ტყის მწყერჩიტა
(ახალი გვერდი: '''ტყის მწყერჩიტა''' (ლათ. Anthus trivialis Linnaeus, 1758) − ფრინველი [[ბეღურასნაირნ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | [[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ფრინველები]] | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]] | [[კატეგორია:ბეღურასნაირნი]] | ||
[[კატეგორია:ბოლოქანქარასებრნი]] | [[კატეგორია:ბოლოქანქარასებრნი]] | ||
[[კატეგორია:მწყერჩიტა]] | [[კატეგორია:მწყერჩიტა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:19, 15 მაისი 2025 მდგომარეობით
ტყის მწყერჩიტა (ლათ. Anthus trivialis Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ბოლოქანქარასებრნი (Motacillidae)
- გვარი − მწყერჩიტა (Anthus)
ტყის მწყერჩიტა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-90 მმ-ია, კუდი – 55-70 მმ, ნისკარტი – 9-12 მმ, წონა – 20-28 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხრიდან მორუხო, მოყვითალო-მურა ან მოწაბლისფრო-ჟანგმიწისფერია. თავზე, კისერსა და ზურგზე მუქი მურა გასწვრივი შტრიხებია, რაც არ ვრცელდება კუდზედა ბუმბულებზე. წარბების ზემოთ ჩალისფერი ზოლებია; სხეულის ქვემო მხარეს მოთეთროა, მაგრამ ყელის გვერდებზე, ჩიჩახვზე, მკერდსა და სხეულის გვერდებზე გასწვრივი მუქი მურა ზოლებია. კუდქვეშა ბუმბულებზე წინწკლები არაა. მომქნევები და მათი მფარავები, აგრეთვე საჭის ბუმბულები მურაა, ღია ფერის არშიებით. საჭის კიდურა 2 წყვილზე თეთრი ლაქებია. ნისკარტზედა მუქი მურაა, ნისკარტქვედა – უფრო ღია ფერის, მაგრამ წვეროში მუქი. ფეხები და ბრჭყალები ღია რქისფერია. უკანა თითის ბრჭყალი თვით თითზე მოკლეა და მკვეთრად მოხრილი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ტყის მწყერჩიტა – A. t. trivialis Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას: დასავლეთით – დიდ ბრიტანეთს, ჩრდილოეთ ესპანეთს; ჩრდილოეთით – სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულებს, თეთრი ზღვის ნაპირებს, ობის დელტას, ინდიგირკისა და კოლიმის სათავეებს; აღმოსავლეთით – ლენის ზემო დინებას, ბაიკალსა და ცენტრალური ტიანშანს; სამხრეთით – მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილს, ჩრდილო-დასავლეთ ირანსა და ქაშმირს. იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ევროპის ქვეყნებში, უპირატესად კი ცენტრალურ და ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და ინდოეთში – დასავლეთ ბენგალიამდე. საქართველოში მობუდარია.
[რედაქტირება] ბიოტოპი
გამრავლების პერიოდში მოიპოვება ნაირგვარი ტიპის ტყეებში, ტყის გამეჩხერებულ ნაწილში, მის ნაპირებზე, ბუჩქნარებსა და ჭალებში. მთებში ადის ტყის ზემო საზღვრამდე, ზოგჯერ კი იჭრება სუბალპურ ზონაშიც, დაახლოებით 2500 მ-მდე ზ. დ.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე ტყის ნაპირებთან, კოლბოხებზე, მიწაყრილზე, შამბნარში, თხრილებში. ბუდის ასაგებად იყენებს ხმელ ბალახს, ხავსს, ცხენის ბალანს და სხვა მასალას. წელიწადში 2-ჯერ მრავლდება. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს, ივნისის მეორე ნახევარში – უფრო ხშირად 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 10-12 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ტყის მწყერჩიტას ძირითად საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები, მათი მატლები, აგრეთვე ობობები და ლოკოკინები. მცირე რაოდენობით ჭამს მცენარეთა თესლებს, კენკრას, ნორჩ ყლორტებსა და კვირტებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.