თავწითელა მთიულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თავწითელა მთიულა''' '''თავწითელა მთიულა''' (ლ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Tavwitela mtiula.png|thumb|'''თავწითელა მთიულა''']]
+
[[ფაილი:Tavwitela mtiula.png|thumb|230პქ|'''თავწითელა მთიულა''']]
 
'''თავწითელა მთიულა''' (ლათ. Serinus pusillus Pallas, 1811) − ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
'''თავწითელა მთიულა''' (ლათ. Serinus pusillus Pallas, 1811) − ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
თავწითელა მთიულა იკვებება ალპური და სუბალპური ბალახნარების თესლებით, აგრეთვე პატარა ზომის [[მწერები]]თ.
 
თავწითელა მთიულა იკვებება ალპური და სუბალპური ბალახნარების თესლებით, აგრეთვე პატარა ზომის [[მწერები]]თ.
  
====მნიშვნელობა===  
+
====მნიშვნელობა====  
 
დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. ლამაზი გარეგნობით და სასიამოვნო გალობით იპყრობს ფრინველების მოყვარულთა ყურადღებას.
 
დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. ლამაზი გარეგნობით და სასიამოვნო გალობით იპყრობს ფრინველების მოყვარულთა ყურადღებას.
  

მიმდინარე ცვლილება 14:41, 11 ივნისი 2025 მდგომარეობით

თავწითელა მთიულა

თავწითელა მთიულა (ლათ. Serinus pusillus Pallas, 1811) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

თავწითელა მთიულა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 70-80 მმ-ია, კუდი – 50-60 მმ, ნისკარტი – 6-8 მმ, წონა – 10-13 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს თავზე წითელი „ქუდი“ აქვს. თავის დანარჩენი ნაწილი, ყელი და დიდი ლაქა მკერდზე შავია. კისრის უკანა მხარე რუხია. არამკაფიო შავი ლაქებით. მორუხო-ნარინჯისფერ ზურგსა და მხრებზე მურა-შავი ღერძულა ლაქებია. კუდზედა ბუმბულებზე მუქი ფერის წინწკლებია, რომლის ფონზე გამოირჩევა ნარინჯისფერი ლაქა. ფრთების ზემო მფარავები ნარინჯისფერია, შავი ცენტრებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი რქისფერია, ნარინჯისფერი არშიებით. მეორე რიგის შიგნითა მომქნევებს ფართო მოყავისფრო კიდეები აქვთ. მკერდი და მუცელი მონარინჯისფრო-თეთრია. სხეულის გვერდებზე შავი ან მუქი მურა სიჭრელეა. დედალი მამლის მსგავსი შეფერილობისაა, მაგრამ ნაკლებად მკვეთრია. თავზე წითელი „ქუდი“ უფრო მკრთალია. ნისკარტი და ფეხები შავია.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

არეალი მოიცავს მცირე აზიის, ჩრდილოეთი მესოპოტამიის, ირანის, ავღანეთის, ბელუჯისტანის, ქაშმირისა და ტიბეტის მთებს. სსრ კავშირში ბინადრობს კავკასიაში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში – პამირისა და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის გარდა, ტიანშანსა და ტარბაგატაიზე. ყველგან მობინადრეა, მათ შორის საქართველოშიც.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს მთის ტყეების ზემო, გამეჩხერებულ ნაწილში, სუბალპურ მდელოებზე, ქვა-ღორღიან ან კლდოვან ადგილებში, დაბალი ბუჩქნარებით ან მაღალი ბალახნარებით. ზამთრობით ეშვება უფრო დაბლა, მთისწინების მინდვრიან ბუჩქნარებში.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს კლდეების ნაპრალებში, ქვების ღრმულებში, ფლატეების ხვრელებში, ზოგჯერ – კოწახურის, ასკილის ან ღვიის ბუჩქების ქვემო ნაწილში. აგებს მოხდენილსა და მაგარ ბუდეს. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველი გამრავლება მიმდინარეობს მაისსა და ივნისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორე – ივლისში და აგვისტოს დასაწყისში. დებს 3-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

თავწითელა მთიულა იკვებება ალპური და სუბალპური ბალახნარების თესლებით, აგრეთვე პატარა ზომის მწერებით.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. ლამაზი გარეგნობით და სასიამოვნო გალობით იპყრობს ფრინველების მოყვარულთა ყურადღებას.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები