ორბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Orbi.jpg|thumb|250პქ|'''ორბი''' <br />ფოტო ი. მაჭარაშვილი]]
 
[[ფაილი:Orbi.jpg|thumb|250პქ|'''ორბი''' <br />ფოტო ი. მაჭარაშვილი]]
 
'''ორბი''' (ლათ. Gyps fulvus Hablizl, 1783) − ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახისა [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − ორბი.  
 
+
* კლასი - ფრინველები (AVES)
 +
* რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
 +
* ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
 +
* გვარი - ორბი (Gyps)
 +
* [[სახეობა (ბიოლოგია)|სახეობა]] - Gyps fulvus
 
ორბი [[მძორისმჭამელი ფრინველები|მძორისმჭამელ ფრინველს]] წარმოადგენს. დიდი ზომის ფრინველია, სიგრძე თავიდან კუდამდე 95-105 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 245-270 სანტიმეტრია. ფრთა 650-760 მმ-ია, კუდი — 310-340 მმ, იწონის 7-9,5 კგ-ს. მდედრი დიდია მამრზე. სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება არაა. ზრდასრული (4 და მეტი წლის) ფრინველის თავი და კისერი დაფარულია მოთეთრო ფერის მოკლე ღინღლით. სხეულის ზემო მხარე ჩალისფერია, მოვერცხლისფრო ელფერით. კუდზედა ბუმბულებზე არის ღერძულა ნათელი ლაქები. სხეულის ქვემო მხარე, ზურგის მხარეზე
 
უფრო მუქი, მოქარცისფრო-მუარაა, ნათელი ღერძულა ლაქებით. ჩიჩახვის არეში მოწაბლისფროა. მომქნევები და საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა, კუდი ოდნავ მომრგვალებული. [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] მოყვითალო-ოქისფერია, ცვილანა — მოშავო, ფეხები — ნაცრისფერი. მეორე რიგის მომქნევები პირველი რიგის მომქნევებზე ოდნავ მოკლეა. მოგრძო და ვიწრო ნესტოები ნისკარტის განივად არის განლაგებული. ახალგაზრდები მოზრდილებზე უფრო მუქია.
 
ხაზი 33: ხაზი 37:
 
*[[აფთარი, გიურზა და სხვები]]
 
*[[აფთარი, გიურზა და სხვები]]
 
*[[ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი]]
 
*[[ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი]]
**[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
+
*[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]

მიმდინარე ცვლილება 16:54, 17 თებერვალი 2025 მდგომარეობით

ორბი
ფოტო ი. მაჭარაშვილი

ორბი (ლათ. Gyps fulvus Hablizl, 1783) − ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ორბი.

  • კლასი - ფრინველები (AVES)
  • რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
  • ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
  • გვარი - ორბი (Gyps)
  • სახეობა - Gyps fulvus

ორბი მძორისმჭამელ ფრინველს წარმოადგენს. დიდი ზომის ფრინველია, სიგრძე თავიდან კუდამდე 95-105 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 245-270 სანტიმეტრია. ფრთა 650-760 მმ-ია, კუდი — 310-340 მმ, იწონის 7-9,5 კგ-ს. მდედრი დიდია მამრზე. სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება არაა. ზრდასრული (4 და მეტი წლის) ფრინველის თავი და კისერი დაფარულია მოთეთრო ფერის მოკლე ღინღლით. სხეულის ზემო მხარე ჩალისფერია, მოვერცხლისფრო ელფერით. კუდზედა ბუმბულებზე არის ღერძულა ნათელი ლაქები. სხეულის ქვემო მხარე, ზურგის მხარეზე უფრო მუქი, მოქარცისფრო-მუარაა, ნათელი ღერძულა ლაქებით. ჩიჩახვის არეში მოწაბლისფროა. მომქნევები და საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა, კუდი ოდნავ მომრგვალებული. ნისკარტი მოყვითალო-ოქისფერია, ცვილანა — მოშავო, ფეხები — ნაცრისფერი. მეორე რიგის მომქნევები პირველი რიგის მომქნევებზე ოდნავ მოკლეა. მოგრძო და ვიწრო ნესტოები ნისკარტის განივად არის განლაგებული. ახალგაზრდები მოზრდილებზე უფრო მუქია.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ორბი — G. f.fulvus Habl., 1783.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაშიალჟირს, მაროკოს, ეგვიპტეს, ეთიოპიასა და სუდანს; ევროპაში — პირენეის ნახევარკუნძულს, სამხრეთ საფრანგეთს, სიცილიას, სარდინიას, კვიპროსს, იუგოსლავიას, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ბესარაბიას, ყირიმსა და კავკასიას; აზიაშითურქმენეთის, ალტაის, ცენტრალური აზიის, ტიბეტისა და ჰიმალაის მთებს, პალესტინას, ირანს, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთს. ყველგან მობინადრეა, მათ შორის საქართველოშიც.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს მშრალი, გაშლილი ლანდშაფტი დაბლობებსა და მთებშიც, სადაც არის ბუდობისათვის ხელსაყრელი რელიეფი შედარებით მყარი ქანებისაგან შექმნილი კლდოვანი ფლატეებით (კლდეები, გორაკები, ფლატეები). კავკასიის მთებში ადის 2750 მ-მდე ზ. დ.

[რედაქტირება] გამრავლება

შეწყვილება მიმდინარეობს ზამთარში (იანვარში) და გრძელდება აპრილამდე. ბუდეს იკეთებს კლდეებზე, ფლატეებზე, გორაკების ვერტიკალური ფერდობების ღრმულებში. ბუდობს ჯგუფურად ან პატარა კოლონიებად. ბუდეები, როგორც წესი, ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფეფებს წარმოქმნიან. აპრილის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 55 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ორბის ძირითადი საკვებია დიდი ზომის ცხოველთა ლეში. პირველ რიგში ჭამს შიგნეულს, ხოლო შემდეგ ხორცს შიგნიდან ტყავსა და ძვლებს ხელუხლებლად ტოვებს. შეუძლია ერთ ჯერზე იმდენი შეჭამოს, რომ ვეღარ აფრინდეს. სამაგიეროდ უჭმელადაც დიდხანს ძლებს. ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის, ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომლითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან, სადაც მისი ტყავი დაზიანებულია. ცხოვრების ასეთი ნირის გამო წარმოადგენს ბუნების სანიტარს. ორბი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, როგორც სპორადულად გავრცელებული სახეობა.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

ორბი მიჩნეულია სასარგებლო ფრინველად, რამდენადაც მიდამოებს ასუფთავებს ეპიზოოტიის შედეგად დაცემულ ცხოველთა ლეშისაგან.

[რედაქტირება] ორბი ბიბლიური ფრინველი

რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმაჲ შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. 102,5)

ამ შემთხვევაში ფსალმუნში ნაგულისხმევია მითიური ფრინველი „ფენიქსი“ (ქართულად „ორბი“), რომელიც ბერძნების წარმოდგენით ხუთას წელიწადში ერთხელ მოფრინდებოდა ხოლმე არაბეთიდან ეგვიპტეში. მითის თანახმად, როდესაც ფენიქსი 500, 1461 და 7006 წლის გახდა - თავი დაიწვა, შემდეგ ფერფლიდან განახლებულ-გაახალგაზრდავებული აღსდგა და კვლავ განაგრძო ცხოვრება. ამიტომ გალობს ფსალმუნი:

„განახლდეს ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი“

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები