ვატიკანის პიეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ვატიკანის პიეტა''' - ღვთისმშობლის მიერ [[ქრისტე|ქრისტეს]] დატირების სიუჟეტმა იმდენად ღრმად შეძრა მიქელანჯელო, რომ ამ კომპოზიციას ოთხი გენიალური ნამუშევარი მიუძღვნა - „ვატიკანის პიეტა“, „პიეტა ბანდინი“, „პიეტა პალესტრინა“ და „პიეტა რონდანინი“.
 
'''ვატიკანის პიეტა''' - ღვთისმშობლის მიერ [[ქრისტე|ქრისტეს]] დატირების სიუჟეტმა იმდენად ღრმად შეძრა მიქელანჯელო, რომ ამ კომპოზიციას ოთხი გენიალური ნამუშევარი მიუძღვნა - „ვატიკანის პიეტა“, „პიეტა ბანდინი“, „პიეტა პალესტრინა“ და „პიეტა რონდანინი“.
  
23 წლის მიქელანჯელოს ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერმა (1400 – 1499) 1498 წლის 26 აგვისტოს „პიეტას“ (იტალ.დატირება) შექმნა შეუკვეთა. მიქელანჯელომ ქანდაკებაზე მუშაობა 1500 წელ სდაასრულა. მან კონტრაქტში დაწერა, რომ შექმნიდა ისეთ რამეს, რომლის ბადალსაც კაცობრიობის ისტორიაში ვერავინ, ვერც ერთ ეტაპზე ვერ გააკეთებდა და შეასრულა კიდეც. სკულპტურა, რომელიც მთლიანი მარმარილოსგან  არის გამოქანდაკებული და ასახავს ჯვრიდან ჩამოხსნილი [[იესო ქრისტე|იესო ქრისტეს]] დატირებას, განკუთვნილი იყო კარდინალის საფლავისთვის, კარდინალის გარდაცვალების შემდეგ, XVIII საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან [[ვატიკანი|ვატიკანში]] წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიტანეს.   
+
23 წლის მიქელანჯელოს ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერ დე ლაგროლამ (1400 – 1499) 1498 წლის 26 აგვისტოს ახლი ნამუშევრის „[[პიეტა|პიეტას]]“  შექმნა შეუკვეთა. მიქელანჯელომ ქანდაკებაზე მუშაობას ორი წელი მოანდომა, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირდა.  
 +
 
 +
სკულპტურა მთლიანი მარმარილოსგან  არის გამოქანდაკებული. ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნილი სხეული მარიამ ღვთისმშობლის მუხლებზეა დასვენებული. სკულპტურა ქმნის რენესანსისათვის დამახასიათებელ პირამიდისებურ კომპოზიციას. ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ ფიგურები ერთმანეთთან მიმართებაში არაპროპორციულია - მჯდომარე მარიამის თავი ტორსთან შედარებით პატარაა. სამოსის უხვ ნაკეცებში დაფარული სხეული ეთგვარ საყრდენს ქმნის მუხლებზე დასვენებული ქრისტეს მსუბუქი სხეულისათვის. ხელოვანის მიერ ამ დისპროპორციულობის განგებ გამოკვეთა ერთგვარი ხერხია იმ ფიზიკური და სულიერი გამოწვევის საჩვენებლად რაც მარიამს, როგორც დედა ღვთისმშობელს აკისრია. მარიამის მარჯვენა ხელი, რომელიც იჭერს ქრისტეს,  სამოსის ქსოვილშია გახვეული და არ ეხება მაცხოვრის სხეულს, რაც ქრისტეს სხეულის ღვთიურობას, სიწმინდეს მიანიშნებს.
 +
 
 +
პიეტაში მიქელანჯელომ მარიამი საკმაოდ ახალგაზრდა გამოსახა, უმანკო მშვენიერი სახით, რომელიც როგორც წმინდა ქალწული მარადიულად ახალგაზრდა რჩება. მწუხარებასა და [[სინანული|სინანულთან]] ერთად მარიამის სახე სიმშვიდეს ინარჩუნებს, ემორჩილება ღვთის ნებას. მშვიდია ქრისტეს გამოსახულებაც, რომელსაც მინიმალურად ატყვია წამების კვალი. ნეოპლატონისტური იდეალების თანახმად შექმნილი იდეალიზირებული ფიგურები ღვთისმშობლისა და ქრისტეს ღვთაებრიობის, და სიდიადის სიმბოლური გამოსახულებაა.
 +
 
 +
პიეტა განკუთვნილი იყო კარდინალის საფლავისთვის, კარდინალის გარდაცვალების შემდეგ, XVIII საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან [[ვატიკანი|ვატიკანში]] წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიტანეს.   
 +
 
 +
„ვატიკანის პიეტა“ ერთადერთი ქანდაკებაა მიქელანჯელოს შემოქმედებაში, რომელზეც მოქანდაკემ თავისი [[ავტოგრაფი]] დატოვა. გადმოცემის თანახმად  მიქელანჯელო, რომელიც ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო საზოგადოებისთვის, შეესწო იტალიის ჩრდილოეთის რეგიონ ლომბარდიიდან ჩამოსული სტუმრების საუბარს, რომლებიც ქანდაკების დანახვისას აღტაცებას ვერ მალავდნენ და ფლორენციელი ხელოვანის ქმნილებას მილანელ სკულპტორ ქრისტოფორო სოლარისს მიაწერდნენ. მეორე დღესვე მიქელანჯელომ ქანდაკებაზე საკუთარი სახელი ამოეკვეთა: „გამოაქანდაკა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ.“
  
„ვატიკანის პიეტა“ ერთდერთი ქანდაკებაა მიქელანჯელოს შემოქმედებაში, რომელზეც მოქანდაკემ თავისი ავტოგრაფი დატოვა. ახალგაზრდა ფლორენციელ ხელოვანს ჯერ კიდევ არ იცნობდა საზოგადოება, და  ამიტომ ტაძარში შესული ადამიანები „პიეტას“ დანახვისას ჯერ აღტაცებას გამოთქვამდნენ, შემდეგ კი ამ შედევრის „ავტორს“, მილანელ სკულპტორ ქრისტოფორო სოლარის (1460–1527 წ.წ) ასხამდნენ ხოტბას.  მიქელანჯელო იძულებული გახდა თავის ქანდაკებაზე ამოეკვეთა წარწერა: „გამოაქანდაკა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ“.
 
  
პიეტაში მიქელანჯელომ მარიამი საკმაოდ ახალგაზრდა გამოსახა, უმანკო მშვენიერი სახით, რომელიც მარადიულად ახალგაზრდა რჩება. მასში გამოსახულია არა მხოლოდ მშვენიერი სხეული, არამედ მშვენიერი სულიც, მის მშვენიერებას ის დიდი მწუხარება და განცდაც ვერ არღვევს, რომელსაც ამძაფრებს ოდნავ გვერდზე გადაწეული თავი და განზე გაწეული მარცხენა ხელის ჟესტი.
 
  
ქანდაკება რენესანსისთვის დამახასიათებელ სამკუთხა ფორმაშია გამოკვეთილი, რომელიც საოცარი სიმშვიდისა და ჰარმონიის შთაბეჭდილებას ქმნის.
 
  
  
ხაზი 15: ხაზი 20:
 
[[თათია შავგულიძე]]
 
[[თათია შავგულიძე]]
 
[[კატეგორია:მიქელანჯელო ბუანაროტი]]
 
[[კატეგორია:მიქელანჯელო ბუანაროტი]]
[[კატეგორია:აღორძინების პერიოდის ქანდაკება]]
+
[[კატეგორია:აღორძინების პერიოდის ქანდაკებები]]
 +
[[კატეგორია:პიეტები]]
 +
[[კატეგორია:იტალიელი მოქანდაკეები]]

მიმდინარე ცვლილება 13:56, 3 ივლისი 2025 მდგომარეობით

მიქელანჯელო ბუანაროტი, „პიეტა“, 1499, ვატიკანი, წმინდა პეტრეს ტაძარი

ვატიკანის პიეტა - ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს დატირების სიუჟეტმა იმდენად ღრმად შეძრა მიქელანჯელო, რომ ამ კომპოზიციას ოთხი გენიალური ნამუშევარი მიუძღვნა - „ვატიკანის პიეტა“, „პიეტა ბანდინი“, „პიეტა პალესტრინა“ და „პიეტა რონდანინი“.

23 წლის მიქელანჯელოს ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერ დე ლაგროლამ (1400 – 1499) 1498 წლის 26 აგვისტოს ახლი ნამუშევრის „პიეტას“ შექმნა შეუკვეთა. მიქელანჯელომ ქანდაკებაზე მუშაობას ორი წელი მოანდომა, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირდა.

სკულპტურა მთლიანი მარმარილოსგან არის გამოქანდაკებული. ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნილი სხეული მარიამ ღვთისმშობლის მუხლებზეა დასვენებული. სკულპტურა ქმნის რენესანსისათვის დამახასიათებელ პირამიდისებურ კომპოზიციას. ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ ფიგურები ერთმანეთთან მიმართებაში არაპროპორციულია - მჯდომარე მარიამის თავი ტორსთან შედარებით პატარაა. სამოსის უხვ ნაკეცებში დაფარული სხეული ეთგვარ საყრდენს ქმნის მუხლებზე დასვენებული ქრისტეს მსუბუქი სხეულისათვის. ხელოვანის მიერ ამ დისპროპორციულობის განგებ გამოკვეთა ერთგვარი ხერხია იმ ფიზიკური და სულიერი გამოწვევის საჩვენებლად რაც მარიამს, როგორც დედა ღვთისმშობელს აკისრია. მარიამის მარჯვენა ხელი, რომელიც იჭერს ქრისტეს, სამოსის ქსოვილშია გახვეული და არ ეხება მაცხოვრის სხეულს, რაც ქრისტეს სხეულის ღვთიურობას, სიწმინდეს მიანიშნებს.

პიეტაში მიქელანჯელომ მარიამი საკმაოდ ახალგაზრდა გამოსახა, უმანკო მშვენიერი სახით, რომელიც როგორც წმინდა ქალწული მარადიულად ახალგაზრდა რჩება. მწუხარებასა და სინანულთან ერთად მარიამის სახე სიმშვიდეს ინარჩუნებს, ემორჩილება ღვთის ნებას. მშვიდია ქრისტეს გამოსახულებაც, რომელსაც მინიმალურად ატყვია წამების კვალი. ნეოპლატონისტური იდეალების თანახმად შექმნილი იდეალიზირებული ფიგურები ღვთისმშობლისა და ქრისტეს ღვთაებრიობის, და სიდიადის სიმბოლური გამოსახულებაა.

პიეტა განკუთვნილი იყო კარდინალის საფლავისთვის, კარდინალის გარდაცვალების შემდეგ, XVIII საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიტანეს.

„ვატიკანის პიეტა“ ერთადერთი ქანდაკებაა მიქელანჯელოს შემოქმედებაში, რომელზეც მოქანდაკემ თავისი ავტოგრაფი დატოვა. გადმოცემის თანახმად მიქელანჯელო, რომელიც ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო საზოგადოებისთვის, შეესწო იტალიის ჩრდილოეთის რეგიონ ლომბარდიიდან ჩამოსული სტუმრების საუბარს, რომლებიც ქანდაკების დანახვისას აღტაცებას ვერ მალავდნენ და ფლორენციელი ხელოვანის ქმნილებას მილანელ სკულპტორ ქრისტოფორო სოლარისს მიაწერდნენ. მეორე დღესვე მიქელანჯელომ ქანდაკებაზე საკუთარი სახელი ამოეკვეთა: „გამოაქანდაკა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ.“




[რედაქტირება] წყარო

თათია შავგულიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები