წრიპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წრიპა''' (''ლათ''. Turdus ericetorum Turton, 1807) ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურას...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''წრიპა''' (''ლათ''. Turdus ericetorum Turton, 1807) ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
+
'''წრიპა''' (''ლათ''. Turdus ericetorum Turton, 1807) ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[ბეღურასნაირნი]] (Passeriformes)
 
* რიგი − [[ბეღურასნაირნი]] (Passeriformes)

მიმდინარე ცვლილება 15:45, 21 მაისი 2025 მდგომარეობით

წრიპა (ლათ. Turdus ericetorum Turton, 1807) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წრიპა მომცრო ზომის შაშვია, ფრთა 110-125 მმ-ია, კუდი – 75-90 მმ, ნისკარტი – 14-18 მმ, წონა − 50-90 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-წენგოსფერია, მაგრამ კუდზედა ბუმბულები მორუხოა. მომქნევები მუქი მურაა, რომელთა გარეთა მარაოების კიდეებზე ვიწრო ღია ქარცი ზოლებია. ფრთების საშუალო და დიდ მფარავებს წვეროებზე მოთეთრო-ჟანგმიწისფერი ლაქები აქვთ. მუცლის მხარე მოთეთროა, ჟანგმიწისფერი ელფერით, უპირატესად მკერდსა და ჩიჩახვზე. მთელ ქვემო მხარეზე, ნიკაპისა და ყელის გარდა, მომრგვალო ან ოდნავ მოგრძო ფორმის მოშავო-მურა კოპლებია. ამით იგი ძალიან ჰგავს ჩხართვს. იღლიისა და ფრთებისქვეშა ბუმბულები, ჩიჩხინაკისაგან განსხვავებით, მოყვითალო–ჟანგმიწისფერია. საჭის ბუმბულები, ისევე როგორც ზურგი, მურა-წენგოსფერია, მაგრამ მასზე არის სუსტად გამოხატული მოწითალო ანარეკლი. ნისკარტი მოშავოა, ფეხები – მოყვითალო-მურა.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური წრიპა – T. e. philomelos Brehm, 1831.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უდიდეს ნაწილს და დასავლეთ ციმბირს – ბრიტანეთის კუნძულებიდან ბაიკალის ტბამდე. გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა ტყის საზღვარს და გადის სკანდინავიის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილიდან პეჩორის შუა და ობისა და ტუნგუსკის ქვემო დინებებზე; სამხრეთით მოიპოვება სამხრეთ საფრანგეთამდე, ესპანეთის, იტალიისა და ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილებამდე. სსრ კავშირში სამხრეთი საზღვარი ემთხვევა ტყე-ველების საზღვარს ევროპულ ნაწილსა და დასავლეთ ციმბირში. გარდა ამისა, არის მცირე აზიაში, კავკასიასა და ირანში. ზამთარს ატარებს დასავლეთ ევროპაში – ინგლისიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ჩრდილოეთ აფრიკაში, ირანსა და სირიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს მეტწილად მთების ფერდობების შერეული ტიპის ტყეებში, ბუჩქნარებსა და არყნარებში, სადაც მრავლადაა ხმელეთის უხერხემლო ცხოველები. ვერტიკალურად ვრცელდება 1700 მ-მდე ზღვის დონიდან.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხეებზე, მეტწილად ტყისპირებში, ხავსის, ხმელი წვრილი ტოტებისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. წელიწადში ორჯერ ასწრებს გამრავლებას. პირველად აპრილის მეორე ნახევარში დებს 5-6 კვერცხს, ხოლო მეორედ – ივნისის შუა რიცხვებში – 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

წრიპას საკვებს შეადგენენ უხერხემლო ცხოველები და მცენარეთა არა მარტო კენკრა, არამედ თესლები და ვეგეტატიური ნაწილებიც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის. ამასთან ბულბულის შემდეგ ჩვენში ყველაზე კარგი მგალობელია.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები