ჩიჩხინაკი
(ახალი გვერდი: '''ჩიჩხინაკი''' (''ლათ''. Turdus mucicus LInnaeus, 1758) − ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბე...) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
ერთი ქვესახეობა ბუდობს [[ისლანდია]]ში, ფარერის კუნძულებზე და [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] ჩრდილოეთ ნაწილში. მეორე ქვესახეობა ვრცელდება [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] ტაიგის ზონაში – სკანდინავიიდან მდ. კოლიმამდე. სამხრეთი საზღვარი გადის ტიურინგიასა და სილეზიაზე, ბელორუსიაში, პოლტავაზე, ვორონეჟზე, ტომსკზე, ბარნაულსა და ნოვოსიბირსკზე; [[ჩრდილოეთი]]თ – პეჩორის, ობის, ხატანგისა და კოლიმის შესართავებამდე. ზამთარს ატარებს სამხრეთ ინგლისში, [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[ესპანეთი|ესპანეთში]]. კანარის კუნძულებზე და [[ალჟირი|ალჟირში]], [[იტალია]]ში, ბალკანეთში, ყირიმში, [[ამიერკავკასია]]ში, [[პალესტინა]]ში და [[ირანი|ირანში]], ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი. | ერთი ქვესახეობა ბუდობს [[ისლანდია]]ში, ფარერის კუნძულებზე და [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] ჩრდილოეთ ნაწილში. მეორე ქვესახეობა ვრცელდება [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] ტაიგის ზონაში – სკანდინავიიდან მდ. კოლიმამდე. სამხრეთი საზღვარი გადის ტიურინგიასა და სილეზიაზე, ბელორუსიაში, პოლტავაზე, ვორონეჟზე, ტომსკზე, ბარნაულსა და ნოვოსიბირსკზე; [[ჩრდილოეთი]]თ – პეჩორის, ობის, ხატანგისა და კოლიმის შესართავებამდე. ზამთარს ატარებს სამხრეთ ინგლისში, [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[ესპანეთი|ესპანეთში]]. კანარის კუნძულებზე და [[ალჟირი|ალჟირში]], [[იტალია]]ში, ბალკანეთში, ყირიმში, [[ამიერკავკასია]]ში, [[პალესტინა]]ში და [[ირანი|ირანში]], ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი. | ||
− | + | ====ბიოტოპი==== | |
− | + | ბუდობის დროს მოიპოვება ტაიგის მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში, განსაკუთრებით [[ჭაობი|ჭაობიან]] არყნარებსა და მურყნარებში. ზამთარში ეტანება კენკროვან ბუჩქნარებს და ფითრიან [[ხე]]ებს. | |
− | + | ||
− | + | ====გამრავლება==== | |
− | + | ბუდეს იკეთებს ხეებზე, [[ხავსი]]სა და წვრილი ხმელი ტოტებისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ, პირველად მაისის ბოლო რიცხვებში, ხოლო მეორედ ივლისის დასაწყისში დებს 4-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება. ბარტყების აღზრდაზეც ორივე მშობელი ზრუნავს. | |
− | + | ||
− | + | ====კვება==== | |
+ | ჩიჩხინაკი იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, მაგრამ ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების დროს, ჭარბობს ცხოველური საკვები, ხოლო შემოდგომითა და ზამთარში – მცენარეული. ცხოველური საკვებიდან ძირითადია [[მწერები]], მცენარეულიდან − კენკრა. | ||
+ | |||
+ | ====მნიშვნელობა==== | ||
+ | კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. | ||
==წყარო== | ==წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 15:24, 21 მაისი 2025 მდგომარეობით
ჩიჩხინაკი (ლათ. Turdus mucicus LInnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − შაშვისებრნი (Turdidae)
- გვარი − შაშვი (turdus)
ჩიჩხინაკი მომცრო ზომის შაშვია; ფრთა 110-125 მმ-ია, კუდი – 75-85 მმ, ნისკარტი – 14-18 მმ, წონა – 45-70 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არ შეიმჩნევა. შაშვის გვარის სხვა ფრინველებისაგან ადვილად გამოიცნობა თვალების ზემოთ ფართო, მოჟანგ- მიწისფრო-თეთრი ზოლებით („წარბებით“). ზურგის მხარეს საერთო შეფერილობა ერთფეროვანი მურა-წენგოსფერია, მომქნევები მუქი მურა. ფრთების დიდ მფარავებსა და მომქნევებს ღია ფერის არშიები აქვთ. მუცლის მხარეს მოთეთროა, მოშავო ფერის გასწვრივი ზოლებით. სხეულის გვერდები და ფრთების ქვემო მფარავები მურა-ჟანგისფერია, რითაც კარგად გამოირჩევა წრიპასაგან. მუცლის შუა ნაწილზე წინწკლები არაა. კუდქვეშა ბუმბულების მარაოებს კიდეები მუქი მურა აქვთ. ნისკარტი შავია, ფეხები – ყვითელი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ჩიჩხინაკი – T. m. musicus Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ერთი ქვესახეობა ბუდობს ისლანდიაში, ფარერის კუნძულებზე და ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მეორე ქვესახეობა ვრცელდება ევროპისა და აზიის ტაიგის ზონაში – სკანდინავიიდან მდ. კოლიმამდე. სამხრეთი საზღვარი გადის ტიურინგიასა და სილეზიაზე, ბელორუსიაში, პოლტავაზე, ვორონეჟზე, ტომსკზე, ბარნაულსა და ნოვოსიბირსკზე; ჩრდილოეთით – პეჩორის, ობის, ხატანგისა და კოლიმის შესართავებამდე. ზამთარს ატარებს სამხრეთ ინგლისში, საფრანგეთსა და ესპანეთში. კანარის კუნძულებზე და ალჟირში, იტალიაში, ბალკანეთში, ყირიმში, ამიერკავკასიაში, პალესტინაში და ირანში, ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბუდობის დროს მოიპოვება ტაიგის მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში, განსაკუთრებით ჭაობიან არყნარებსა და მურყნარებში. ზამთარში ეტანება კენკროვან ბუჩქნარებს და ფითრიან ხეებს.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს იკეთებს ხეებზე, ხავსისა და წვრილი ხმელი ტოტებისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ, პირველად მაისის ბოლო რიცხვებში, ხოლო მეორედ ივლისის დასაწყისში დებს 4-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება. ბარტყების აღზრდაზეც ორივე მშობელი ზრუნავს.
[რედაქტირება] კვება
ჩიჩხინაკი იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, მაგრამ ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების დროს, ჭარბობს ცხოველური საკვები, ხოლო შემოდგომითა და ზამთარში – მცენარეული. ცხოველური საკვებიდან ძირითადია მწერები, მცენარეულიდან − კენკრა.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.