარტი ყვითელია, მხოლოდ ძირშია იგი წითელი. სახეზე ტიტველი ადგილები მოცისფროა. თვალების ირგვლივ ტიტველი წრეებიც წითელია. ფეხები მუქი წითელი ან მომწვანო-ყვითელია. დედალი განსხვავდება მამლისაგან იმით, რომ მომრთველი ბუმბულები ნაკლებადაა განვითარებული. ზამთარში მომრთველი ბუმბულები არც მამალს აღარ აქვს და ბუმბულსაფარველი მთლიანად თეთრია, მხოლოდ თავზეა შერჩენილი ქარცი ფერი. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:34, 30 იანვარი 2025 მდგომარეობით
ეგვიპტური ყანჩა (ლათ. Bubulcus ibis Linnaeus, 1758) – ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 235–260 მმ-ია, ნისკარტი – 50-65 მმ., სქესობრივი დიმორფიზმი. სიდიდესა და შეფერილობაში თითქმის არაა გამოხატული. ორივე სქესის ფრინველი სუფთა თეთრია, მაგრამ წაგრძელებული და დაცარული (მომრთველი) ბუმბულები თავზე, კისერსა და ზურგზე მოჩალისფრო-ღვინისფერია. ასეთივე ბუმბულების კონა არის მკერდის ზედა ნაწილზეც. ნისკარტი ყვითელია, მხოლოდ ძირშია იგი წითელი. სახეზე ტიტველი ადგილები მოცისფროა. თვალების ირგვლივ ტიტველი წრეებიც წითელია. ფეხები მუქი წითელი ან მომწვანო-ყვითელია. დედალი განსხვავდება მამლისაგან იმით, რომ მომრთველი ბუმბულები ნაკლებადაა განვითარებული. ზამთარში მომრთველი ბუმბულები არც მამალს აღარ აქვს და ბუმბულსაფარველი მთლიანად თეთრია, მხოლოდ თავზეა შერჩენილი ქარცი ფერი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება დასავლური ეგვიპტური ყანჩა – B. i. ibis Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ესპანეთის სამხრეთ ნაწილს, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას და იაპონიას; აფრიკას, საჰარის გამოკლებით; ჩრდილოეთ ამერიკაში – ფლორიდის ნახევარკუნძულს და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. სსრ კავშირში მოიპოვება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში და სამხრეთ-დასავლეთ თურქმენეთში. შემჩნეულია მისი ბუდობა ვოლგის დელტასთან. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ჭალები, ნოტიო მდელოები და ჭაობები ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე, სადაც კარგადაა განვითარებული მცენარეული საფარი – ლელქაში, ლერწამი და ბუჩქნარები.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ხეებზე ან ლელქაშში. ერთ დიდ ხეზე შეიძლება იყოს 20 და მეტი საკმაოდ მარტივი ბუდე. მაისში დებს 79 კვერცხს. გამოჩეკასა და მართვეების აღზრდაში მონაწილეობს მამალიც. საინკუბაციო პერიოდი 22 დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
სხვა ყანჩების მსგავსად, იკვებება მხოლოდ ცხოველური საკვებით – მწერებით, მოლუსკებით, თავკომბალებით და სხვა ცხოველებით. საძოვრებზე ხშირად ასხდებიან ზურგზე შინაურ ცხოველებს, სადაც ამოკენკავენ ტკიპებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.