სტვენია
(ახალი გვერდი: '''სტვენია''' (ლათ. Pyrrhula pyrrhula Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი [[ბეღ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Stvenia.png|thumb|250px|'''სტვენია''']] | ||
'''სტვენია''' (ლათ. Pyrrhula pyrrhula Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − სტვენია. | '''სტვენია''' (ლათ. Pyrrhula pyrrhula Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − სტვენია. | ||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
15:42, 13 ივნისი 2025-ის ვერსია
სტვენია (ლათ. Pyrrhula pyrrhula Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − სტვენია.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − სტვენია (Pyrrhula)
სტვენია საშუალო ზომის ბეღურასნაირი ფრინველია, ფრთა 85-95 მმ-ია, კუდი – 65-75 მმ, ნისკარტი – 10-11 მმ, წონა – 20-35 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მკვეთრი განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს თავის ზემოთ და წინა ნაწილები შავი აქვს, მეტალური ელვარებით; ზურგი და მხრები მოცისფრო-რუხი. კუდზედა და კუდქვედა ბუმბულები და მუცლის უკანა ნაწილი ქათქათა თეთრია. ფრთების დიდი მფარავების ძირები, მომქნევების შუა ნაწილის გარეთა მარაოები, მეორე რიგის შიგნითა მომქნევები, კუდის ზემო მფარავები და საჭის ბუმბულები შავია, ლურჯი, ნაწილობრივ მეწამული მეტალური ელვარებით. დიდი მფარავების მკრთალი მორუხო ბოლოები ფრთაზე ფართო განივ ზოლს წარმოქმნიან. ფრთის წვერო მოშავო-რქისფერია, ლოყები, კისრის გვერდები, ყელი და სხეულის ქვემო მხარის დიდი ნაწილი – მოვარდისფრო-წითელი. ზრდასრული დედალი შეფერილობის საერთო სურათით მამლის მსგავსია, მაგრამ არა აქვს წითელი ფერი, გარდა ლაქისა მეორე რიგის ყველაზე პატარა მომქნევის გარეთა მარაოზე. კისრის უკანა მხარე მოცისფრო-რუხია ზურგი, ლოყები და სხეულის ქვემო მხარე – მოყავისფრო-რუხი. თავი ზემოდან, ნისკარტის ირგვლივ ლაქა და კუდი შავია, ლურჯი ან მეწამული მეტალური ელვარებით. კუდზედა ბუმბულები თეთრია. ნისკარტი – შავი, ფეხები – მურა.
აღწერილია 10-13 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური სტვენია – P. p. rossikowi Derjugin et Bianchi, 1900.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უმეტეს ნაწილს, აგრეთვე ციმბირს. დასავლეთით ვრცელდება ბრიტანეთისა და აზორის კუნძულებზე, ჩრდილოეთით 65-70-ე პარალელებამდე, სამხრეთით − პორტუგალიისა და ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილებში, ჩრდილოეთ იტალიაში, იუგოსლავიაში, რუმინეთში, სმოლენსკის, ბრიანსკისა და რიაზანის ოლქებში, ტიუმენამდე, ნოვოსიბირსკამდე, ალტაის მთებში, ჩრდილოეთ მონგოლეთში, მანჯურიასა და კორეაში, ხოლო აღმოსავლეთით კამჩატკაზე, სახალინზე, კურილისა და იაპონიის კუნძულებზე. არეალის იზოლირებული ნაწილი არის ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ჩრდილო-დასავლეთ ირანსა და კავკასიაში. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან ზამთრობით ინაცვლებს სამხრეთისაკენ და მრავალგან მნიშვნელოვნად სცილდება ბუდობის სამხრეთ საზღვრებს. საქართველოში მობინადრეა ან ნაწილობრივ მომთაბარეობს.
ბიოტოპი
ბინადრობს მეტწილად ტაიგის ტიპის წიწვიან ტყეებში, აგრეთვე შერეულსა და მაღალტანიან ფოთლოვან ტყეებში. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზემო საზღვრამდე და გვხვდება არყნარებში, წიფლნარებსა და ნეკერჩხლის მეჩხერ ტყეებშიც.
გამრავლება
ბუდეს აკეთებს უპირატესად ნაძვის ხშირი კრონაში. წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება. მაისის მეორე ნახევარში, არეალის ჩრდილოეთ ნაწილში – უფრო გვიან, ივნისში, დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-15 დღეს გრძელდება.
კვება
სტვენია იკვებება წიწვიანი და ფოთლოვანი ხემცენარეების, აგრეთვე სარეველა ბალახების თესლებით. ჭამს კენკრას, მათ შორის ყველაზე მეტად ცირცელსა და კეწერას, აგრეთვე ნორჩ ყლორტებსა და კვირტებს. მწერებსა და ობობებს კენკავს იშვიათად.
მნიშვნელობა
სტვენიას სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ იპყრობს ფრინველების მოყვარულთა ყურადღებას გარეგნული სილამაზით, განსაკუთრებით მამალი ფრინველი.