ფიშერ-დისკაუ დიტრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფიშერ-დისკაუ დიტრიხ“ გადაიტანა გვერდზე „დიტრიხ ფიშერ-დისკაუ“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიტრიხ ფიშერ-დისკაუ“ გადაიტანა გვერდზე „ფიშერ-დისკაუ დიტრიხ“ ...)

00:09, 13 მაისი 2025-ის ვერსია

დიტრიხ ფიშერ-დისკაუ –(28 მაისი 1925, ბერლინი –18 მაისი 2012, ბერგი ), გერმანელი მომღერალი (ბარიტონი). 1948-იდან გერმანიის სახელმწიფო ოპერის სოლისტი (ბერლინი). პარტიები: დონ ჯოვანი, ალმავივა (მოცარტის „დონ ჯოვანი“ , „ფიგაროს ქორწინება“), ვოლფრამი („ტანჰოიზერი“), მხატვარი მატისი (ჰინდემითის „მხატვარი მატისი“), ვოცეკი (ბერგისვოცეკი“), ევგენი ონეგინი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“). პირველი შემსრულებელია მთავარი პარტიებისა ბ. ბრიტენისა და ჰ. ჰენცეს ოპერებში, ამავე დროს კამერული მუსიკის გამოჩენილი შემსრულებელია (ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ჰ. ვოლფის სიმღერები). ზოგჯერ გამოდიოდა როგორც დირიჟორი, ავტორია წიგნებისა მუსიკის შემსრულებლობის შესახებ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები