პავაროტი ლუჩანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლუჩანო პავაროტი''' – (12. X. 1935, მოდენა – 6. 09. 2007, იქვე), იტალიელი მომღ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პავაროტი ლუჩანო“ გადაიტანა გვერდზე „ლუჩანო პავაროტი“) |
23:42, 5 მაისი 2025-ის ვერსია
ლუჩანო პავაროტი – (12. X. 1935, მოდენა – 6. 09. 2007, იქვე), იტალიელი მომღერალი (ტენორი). საოპერო თეატრის სცენაზე გამოდიოდა 1961 წლიდან, (დებიუტი – რუდოლფის პარტია პუჩინის „ბოჰემაში“). მღეროდა იტალიისა და სხვა ქვეყნების საოპერო თეატრების სცენებზე. მის არტისტულ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯ. საზერლენდმა. 1965-იდან მილანის (იტალია) „ლა სკალას“ თეატრის სოლისტი იყო. რეგულარულად მღეროდა მეტროპოლიტენ-ოპერის სცენაზე (1968-იდან). რეპერტუარში ქონდა მრავალი (ძირითადად იტალიური) ოპერის ტენორის პარტიები, აგრეთვე ნეაპოლური სიმღერები.
გამოჩენილი მომღერალი გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში. ქონდა ლამაზი ტემბრისა და ფართო დიაპაზონის ხმა. მისი შესრულება გამოირჩეოდა დიდი ექსპრესიით. პავაროტი XX ს-ის მეორე ნახევრის უდიდესი მომღერალია.