მყივანი არწივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მყივანი არწივა''' (ლათ. Aquila clanga Pallas, 1811) − ფრინველი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახიდან. საშუალო სიდიდის არწივია, ფრთა 490-545 მმ-ია, ნისკარტზედას სიმაღლე ცვილანის წინ − 17-19 მმ, კუდი − 230-270 მმ, წონა − 1600-3200 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. სამი წლისა და მეტი ხნის ფრინველი თითქმის მთლიანად შავია. მხოლოდ კუდის ყველაზე დიდი მფარავები და გალოს ზოგიერთი ბუმბული არის მოთეთრო-ჟანგმიწისფერი. შავი ფერის მომქნევების შიგნითა მარაოები ძირში ღია ფერისაა. საჭის ბუმბულები მუქი მურაა, ზოგჯერ განივი ზოლებით. იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ღია ფერის ვარიაციები, სადაც მურა ფერი შეცვლილია ჟანგმიწისფერ-მოყვითალო შეფერილობით. [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] და ბრჭყალები შავია, ცვილანა და თათი — [[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]]. გარეთა მარაოები ამოკვეთილი აქვთ II-VII, ხოლო შიგნითა მარაოები − I-VI  მომქნევებს.
+
[[ფაილი:Myivani arwivi.PNG|thumb|200პქ|მყივანი არწივი]]
 +
'''მყივანი არწივი''' (ლათ. Aquila clanga Pallas, 1811) − ფრინველი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახიდან. საშუალო სიდიდის არწივია, ფრთა 490-545 მმ-ია, ნისკარტზედას სიმაღლე ცვილანის წინ − 17-19 მმ, კუდი − 230-270 მმ, წონა − 1600-3200 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. სამი წლისა და მეტი ხნის ფრინველი თითქმის მთლიანად შავია. მხოლოდ კუდის ყველაზე დიდი მფარავები და გალოს ზოგიერთი ბუმბული არის მოთეთრო-ჟანგმიწისფერი. შავი ფერის მომქნევების შიგნითა მარაოები ძირში ღია ფერისაა. საჭის ბუმბულები მუქი მურაა, ზოგჯერ განივი ზოლებით. იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ღია ფერის ვარიაციები, სადაც მურა ფერი შეცვლილია ჟანგმიწისფერ-მოყვითალო შეფერილობით. [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] და ბრჭყალები შავია, ცვილანა და თათი — [[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]]. გარეთა მარაოები ამოკვეთილი აქვთ II-VII, ხოლო შიგნითა მარაოები − I-VI  მომქნევებს.
  
 
====გავრცელება====  
 
====გავრცელება====  

მიმდინარე ცვლილება 19:22, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

მყივანი არწივი

მყივანი არწივი (ლათ. Aquila clanga Pallas, 1811) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის არწივია, ფრთა 490-545 მმ-ია, ნისკარტზედას სიმაღლე ცვილანის წინ − 17-19 მმ, კუდი − 230-270 მმ, წონა − 1600-3200 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. სამი წლისა და მეტი ხნის ფრინველი თითქმის მთლიანად შავია. მხოლოდ კუდის ყველაზე დიდი მფარავები და გალოს ზოგიერთი ბუმბული არის მოთეთრო-ჟანგმიწისფერი. შავი ფერის მომქნევების შიგნითა მარაოები ძირში ღია ფერისაა. საჭის ბუმბულები მუქი მურაა, ზოგჯერ განივი ზოლებით. იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ღია ფერის ვარიაციები, სადაც მურა ფერი შეცვლილია ჟანგმიწისფერ-მოყვითალო შეფერილობით. ნისკარტი და ბრჭყალები შავია, ცვილანა და თათი — ყვითელი. გარეთა მარაოები ამოკვეთილი აქვთ II-VII, ხოლო შიგნითა მარაოები − I-VI მომქნევებს.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, მისი უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილის გამოკლებით, დუნაისა და ელბის აუზებიდან ზღვისპირეთამდე და ჰუანჰეს დაბლობამდე. ჩრდილოეთი საზღვარი გადის მდ. პეჩორის შუა დინებაზე, ირტიშისა და ანგარის დაბლობზე, ბაიკალის ნაპირებსა და ხაბაროვსკიზე; სამხრეთით − ტყე-ველების სამხრეთ საზღვარზე. იზამთრებს სამხრეთ აზიაში — არაბეთში, ირანში, ინდოეთში, ინდოჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს მაღალტანიან, მაგრამ შედარებით მეჩხერ ტყეებში, უპირატესად წყალსატევების მახლობლად, ჭალებსა და ჭაობებში, ზოგან — ტყე-ველებში. ბუდობის დროს მთებში მაღლა არ ადის, სხვა დროს აღწევს ტყის ზემო საზღვრამდე.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს იკეთებს მაღალ ხეებზე (ფიჭვზე, მუხაზე, მურყანზე, ვერხვზე). მაისში დებს 2 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, ხოლო მამალს მოაქვს საკვები დედლისა და მართვეებისათვის. საინკუბაციო პერიოდი 42-44 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

მყივანი არწივა იკვებება საშუალო და პატარა ზომის ხერხემლიანებით, უპირატესად — მღრღნელებით. იჭერს ფრინველებს. ჭამს ამფიბიებს, დიდი ზომის მწერებს, აგრეთვე ლეშსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

სასარგებლო ფრინველია, რადგან მრავლად ანადგურებს მავნე მღრღნელებსა და მწერებს.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები