ლორთქიფანიძე გიგა
(ახალი გვერდი: '''გიგა (გრიგოლ) ლორთქიფანიძე''' − (19 ოქტომბერი 1927, თბილისი − 13 ივნ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლორთქიფანიძე გიგა“ გადაიტანა გვერდზე „გიგა ლორთქიფანიძე“) |
15:30, 29 აპრილი 2025-ის ვერსია
გიგა (გრიგოლ) ლორთქიფანიძე − (19 ოქტომბერი 1927, თბილისი − 13 ივნისი 2013, თბილისი], ქართველი რეჟისორი, საქართველოს (1971) და სსრკ (1979) სახალხო არტისტი.
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (1950). სხვადასხვა დროს იყო თბილისის მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, მუსკომედიის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი. დადგმული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი, 7 ფილმი (მათ შორის, მრავალსერიანი „დათა თუთახშია“). განხორციელებული აქვს მთელი რიგი დადგმები საოპერო და მუსიკალურ თეატრებში. მათ შორის ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (თბილისი, 1990, საქართველოს სახელმწიფო პრემია) ჯ. ვერდის „აიდა“ (ბათუმი, 1998), ბ. კვერნაძის „კოლხთა ასული“ (თბილისი, 1997), მუსიკალური კომედიები: ბოკის „მევიოლინე სახურავზე“, შ. მილორავას „კახაბერის ხმალი“, ვ. აზარაშვილის „მეჩექმე გაბო“ და სხვ., გ. ლორთქიფანიძე იყო საქართველოს სახელმწიფო, რუსთაველის, მარჯანიშვილის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი (1999-2005), საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1985-2013).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი [[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები]