კლდის ბეღურა
(ახალი გვერდი: კლდის ბეღურა '''კლდის ბეღურა''' (ლათ. Petronia petronia ...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
* ოჯახი − [[ფეიქარასებრნი]] (Ploceidae) | * ოჯახი − [[ფეიქარასებრნი]] (Ploceidae) | ||
* გვარი − კლდის ბეღურა (Petronia) | * გვარი − კლდის ბეღურა (Petronia) | ||
| − | კლდის ბეღურა სახლის | + | კლდის ბეღურა [[სახლის ბეღურა]]ზე ოდნავ დიდი ზომის ფრინველია; ფრთა 90-105 მმ-ია, კუდი — 47-60 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] — 12-15 მმ წონა — 30-40 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მოთიხისფრო-[[რუხი (ფერი)|რუხია]] გასწვრივი ზოლი თხემის შუაში, არშიები ფრთაზე, კუდის ზემო მფარავებსა და საჭის ბუმბულებზე მკრთალი [[ჩალისფერი]]ა. თხემის გვერდებზე მორუხო-ყავისფერი ზოლებია. თვალების ზემოთ ფართო მოყვითალო ზოლები გასდევს. ზურგზე მკრთალი [[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]] და მოშავო-მურა სიჭრელეა. ფრთები და საჭის ბუმბულები მურა-რქისფერია. როცა ფრთა დაკეცილია, პირველი რიგის მომქნევებზე ორი ყვითელი ლაქა წარმოიქმნება. შუა წყვილის გარდა, საჭის ყველა ბუმბულის წვეროს მახლობლად შიგნითა მარაოებზე დიდი, მომრგვალო ფორმის თეთრი კოპლებია. თავის გვერდები და ყელი მოჟანგმიწისფრო-რუხია. ყელის ქვემო ნაწილში მრგვალი ფორმის ლიმონისფერ-ყვითელი ხალია. სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე [[თეთრი (ფერი)|თეთრია]], მოჟანგმიწისფრო-მოყავისფრო წინწკლებით. ნისკარტის ზემო ნახევარი და წვერო მუქი–რქისფერია, ხოლო ნისკარტქვედა — ყვითელი. ფეხები მოწაბლისფრო-ხორცისფერია. |
აღწერილია 7-დან 14-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური კლდის ბეღურა — P. p. exigua Hellmayr, 1902. | აღწერილია 7-დან 14-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური კლდის ბეღურა — P. p. exigua Hellmayr, 1902. | ||
მიმდინარე ცვლილება 20:26, 14 ივნისი 2025 მდგომარეობით
კლდის ბეღურა (ლათ. Petronia petronia Linnaeus, 1766) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − კლდის ბეღურა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ფეიქარასებრნი (Ploceidae)
- გვარი − კლდის ბეღურა (Petronia)
კლდის ბეღურა სახლის ბეღურაზე ოდნავ დიდი ზომის ფრინველია; ფრთა 90-105 მმ-ია, კუდი — 47-60 მმ, ნისკარტი — 12-15 მმ წონა — 30-40 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მოთიხისფრო-რუხია გასწვრივი ზოლი თხემის შუაში, არშიები ფრთაზე, კუდის ზემო მფარავებსა და საჭის ბუმბულებზე მკრთალი ჩალისფერია. თხემის გვერდებზე მორუხო-ყავისფერი ზოლებია. თვალების ზემოთ ფართო მოყვითალო ზოლები გასდევს. ზურგზე მკრთალი ყვითელი და მოშავო-მურა სიჭრელეა. ფრთები და საჭის ბუმბულები მურა-რქისფერია. როცა ფრთა დაკეცილია, პირველი რიგის მომქნევებზე ორი ყვითელი ლაქა წარმოიქმნება. შუა წყვილის გარდა, საჭის ყველა ბუმბულის წვეროს მახლობლად შიგნითა მარაოებზე დიდი, მომრგვალო ფორმის თეთრი კოპლებია. თავის გვერდები და ყელი მოჟანგმიწისფრო-რუხია. ყელის ქვემო ნაწილში მრგვალი ფორმის ლიმონისფერ-ყვითელი ხალია. სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია, მოჟანგმიწისფრო-მოყავისფრო წინწკლებით. ნისკარტის ზემო ნახევარი და წვერო მუქი–რქისფერია, ხოლო ნისკარტქვედა — ყვითელი. ფეხები მოწაბლისფრო-ხორცისფერია.
აღწერილია 7-დან 14-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური კლდის ბეღურა — P. p. exigua Hellmayr, 1902.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას, კანარის კუნძულებს, კუნძულ მადეირას; სამხრეთ-დასავლეთ ევროპას — ჩრდილოეთით საფრანგეთს, გერმანიას ტიურინგიამდე, იტალიას, სამხრეთ იუგოსლავიას და მაკედონიას. ბუდობს მცირე აზიაში, პალესტინაში, ირანში, პაკისტანში, ავღანეთში, ქაშმირში, ტიბეტსა და მონგოლეთში. სსრ კავშირის ტერიტორიაზე მოიპოვება კავკასიაში, ქვემო ვოლგისპირეთში, ურალის ქვემო დინების მიდამოებში, ყაზახეთში — მდ. ემბის აუზში შუა აზიაში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში როგორც მობინადრე ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს კლდეებზე, ქვა-ღორღიანსა და თიხნარ ფრიალო ფლატეებზე, სადაც არის ღარიბი მცენარეულობა, მეტწილად მხოლოდ დაბალბალახნარები. ვერტიკალურად ვრცელდება 1200-დან 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ჩვეულებრივად კლდეების ნაპრალებში. მაისში დებს 5-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე უნდა გრძელდებოდეს. ზოგიერთი მონაცემების საფუძველზე ფიქრობენ, რომ იგი წელიწადში ორჯერ მრავლდება.
[რედაქტირება] კვება
კლდის ბეღურას ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, ობობები და სხვა უხერხემლოები. ჭამს ველური და კულტურული მცენარეების თესლებს, აგრეთვე კენკრასაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.