გარდამავლობა (ზმნის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გარდამავლობა'''  – ზმნის კატეგორია, რომრლიც ხასიათდება სუბიექტის მოქმედების გადასვლა-გადაუსვლელობით ობიექტზე. შესაბამისად, გამოიყოფა გარდამავალი და გარდაუვალი (ტრანსიტიული და ინტრანზიტიული) ზმნები. ფორმის თვალსაზრისით გარდამავლობა-გარდაუვალობის შინაარსობრივი გამოხატვა ცალკეულ [[ენა (მეტყველება)|ენებში]] ტიპოლგიურად განსხვავებულია. განსხვავებას ძირითადად სუბიექტისა და ობიექეტის განსხვავებული ფუნქციები და ამ ფუნქციათა შესატყვისი გაფორმება ქმნის.
+
'''გარდამავლობა'''  – [[ზმნა|ზმნის]] კატეგორია, რომელიც ხასიათდება [[სუბიექტი (ლინგვისტიკა)|სუბიექტი]]ს მოქმედების გადასვლა-გადაუსვლელობით ობიექტზე. შესაბამისად, გამოიყოფა გარდამავალი და გარდაუვალი (ტრანსიტიული და ინტრანზიტიული) ზმნები. ფორმის თვალსაზრისით გარდამავლობა-გარდაუვალობის შინაარსობრივი გამოხატვა ცალკეულ [[ენა (მეტყველება)|ენებში]] ტიპოლოგიურად განსხვავებულია. განსხვავებას ძირითადად სუბიექტისა და ობიექტის განსხვავებული ფუნქციები და ამ ფუნქციათა შესატყვისი გაფორმება ქმნის.
  
[[გრამატიკა|გრამატიკებში]] გარდამავალი და გარდაუვალი ზმნების გარჩევა სტოელებიდან მოდის. უკვე პირველ ქართულ გრამატიკებში, [[გვარი (ზმნის)|გვარი]]ს ფორმათა დახასიათებისას, გადმოცემულია გარდამავლობის სემანტიკური დახასიათებაც – მოქმედების სხვა საგანზე გადასვლა-გადაუსელელობა ([[ანტონ I]], [[გაიოზ რექტორი]], [[დოდაშვილი სოლომონ|ს. დოდაშვილი]], [[იოსელიანი პლატონ|პ. იოსელიანი]]…). ამ გრამატიკებში გარდამავლობა გვართან არის გაიგივებული. ტერმინები გარდამავალი, გარდაუვალი პირველად მ. ჯანაშვილის „ქართულ გრამატიკაშია“ (1908) მოხსენიებული.  
+
[[გრამატიკა|გრამატიკებში]] გარდამავალი და გარდაუვალი ზმნების გარჩევა სტოელებიდან მოდის. უკვე პირველ ქართულ გრამატიკებში, [[გვარი (ზმნის)|გვარი]]ს ფორმათა დახასიათებისას, გადმოცემულია გარდამავლობის სემანტიკური დახასიათებაც – მოქმედების სხვა საგანზე გადასვლა-გადაუსვლელობა ([[ანტონ I]], [[გაიოზ რექტორი]], [[დოდაშვილი სოლომონ|ს. დოდაშვილი]], [[იოსელიანი პლატონ|პ. იოსელიანი]]…). ამ გრამატიკებში გარდამავლობა გვართან არის გაიგივებული. ტერმინები გარდამავალი, გარდაუვალი პირველად მ. ჯანაშვილის „ქართულ გრამატიკაშია“ (1908) მოხსენიებული.  
  
გარდამავლობა სემანტიკურ-სინტაქსური კატეგორიაა: გარდაუვალი და გარდამავალი ფორმები ერთმანეთისაგან პირდაპირი (უახლოესი) ობიექტის არქონა-ქონებით განსხვავდებიან (ჰ. შუხარდტი, [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]). ქართული ზმნის მორფოლოგიის ძირითადი და საკვანძო საკითხები (პირიანობა-ვალენტობა, ინვერსია, გვარი, ქცევა, კაუზატივი…) მხოლოდ გარდამავლობასთან კაეშირში გაიაზრება და განიხილება. მაგ., პირიანობასთან: ერთპირიანი ზმნები გარდაუვალია, სამპირიანი –  
+
გარდამავლობა სემანტიკურ-სინტაქსური კატეგორიაა: გარდაუვალი და გარდამავალი ფორმები ერთმანეთისაგან პირდაპირი (უახლოესი) ობიექტის არქონა-ქონებით განსხვავდებიან (ჰ. შუხარდტი, [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]). ქართული ზმნის მორფოლოგიის ძირითადი და საკვანძო საკითხები (პირიანობა-[[ვალენტობა (ზმნა)|ვალენტობა]], [[ინვერსია (ენათმეცნიერება)|ინვერსია]], [[გვარი (ზმნის)|გვარი]], ქცევა, კაუზატივი…) მხოლოდ გარდამავლობასთან კავშირში გაიაზრება და განიხილება. მაგ., პირიანობასთან: ერთპირიანი ზმნები გარდაუვალია, სამპირიანი – გარდამავალი, ორპირიანი შეიძლება გარდაუვალიც იყოს (ბრუნვაუცვლელი ობიექტით) და – გარდამავალიც (ბრუნვაცვალებადი ობიექტით). გარდაუვალ ზმნას ან არ შეეწყობა ობიექტი (შენდება, იხატება, თბება, წუხს ის…), ან შეეწყობა მიცემით [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]ში (უშენდება, ეხატება, უთბება, უწუხს… აუშენდა, დაეწერა, გაუთბა… აჰშენებია, დაჰხატვია, გასთბობია… ის მას), სუბიექტი – კი სახელობით ბრუნვაში დგას.  
გარდამავალი, ორპირიანი შეიძლება გარდაუვალიც იყოს (ბრუნვაუცვლელი ობიექტით) და – გარდამავალიც (ბრუნვაცვალებადი ობიექტით). გარდაუვალ ზმნას ან არ შეეწყობა ობიექტი (შენდება, იხატება, თბება, წუხს ის…), ან შეეწყობა მიცემით [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]ში (უშენდება, ეხატება, უთბება, უწუხს… აუშენდა, დაეწერა, გაუთბა… აჰშენებია, დაჰხატვია, გასთბობია… ის მას), სუბიექტი – კი სახელობით ბრუნვაში დგას.  
+
  
 
გარდამავალ ზმნას ქართულში ბრუნვაცვალებადი სუბიექტი და, შესაბამისად, ბრუნვაცვალებადი ობიექტი აქვს (სამპირიან ზმნაში ერთი ობიექტი ბრუნვაცვალებადია, მეორე – ბრუნვაუცვლელი): I სერიის ფორმებში ბრუნვაცვალებადი სუბიექტი სახელობით ბრუნვაშია, ობიექტი – მიცემითში (აშენებს ის მას); II სერიის ფორმებში სუბიექტი მოთხრობითშია, ობიექტი – სახელობითში (ააშენა მან ის); III სერიის ფორმებში სუბიექტი მიცემით ბრუნვაშია, ობიექტი – სახელობითში (აუშენებია მას ის), მაგრამ აქ წყობა ინვერსიულია (ა. შანიძე): რეალური სუბიექტი ობიექტის ნიშნით გადმოიცემა, რეალური ობიექტი – სუბიექტის ნიშნით.  
 
გარდამავალ ზმნას ქართულში ბრუნვაცვალებადი სუბიექტი და, შესაბამისად, ბრუნვაცვალებადი ობიექტი აქვს (სამპირიან ზმნაში ერთი ობიექტი ბრუნვაცვალებადია, მეორე – ბრუნვაუცვლელი): I სერიის ფორმებში ბრუნვაცვალებადი სუბიექტი სახელობით ბრუნვაშია, ობიექტი – მიცემითში (აშენებს ის მას); II სერიის ფორმებში სუბიექტი მოთხრობითშია, ობიექტი – სახელობითში (ააშენა მან ის); III სერიის ფორმებში სუბიექტი მიცემით ბრუნვაშია, ობიექტი – სახელობითში (აუშენებია მას ის), მაგრამ აქ წყობა ინვერსიულია (ა. შანიძე): რეალური სუბიექტი ობიექტის ნიშნით გადმოიცემა, რეალური ობიექტი – სუბიექტის ნიშნით.  
  
სუბიექტის ბრუნვის მიხედვით, გარდამავალი ზსმნები უღვლილების პარადიგმაში სამგვარ სინტაქსურ კონსტრუქციას ქმნიან: სახელობითიანს (იხ. ნომინატიური წყობა), მოთხრობითიანს (იხ. ერგატიული წყობა) და მიცემითიანს (იხ. [[დატიური წყობა]]) – გარდაუვალი ზმნის სახელობითიანი კონსტრუქციის საპირისპიროდ. ეს III პირს ეხება. I და II პირის ფორმებთან კონსტრუქცია (როგორც გარდაუვალი, ისე გარდამავალი ზმნისა) ინდეფინიტურია (გაუფორმებელი).
+
სუბიექტის ბრუნვის მიხედვით, გარდამავალი ზმნები უღვლილების პარადიგმაში სამგვარ სინტაქსურ კონსტრუქციას ქმნიან: სახელობითიანს (იხ. ნომინატიური წყობა), მოთხრობითიანს (იხ. [[ერგატიული წყობა]]) და მიცემითიანს (იხ. [[დატიური წყობა]]) – გარდაუვალი ზმნის სახელობითიანი კონსტრუქციის საპირისპიროდ. ეს III პირს ეხება. I და II პირის ფორმებთან კონსტრუქცია (როგორც გარდაუვალი, ისე გარდამავალი ზმნისა) ინდეფინიტურია (გაუფორმებელი).
  
 
გარდამავალ ზმნებს გარკვული ნიშნებიც აქვს როგორც ზმნის ფორმაში, ასევე ზმნასთან შეწყობილ სახელებთან: მოთხრობითში დასმული სუბიექტის მრავლობითობა ახალ ქართულში ზმნაშიც აისახება (-ეს): ააშენ-ეს მათ ის [ძველ ქართულში ზმნაში აისახებოდა პირდაპირი ობიექტის მრავლობითობაც: და-ე-ხატ-ენ მე იგინი (არნ. ჩიქობავა)].   
 
გარდამავალ ზმნებს გარკვული ნიშნებიც აქვს როგორც ზმნის ფორმაში, ასევე ზმნასთან შეწყობილ სახელებთან: მოთხრობითში დასმული სუბიექტის მრავლობითობა ახალ ქართულში ზმნაშიც აისახება (-ეს): ააშენ-ეს მათ ის [ძველ ქართულში ზმნაში აისახებოდა პირდაპირი ობიექტის მრავლობითობაც: და-ე-ხატ-ენ მე იგინი (არნ. ჩიქობავა)].   
  
გარდამავლობის თვალსაზრისით, ქართული ერგატიული ტიპოლოგიის ენადაა მიჩნეული (არნ. ჩიქობავა). უნდა აღინიშნოს, რომ XX ს-ის დასასრულისათვის [[ქართული ენა|ქართული ენის]] გარდამავალი ზმნის ერგატიულობის თეორიას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში. ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში გარდამავლობასთან დაკავშირებული მრავალი სხვა საკითხიც სადავოდ რჩება, კერძოდ, გარდამავლობისა და გვარის ურთიერთობის, გარდამავლობის მიხედვით მოთხრობითსუბიექტიანი პირდაპირი ობიექტის არმქონე ზმნათა კვალიფიკაციის საკითხი და სხვ.
+
გარდამავლობის თვალსაზრისით, ქართული ერგატიული ტიპოლოგიის ენადაა მიჩნეული (არნ. ჩიქობავა). უნდა აღინიშნოს, რომ XX ს-ის დასასრულისათვის [[ქართული ენა|ქართული ენის]] გარდამავალი ზმნის ერგატიულობის თეორიას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში. ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში გარდამავლობასთან დაკავშირებული მრავალი სხვა საკითხიც სადავოდ რჩება, კერძოდ, გარდამავლობისა და გვარის ურთიერთობის, გარდამავლობის მიხედვით მოთხრობით-სუბიექტიანი პირდაპირი ობიექტის არმქონე ზმნათა კვალიფიკაციის საკითხი და სხვ.
  
 
''მ. სუხიშვილი''  
 
''მ. სუხიშვილი''  
ხაზი 20: ხაზი 19:
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
* შანიძე ა. ზმნათა გარდამავლობის საკითხისათვის ქართველურ ენებში. – «სმამ», 1942, ტ. 3, №2;  
+
* [[შანიძე აკაკი|შანიძე ა]]. ზმნათა გარდამავლობის საკითხისათვის ქართველურ ენებში. – „სმამ“, 1942, ტ. 3, №2;  
 
* მისივე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1973, 1980);  
 
* მისივე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1973, 1980);  
* ჩიქობავა არნ. ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიული-კავკასიურ ენებში, I, ნომინატიური და ერგატიული კონსტრუქციების ისტორიული ურთიერთიბა ძველი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემთა მიხედვით, თბ, I948;  
+
* ჩიქობავა არნ. ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიული-კავკასიურ ენებში, I, ნომინატიური და ერგატიული კონსტრუქციების ისტორიული ურთიერთობა ძველი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემთა მიხედვით, თბ, I948;  
* მისივე, ზმნის გარდამავლობა როგორც მორფოლოგიური კატეგორია ქართულში. «იკეწი, IV, თბ., 1979;  
+
* მისივე, ზმნის გარდამავლობა როგორც მორფოლოგიური კატეგორია ქართულში. „იკეწი“, IV, თბ., 1979;  
* მაჭავარიანი. გ. „უნიშნო ვნებითები“ ქართველურ ენებში.– კრ. «ქართეელურ ენათა სტრუქტურის საკითხები», I, თბ., 1959;  
+
* მაჭავარიანი. გ. „უნიშნო ვნებითები“ ქართველურ ენებში.– კრ. „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, I, თბ., 1959;  
* ბაბუნაშვილი ე. საშუალი გვარის ზმნებთან დაკავშირებული ზოგი საკითხისათვის ქართულში. – კრ. «ენათმეცნიერება», ტ- I0, თბ., 1986;  
+
* ბაბუნაშვილი ე. საშუალი გვარის ზმნებთან დაკავშირებული ზოგი საკითხისათვის ქართულში. – კრ. „ენათმეცნიერება“, ტ- I0, თბ., 1986;  
* სახოკია მ. სემანტიკური ფაქტორები და გრამატიკული არგუმენტაცია მორფო-სინტაქსში. – კრ.: «ტიპოლოგიური ძიებანი», IV, თბ., 2000;  
+
* სახოკია მ. სემანტიკური ფაქტორები და გრამატიკული არგუმენტაცია მორფო-სინტაქსში. – კრ.: „ტიპოლოგიური ძიებანი“, IV, თბ., 2000;  
* ნოზაძე ლ. ისევ მედიოაქტიური ზმნების შესახებ ქართულში. – «იკე», XXXV, თბ., 2005.
+
* ნოზაძე ლ. ისევ მედიოაქტიური ზმნების შესახებ ქართულში. – „იკე“, XXXV, თბ., 2005.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ხაზი 34: ხაზი 33:
 
[[კატეგორია:ზმნის კატეგორია]]
 
[[კატეგორია:ზმნის კატეგორია]]
 
[[კატეგორია:ზმნა]]
 
[[კატეგორია:ზმნა]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:23, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

გარდამავლობაზმნის კატეგორია, რომელიც ხასიათდება სუბიექტის მოქმედების გადასვლა-გადაუსვლელობით ობიექტზე. შესაბამისად, გამოიყოფა გარდამავალი და გარდაუვალი (ტრანსიტიული და ინტრანზიტიული) ზმნები. ფორმის თვალსაზრისით გარდამავლობა-გარდაუვალობის შინაარსობრივი გამოხატვა ცალკეულ ენებში ტიპოლოგიურად განსხვავებულია. განსხვავებას ძირითადად სუბიექტისა და ობიექტის განსხვავებული ფუნქციები და ამ ფუნქციათა შესატყვისი გაფორმება ქმნის.

გრამატიკებში გარდამავალი და გარდაუვალი ზმნების გარჩევა სტოელებიდან მოდის. უკვე პირველ ქართულ გრამატიკებში, გვარის ფორმათა დახასიათებისას, გადმოცემულია გარდამავლობის სემანტიკური დახასიათებაც – მოქმედების სხვა საგანზე გადასვლა-გადაუსვლელობა (ანტონ I, გაიოზ რექტორი, ს. დოდაშვილი, პ. იოსელიანი…). ამ გრამატიკებში გარდამავლობა გვართან არის გაიგივებული. ტერმინები გარდამავალი, გარდაუვალი პირველად მ. ჯანაშვილის „ქართულ გრამატიკაშია“ (1908) მოხსენიებული.

გარდამავლობა სემანტიკურ-სინტაქსური კატეგორიაა: გარდაუვალი და გარდამავალი ფორმები ერთმანეთისაგან პირდაპირი (უახლოესი) ობიექტის არქონა-ქონებით განსხვავდებიან (ჰ. შუხარდტი, ა. შანიძე). ქართული ზმნის მორფოლოგიის ძირითადი და საკვანძო საკითხები (პირიანობა-ვალენტობა, ინვერსია, გვარი, ქცევა, კაუზატივი…) მხოლოდ გარდამავლობასთან კავშირში გაიაზრება და განიხილება. მაგ., პირიანობასთან: ერთპირიანი ზმნები გარდაუვალია, სამპირიანი – გარდამავალი, ორპირიანი შეიძლება გარდაუვალიც იყოს (ბრუნვაუცვლელი ობიექტით) და – გარდამავალიც (ბრუნვაცვალებადი ობიექტით). გარდაუვალ ზმნას ან არ შეეწყობა ობიექტი (შენდება, იხატება, თბება, წუხს ის…), ან შეეწყობა მიცემით ბრუნვაში (უშენდება, ეხატება, უთბება, უწუხს… აუშენდა, დაეწერა, გაუთბა… აჰშენებია, დაჰხატვია, გასთბობია… ის მას), სუბიექტი – კი სახელობით ბრუნვაში დგას.

გარდამავალ ზმნას ქართულში ბრუნვაცვალებადი სუბიექტი და, შესაბამისად, ბრუნვაცვალებადი ობიექტი აქვს (სამპირიან ზმნაში ერთი ობიექტი ბრუნვაცვალებადია, მეორე – ბრუნვაუცვლელი): I სერიის ფორმებში ბრუნვაცვალებადი სუბიექტი სახელობით ბრუნვაშია, ობიექტი – მიცემითში (აშენებს ის მას); II სერიის ფორმებში სუბიექტი მოთხრობითშია, ობიექტი – სახელობითში (ააშენა მან ის); III სერიის ფორმებში სუბიექტი მიცემით ბრუნვაშია, ობიექტი – სახელობითში (აუშენებია მას ის), მაგრამ აქ წყობა ინვერსიულია (ა. შანიძე): რეალური სუბიექტი ობიექტის ნიშნით გადმოიცემა, რეალური ობიექტი – სუბიექტის ნიშნით.

სუბიექტის ბრუნვის მიხედვით, გარდამავალი ზმნები უღვლილების პარადიგმაში სამგვარ სინტაქსურ კონსტრუქციას ქმნიან: სახელობითიანს (იხ. ნომინატიური წყობა), მოთხრობითიანს (იხ. ერგატიული წყობა) და მიცემითიანს (იხ. დატიური წყობა) – გარდაუვალი ზმნის სახელობითიანი კონსტრუქციის საპირისპიროდ. ეს III პირს ეხება. I და II პირის ფორმებთან კონსტრუქცია (როგორც გარდაუვალი, ისე გარდამავალი ზმნისა) ინდეფინიტურია (გაუფორმებელი).

გარდამავალ ზმნებს გარკვული ნიშნებიც აქვს როგორც ზმნის ფორმაში, ასევე ზმნასთან შეწყობილ სახელებთან: მოთხრობითში დასმული სუბიექტის მრავლობითობა ახალ ქართულში ზმნაშიც აისახება (-ეს): ააშენ-ეს მათ ის [ძველ ქართულში ზმნაში აისახებოდა პირდაპირი ობიექტის მრავლობითობაც: და-ე-ხატ-ენ მე იგინი (არნ. ჩიქობავა)].

გარდამავლობის თვალსაზრისით, ქართული ერგატიული ტიპოლოგიის ენადაა მიჩნეული (არნ. ჩიქობავა). უნდა აღინიშნოს, რომ XX ს-ის დასასრულისათვის ქართული ენის გარდამავალი ზმნის ერგატიულობის თეორიას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში. ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში გარდამავლობასთან დაკავშირებული მრავალი სხვა საკითხიც სადავოდ რჩება, კერძოდ, გარდამავლობისა და გვარის ურთიერთობის, გარდამავლობის მიხედვით მოთხრობით-სუბიექტიანი პირდაპირი ობიექტის არმქონე ზმნათა კვალიფიკაციის საკითხი და სხვ.

მ. სუხიშვილი



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შანიძე ა. ზმნათა გარდამავლობის საკითხისათვის ქართველურ ენებში. – „სმამ“, 1942, ტ. 3, №2;
  • მისივე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1973, 1980);
  • ჩიქობავა არნ. ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიული-კავკასიურ ენებში, I, ნომინატიური და ერგატიული კონსტრუქციების ისტორიული ურთიერთობა ძველი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემთა მიხედვით, თბ, I948;
  • მისივე, ზმნის გარდამავლობა როგორც მორფოლოგიური კატეგორია ქართულში. „იკეწი“, IV, თბ., 1979;
  • მაჭავარიანი. გ. „უნიშნო ვნებითები“ ქართველურ ენებში.– კრ. „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, I, თბ., 1959;
  • ბაბუნაშვილი ე. საშუალი გვარის ზმნებთან დაკავშირებული ზოგი საკითხისათვის ქართულში. – კრ. „ენათმეცნიერება“, ტ- I0, თბ., 1986;
  • სახოკია მ. სემანტიკური ფაქტორები და გრამატიკული არგუმენტაცია მორფო-სინტაქსში. – კრ.: „ტიპოლოგიური ძიებანი“, IV, თბ., 2000;
  • ნოზაძე ლ. ისევ მედიოაქტიური ზმნების შესახებ ქართულში. – „იკე“, XXXV, თბ., 2005.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები