შავჩიჩახვა ღორიხვა
(ახალი გვერდი: '''შავჩიჩახვა ღორიხვა (Gavia arctica Linnaeus), 1758''' − წითელჩიჩახვა ღორიხვაზე ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''შავჩიჩახვა ღორიხვა (Gavia arctica Linnaeus | + | '''შავჩიჩახვა ღორიხვა (Gavia arctica Linnaeus, 1758)''' − [[წითელჩიჩახვა ღორიხვა]]ზე დიდი ზომისაა, ფრთა 270-360 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 45-70 მმ, წონა მამლისა 3,5 კგ, ხოლო დედლისა − 2,5 კგ-მდე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის დორსალური მხარე გამრავლების პერიოდში უმეტესად შავია, მომწვანო-იისფერი ელვარებით და ზურგზე ფართო თეთრი ლაქებით. თავისა და კისრის ზედა მხარე კი ნაცრისფერია. ყელი და კისრის წინა მხარის ზემო ნაწილი შავია, მომწვანო-მეწამული ელვარებით. [[ფაილი:SavCiCaxva Rorixva.PNG|thumb|'''შავჩიჩახვა ღორიხვა'''|250პქ]] ყელის უკანა ნაწილში განივად თეთრი წინწკლებია განლაგებული, ხოლო კისრის გვერდებზე გასწვრივი თეთრი ზოლების მწკრივებია. ნისკარტი შავია. ფეხები გარეთა მხარეს შავია, ხოლო შიგნითა მხარეს − მოცისფრო-რუხი. ზამთარში სხეულის დორსალური მხარე მურა-მოშავოა. თავი და კისერი ზემოდან მურა ფერისაა. ვენტრალური მხარე, ლოყების და კისრის წინა ნაწილის ჩათვლით თეთრია. კისრისა და სხეულის გვერდები მურაა. კუდის ქვემო მფარავებზე არის მუქი მურა ფერის განივი ზოლები. |
| − | აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული შავჩიჩახვა ღორიხვა | + | აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული შავჩიჩახვა ღორიხვა − G. a. arctica Linn., 1758. |
| − | + | =====გავრცელება===== | |
| + | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის არქტიკულ, სუბარქტიკულ და ბორეალურ ზონებს. ევროპაში სამხრეთით სსრკ შუა ზოლამდე, აზიაში − ბალხაშამდე, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთამდე და სახალინამდე. ჩრდილოეთით მოიპოვება კონტინენტის ფარგლებში და ყინულოვანი ოკეანის კუნძულებზე. ამერიკაში − გრენლანდია, ბრიტანეთის კოლუმბია და ჩრდილო-დასავლეთი ალასკა. ზამთრობით არარეგულარულად მოიპოვება შუა ევროპამდე, შავ და კასპიის ზღვებამდე. საქართველოში გვხვდება ზამთრობით. | ||
| − | + | =====ბიოტოპი===== | |
| + | ბუდობის პერიოდში ბინადრობს კონტინენტურ წყალსატევებზე, ბარისა თუ მთების ტბებზე, ხოლო ზამთრობით − ზღვების სანაპირო ზოლში. | ||
| − | + | =====გამრავლება===== | |
| + | ტიხტიხი ტუნდრაში იწყება მაისის ბოლოს. უფრო სამხრეთით − ერთი თვით ადრე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყლის უშუალო სიახლოვეს. ბუდე მარტივია, ზოგჯერ ამოფენილია მცენარეული მასალით. გამონაკლის შემთხვევაში აკეთებს მცურავ ბუდესაც. ბუდობა შუა ზოლში აპრილის შუა რიცხვებში, სამხრეთით, ბალხაშზე − აპრილის ბოლოს, ტუნდრაში − ივნისის შუა რიცხვებში. ამგვარად, გამრავლების თარიღები განსხვავებულია ზონალობის მიხედვით, რაც დამოკიდებულია წყალსატევების ყინულისაგან განთავისუფლების ვადებზე. დებს 1-2, იშვიათად 3 კვერცხს. კვერცხებს დებს 48 საათის შუალედებით. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 25 დღემდე აღწევს. | ||
| − | კვება | + | =====კვება===== |
| + | ძირითადი საკვებია თევზები, რომელთაც მოიპოვებს ჩაყვინთვით. წყლის ქვეშ შეუძლია გაძლოს 2 წუთს. ამ დროს ცურავს არა მარტო ფეხების დახმარებით, არამედ ზოგჯერ იშველიებს ფრთებსაც. დამატებით საკვებს წარმოადგენს ნაირგვარი უხერხემლოები. | ||
| + | |||
| + | =====მნიშვნელობა===== | ||
| + | შავჩიჩახვა ღორიხვას პრაქტიკული მნიშვნელობა დიდი არაა. ზოგჯერ, როცა იგი ბევრია წყალსატევზე, შეუძლია ზიანის მოტანა თევზის მეურნეობისათვის. მასზე იშვიათად ნადირობენ, უმთავრესად ტყავისათვის და არა ხორცისათვის, რომელიც მდარე ხარისხისაა. | ||
| − | |||
'''იხილე აგრეთვე''' | '''იხილე აგრეთვე''' | ||
*[[ღორიხვასნაირნი]] | *[[ღორიხვასნაირნი]] | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 17:23, 30 იანვარი 2025 მდგომარეობით
შავჩიჩახვა ღორიხვა (Gavia arctica Linnaeus, 1758) − წითელჩიჩახვა ღორიხვაზე დიდი ზომისაა, ფრთა 270-360 მმ-ია, ნისკარტი − 45-70 მმ, წონა მამლისა 3,5 კგ, ხოლო დედლისა − 2,5 კგ-მდე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის დორსალური მხარე გამრავლების პერიოდში უმეტესად შავია, მომწვანო-იისფერი ელვარებით და ზურგზე ფართო თეთრი ლაქებით. თავისა და კისრის ზედა მხარე კი ნაცრისფერია. ყელი და კისრის წინა მხარის ზემო ნაწილი შავია, მომწვანო-მეწამული ელვარებით. ყელის უკანა ნაწილში განივად თეთრი წინწკლებია განლაგებული, ხოლო კისრის გვერდებზე გასწვრივი თეთრი ზოლების მწკრივებია. ნისკარტი შავია. ფეხები გარეთა მხარეს შავია, ხოლო შიგნითა მხარეს − მოცისფრო-რუხი. ზამთარში სხეულის დორსალური მხარე მურა-მოშავოა. თავი და კისერი ზემოდან მურა ფერისაა. ვენტრალური მხარე, ლოყების და კისრის წინა ნაწილის ჩათვლით თეთრია. კისრისა და სხეულის გვერდები მურაა. კუდის ქვემო მფარავებზე არის მუქი მურა ფერის განივი ზოლები.აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული შავჩიჩახვა ღორიხვა − G. a. arctica Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის არქტიკულ, სუბარქტიკულ და ბორეალურ ზონებს. ევროპაში სამხრეთით სსრკ შუა ზოლამდე, აზიაში − ბალხაშამდე, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთამდე და სახალინამდე. ჩრდილოეთით მოიპოვება კონტინენტის ფარგლებში და ყინულოვანი ოკეანის კუნძულებზე. ამერიკაში − გრენლანდია, ბრიტანეთის კოლუმბია და ჩრდილო-დასავლეთი ალასკა. ზამთრობით არარეგულარულად მოიპოვება შუა ევროპამდე, შავ და კასპიის ზღვებამდე. საქართველოში გვხვდება ზამთრობით.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბუდობის პერიოდში ბინადრობს კონტინენტურ წყალსატევებზე, ბარისა თუ მთების ტბებზე, ხოლო ზამთრობით − ზღვების სანაპირო ზოლში.
[რედაქტირება] გამრავლება
ტიხტიხი ტუნდრაში იწყება მაისის ბოლოს. უფრო სამხრეთით − ერთი თვით ადრე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყლის უშუალო სიახლოვეს. ბუდე მარტივია, ზოგჯერ ამოფენილია მცენარეული მასალით. გამონაკლის შემთხვევაში აკეთებს მცურავ ბუდესაც. ბუდობა შუა ზოლში აპრილის შუა რიცხვებში, სამხრეთით, ბალხაშზე − აპრილის ბოლოს, ტუნდრაში − ივნისის შუა რიცხვებში. ამგვარად, გამრავლების თარიღები განსხვავებულია ზონალობის მიხედვით, რაც დამოკიდებულია წყალსატევების ყინულისაგან განთავისუფლების ვადებზე. დებს 1-2, იშვიათად 3 კვერცხს. კვერცხებს დებს 48 საათის შუალედებით. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 25 დღემდე აღწევს.
[რედაქტირება] კვება
ძირითადი საკვებია თევზები, რომელთაც მოიპოვებს ჩაყვინთვით. წყლის ქვეშ შეუძლია გაძლოს 2 წუთს. ამ დროს ცურავს არა მარტო ფეხების დახმარებით, არამედ ზოგჯერ იშველიებს ფრთებსაც. დამატებით საკვებს წარმოადგენს ნაირგვარი უხერხემლოები.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
შავჩიჩახვა ღორიხვას პრაქტიკული მნიშვნელობა დიდი არაა. ზოგჯერ, როცა იგი ბევრია წყალსატევზე, შეუძლია ზიანის მოტანა თევზის მეურნეობისათვის. მასზე იშვიათად ნადირობენ, უმთავრესად ტყავისათვის და არა ხორცისათვის, რომელიც მდარე ხარისხისაა.
იხილე აგრეთვე