კვერნაძე ბიძინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბიძინა კვერნაძე ''' – (29 ივლისი 1928, სიღნაღი − 8 ივლისი 2010, [[თბილის...)
 
(წყარო)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]]
 
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]]
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურიატები]]
+
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები‏‎]]
 
[[კატეგორია: თბილისის საპატიო მოქალაქეები]]
 
[[კატეგორია: თბილისის საპატიო მოქალაქეები]]
 +
[[კატეგორია:კვერნაძეები]]

16:00, 25 აპრილი 2025-ის ვერსია

ბიძინა კვერნაძე – (29 ივლისი 1928, სიღნაღი − 8 ივლისი 2010, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის (1985) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1981) პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).

1953 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის კლასი), 1964–იდან კონსერვატორიის პედაგოგია (კომპოზიციის კლ.), 1980-იდან პროფესორი; 1996-იდან კომპოზიციის კათედრის გამგე.

მთავარი ნაწარმოებები:
ოპერები − „იყო მერვესა წელსა“ (დაიდგა თბ. 1983) და „მედეა“ (დაიდგა ქუთაისში 1993, გადამუშავებული რედაქცია სახელწოდებით „კოლხთა ასული“, დაიდგა თბ. 1997);
ბალეტები − „ქორეოგრაფიული ნოველები“ (1963) და „ბერიკაობა“ (1973, ორივე დაიდგა თბ.);
სიმფონია (1961), „ცეკვა–ფანტაზია“ ორკესტრისათვის (1959), „ძველი ქართული წარწერები“ (1978) სოლისტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ვოკალურ-სიმფონიური პოემა (ე. თათარაიძის ლექსებზე; 1979), 2 საფორტეპიანო (1950, 1966) და სავიოლინო (1957) კონცერტები.
კვერნაძეს დაწერილი აქვს მრავალი საესტრადო სიმღერა, მუსიკა 30-ზე მეტი კინოფილმისთვის (მ. შ. მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია“, 1978, ჯ. კახიძესთან ერთად). გაფორმებული აქვს დრამატული სპექტაკლები.

ბიძინა კვერნაძე თანამედროვე ქართული მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისი მუსიკა მკაფიო ინდივიდუალობითა და არტისტული ხიბლითაა აღბეჭდილი.

გ.ტორაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები