შალიაპინი თედორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თედორე შალიაპინი“ გადაიტანა გვერდზე „შალიაპინი თედორე“ გადამ...)
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
* [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
* [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
 
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
[[კატეგორია:რუსყ ვოკალისტები]]
+
[[კატეგორია:რუსი ვოკალისტები]]
[[კატეგორია:საიოერო მომღერლები]]
+
[[კატეგორია:საიოპერო მომღერლები]]
 
[[კატეგორია:მარიას თეატრის სოლისტები]]
 
[[კატეგორია:მარიას თეატრის სოლისტები]]
 
[[კატეგორია:დიდი თეატრის სოლისტები]]
 
[[კატეგორია:დიდი თეატრის სოლისტები]]

16:41, 16 მაისი 2025-ის ვერსია

თედორე შალიაპინი − (1 (13) თებერვალი 1873, ყაზანი – 12 აპრილი 1938, პარიზი), რუსი მომღერალი (ბანი), რუსეთის სახხალხო არტისტი(1918). თედორე შალიაპინი სიჭაბუკეში მღეროდა საეკლესიო გუნდში. გატაცებული იყო თეატრით (გამოდიოდა სტატისტად საოპერო და დრამატულ სპექტაკლებში). 1890-იდან იგი ქ. უფის საოპერო დასის გუნდის მომღერალი იყო (ასრულებდა პატარ-პატარა სოლო პარტიებსაც). 1891-იდან ოპერეტის დასთან ერთად, მოგზაურობდა რუსეთის ქალაქებში. პროფესიული სასცენო მოღვაწეობა თედორე შალიაპინმა თბილისში დაიწყო. აქ 1892-93 მეცადინეობდა მომღერალ დ. უსატოვთან. 1893-94 სეზონში თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა მეფისტოფელის (გუნოს „ფაუსტი“), დონ ბაზილიოს (როსინისსევილიელი დალაქი“), მეწისქვილის (დარგომიჟსკის „ალი“) და სხვა პარტიები („მე ორჯერ დავიბადე. ცხოვრებისათვის ყაზანში, მუსიკისათვის- ტფილისში“. თ. შ.). 1895-იდან თედორე შალიაპინი პეტერბურგის მარიას თეატრის დასში მიიღეს. 1896 ს. მამონტოვმა მიიწვია მოსკოვის კერძო რუსული ოპერის სცენაზე. აქ შეასრულა თავისი რეპერტუარის თითქმის ყველა ძირითადი პარტია: სუსანინი (გლინკას „სიცოცხლე მეფისთვის“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), ბორის გოდუნოვი, ვარლაამი და დოსიფეი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, „ხოვანშჩინა“), ივანე მრისხანე, სალიერი (რიმსკი-კორსაკოვის „ფსკოველი ქალი“, „მოცარტი და სალიერი“) და სხვ.

1899-იდან მღეროდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. პარალელურად გამოდიოდა მარიას თეატრისა და პროვინციული თეატრების სცენებზეც. 1901 მილანის „ლა სკალაში“ ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ დაიწყო თედორე შალიაპინის გასტროლები საზღვარგარეთის ქვეყნებში, რამაც მომღერალს მსოფლიო სახელი მოუტანა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მონაწილეობა „რუსულ სეზონებში“ (1908, 1913 პარიზი, 1913, 1914 ლონდონი). (1899-1914 თედორე შალიაპინმა შეასრულა ბანის თითქმის მთელი კლასიკური საოპერო რეპერტუარი), თედორე შალიაპინ მღეროდა ბარიტონის პარტიებსაც (ევგენი ონეგინი, დემონი). 1918 იყო მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1922-იდან ცხოვრობდა პარიზში.

თედორე შალიაპინი რუსული ვოკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელია. მის პიროვნებაში ორგანულად იყო შერწყმული ვოკალური და სასცენო მონაცემები. ჰქონდა იშვიათი სილამაზის, ხავერდოვანი ტემბრის ხმა, გარდასახვის არაჩვეულებრივი უნარი. თედორე შალიაპინი უდიდესი კამერული მომღერალიც იყო. გამოდიოდა როგორც საოპერო რეჟისორიც (დადგა მასნეს ოპერა „დონ კიხოტი“ (1910) და მუსორგსკის „ხოვანშჩინა“ (1911). გადაღებულია კინოში („ივანე მრისხანე“ 1915, რუსეთი), „დონ კიხოტი“ (1932, საფრანგეთი).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები