პოპური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:04, 6 მაისი 2025 მდგომარეობით
პოპური – (ფრანგ. Pot-Pourri – შერეული კერძი, რაგინდარა), საკრავიერი პიესა, რომელიც შედგენილია რომელიმე ოპერის, ოპერეტის, ბალეტის, სიმღერის, ცეკვის, მარშის თუ კინოფილმის პოპულარული მოტივებისაგან. პოპურში მელოდია, ჩვეულებრივ, არ ვითარდება, არამედ მისდევს ერთიმეორეს. თემატური გადართვისა და მოდულაციისათვის მელოდიებს შორის ჩართულია მოკლე მაკავშირებლები. პოპური ფართოდ გავრცელდა XIX ს-იდან განსაკუთრებით საესტრადო და სასულე ორკესტრების რეპერტუარში.