ანიანო თერმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანიანო თერმე''' – (ინგლ. Agnano Terme, რუს. Аньяно-Терме), ბალნეო-პელოიდური ...)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8°C. ზაფხული მშრალია და ცხელი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 29°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 860 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ნოემბერ-თებერვალზე, ხოლო მინიმუმი — ივლის-აგვისტოზ
 
კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გვხვდება: მარადმწვანე ქვისა და კორპის მუხა, პინიები, პალმები, დანამასტაკი, კაქტუსები და აგავები, თუმცა კურორტის მიდამოების ტერიტორია, ძირითადად, დაფარულია: ვენახებით, ციტრუსების პლანტაციებითა და ხეხილის ბაღებით ([[ბროწეული]], [[ლეღვი]], [[ნუში]], [[ზეთისხილი]] და სხვ.).]]
+
კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გვხვდება: მარადმწვანე ქვისა და კორპის მუხა, პინიები, პალმები, დანამასტაკი, კაქტუსები და აგავები, თუმცა კურორტის მიდამოების ტერიტორია, ძირითადად, დაფარულია: ვენახებით, ციტრუსების პლანტაციებითა და ხეხილის ბაღებით ([[ბროწეული]], [[ლეღვი]], [[ნუში]], [[ზეთისხილი]] და სხვ.).
  
'''ანიანო თერმეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია''': 70-ზე მეტი თერმული (t – 75°C და მეტი) ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლის გამოსავალი და გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), რკინიანი სამკურნალო ტალახი და მინერალური წყლების გამოსვლის ადგილზე წარმოქმნილი სამკურნალო ტალახი.  
 
ხაზი 17: ხაზი 17:
 
== წყარო==
 
== წყარო==
 
[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]]
 
[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]]
 +
[[კატეგორია:ქალაქები იტალიაში]]
 
[[კატეგორია:კურორტები]]
 
[[კატეგორია:კურორტები]]
 
[[კატეგორია:კურორტები იტალიაში]]
 
[[კატეგორია:კურორტები იტალიაში]]
 
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
 
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
 
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]]
 
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]]

16:32, 13 აპრილი 2025-ის ვერსია

ანიანო თერმე – (ინგლ. Agnano Terme, რუს. Аньяно-Терме), ბალნეო-პელოიდური კურორტი იტალიაში, ქ. ნეაპოლის გარეუბანში. მდებარეობს 1865-1870 წლებში ამოშრობილი კარსტული ტბის ფსკერზე, სადაც არის მინერალური წყლების მრავალი გამოსავალი და მოიპოვება სამკურნალო ტალახი. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8°C. ზაფხული მშრალია და ცხელი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 29°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 860 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ნოემბერ-თებერვალზე, ხოლო მინიმუმი — ივლის-აგვისტოზ

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გვხვდება: მარადმწვანე ქვისა და კორპის მუხა, პინიები, პალმები, დანამასტაკი, კაქტუსები და აგავები, თუმცა კურორტის მიდამოების ტერიტორია, ძირითადად, დაფარულია: ვენახებით, ციტრუსების პლანტაციებითა და ხეხილის ბაღებით (ბროწეული, ლეღვი, ნუში, ზეთისხილი და სხვ.).

ანიანო თერმეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: 70-ზე მეტი თერმული (t – 75°C და მეტი) ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლის გამოსავალი და გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), რკინიანი სამკურნალო ტალახი და მინერალური წყლების გამოსვლის ადგილზე წარმოქმნილი სამკურნალო ტალახი.

ანიანო თერმეში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და ინჰალაციები, შესხურებები და გამორეცხვები აღნიშნული წყლით; სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და ტამპონები; მინერალური წყლის მაღალი ტემპერატურის გამოყენება საუნებში.

ჩვენებები ანიანო თერმეში წასასვლელად: სუნთქვის არასპეციფიკური დაავადებები; ენდოკრინული და პერიფერიული ნერვული სისტემების, საყრდენსამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანისა და ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ანიანო თერმეს მიდამოებში (ქ. პომპეი და ვულკანი ვეზუვი; კუნძულ კაპრის ღირსშესანიშნაობები – რომის იმპერატორ ავგუსტუსის ბაღები (ძვ.წ. I- ახ.წ. I საუკუნეები); ფარალიონის კედლები (ა.წ. I საუკუნე), ცისფერი გროტი, რომაული ცივილიზაციის ნანგრევები და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები