მარიობა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მარიობა''' – ქალღმერთის [[დღესასწაული]]; ღვთისმშობლის, წმ. მარიამის მიძინება 15 (28) აგვისტოს. ამ ოფიციალურ ქრისტიანულ დღეს ბევრი წარმართული წეს-ჩვეულება სრულდებოდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მთაში კერძოდ [[გერგეტი]]ს ტაძარში. უკანასკნელ დრომდე აქ, მარიობასთან ლაშარობის მსგავსი [[ხატობა]] იყო შეთავსებული. სარწმუნოებრივი | + | '''მარიობა''' – ქალღმერთის [[დღესასწაული]]; ღვთისმშობლის, წმ. მარიამის მიძინება 15 (28) აგვისტოს. ამ ოფიციალურ ქრისტიანულ დღეს ბევრი წარმართული წეს-ჩვეულება სრულდებოდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მთაში კერძოდ [[გერგეტი]]ს ტაძარში. უკანასკნელ დრომდე აქ, მარიობასთან ლაშარობის მსგავსი [[ხატობა]] იყო შეთავსებული. სარწმუნოებრივი სიმბიოზი იგრძნობოდა კურატებისა და ცხვრების შეწირვაში, ხევისბერებისა და [[მღვდელი|მღვდლების]] მოქმედებაში, ღამისთევასა და ცისკარზე სათემო [[დროშა|დროშებით]] შემოვლა-დაწყალობებაში და ა. შ. სამების დღესასწაული და ხატის ძალა ნაჩვენებია ალ. ყაზბეგის „ხევისბერ გოჩაში“ და [[უმიკაშვილი პეტრე|პ. უმიკაშვილი]]ს ადრინდელ წერილში. მარიამობას იმართებოდა სახალხო გართობა, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საგალობლებს, სიმღერებს, ლექსებსა და საწესო წარსათქმელებს, მასიურ ფერხულს, ქადაგებასა და მისნობას მსჯელობას თემის საშინაო და საგარეო პრობლემებზე. სამებაში საგანგებო ჰიმნს მღეროდნენ „გერგეტულას“ სახით. |
''მ. ჩიქოვანი'' | ''მ. ჩიქოვანი'' | ||
| − | == | + | ==ლიტერატურა== |
* პ. უმიკაშვილი, მოგზაურობა ხევში. ფ არქ; | * პ. უმიკაშვილი, მოგზაურობა ხევში. ფ არქ; | ||
* ალ. ყაზბეგი, „ხევისბერი გოჩა“. | * ალ. ყაზბეგი, „ხევისბერი გოჩა“. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:01, 4 ივნისი 2025 მდგომარეობით
მარიობა – ქალღმერთის დღესასწაული; ღვთისმშობლის, წმ. მარიამის მიძინება 15 (28) აგვისტოს. ამ ოფიციალურ ქრისტიანულ დღეს ბევრი წარმართული წეს-ჩვეულება სრულდებოდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მთაში კერძოდ გერგეტის ტაძარში. უკანასკნელ დრომდე აქ, მარიობასთან ლაშარობის მსგავსი ხატობა იყო შეთავსებული. სარწმუნოებრივი სიმბიოზი იგრძნობოდა კურატებისა და ცხვრების შეწირვაში, ხევისბერებისა და მღვდლების მოქმედებაში, ღამისთევასა და ცისკარზე სათემო დროშებით შემოვლა-დაწყალობებაში და ა. შ. სამების დღესასწაული და ხატის ძალა ნაჩვენებია ალ. ყაზბეგის „ხევისბერ გოჩაში“ და პ. უმიკაშვილის ადრინდელ წერილში. მარიამობას იმართებოდა სახალხო გართობა, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საგალობლებს, სიმღერებს, ლექსებსა და საწესო წარსათქმელებს, მასიურ ფერხულს, ქადაგებასა და მისნობას მსჯელობას თემის საშინაო და საგარეო პრობლემებზე. სამებაში საგანგებო ჰიმნს მღეროდნენ „გერგეტულას“ სახით.
მ. ჩიქოვანი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- პ. უმიკაშვილი, მოგზაურობა ხევში. ფ არქ;
- ალ. ყაზბეგი, „ხევისბერი გოჩა“.