ქილილა და დამანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქილილა და დამანა''' – მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული [[იგავი|...)
 
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქილილა და დამანა''' – მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული [[იგავი|იგავ]]-[[არაკი|არაკთა]] კრებული, სადაც ცხოველთა სამყაროს საშუალებით გადმოცემულია ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრების სურათები. სახელწოდება მიღებული აქვს ყველაზე დიდი არაკის მიხედვით.
+
„ქილილა და დამანა“ (XVIII ს.) — თარგმნილი ძეგლი, [[იგავ-არაკი|იგავ-არაკთა]] კრებული. მსოფლიოში სახელგანთქმული ეს კრებული თავდაპირველად [[ინდოეთი|ინდოეთში]] შემუშავდა („პანჩატანტრა“), ადრევე გავრცელდა ჯერ [[ირანი|ირანში]] (VI ს. ითარგმნა ფაჰლაურად), შემდეგ არაბულ სამყაროში ([[სირია|სირიული]] და არაბული თარგმანები). ახალი სპარსული მწერლობის ადრეულ ეტაპზე ჩნდება მისი როგორც პოეტური (რუდაქი, X ს.), ისე პროზაული (ნასრალაჰი, XII ს.) ვერსიები. სპარსულ დამუშავებათაგან ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა XV . მეორე ნახევარში დაწერილმა ვაეზ ქაშეფის „ანვარე სოჰაილიმ“, რომელიც გამოირჩევა მჭევრმეტყველებითა და სტილის სირთულით. ამ უკანასკნელს დაუკავშირდა ქართული ვერსიები. ცხადია, ყოველი ახალი დამუშავება იწვევდა გარკვეულ ცვლილებებს, უმთავრესად არაკების, ზოგჯერ მთელი თავების კლება-მატების ხარჯზე, მაგრამ თითქმის ყველგან უცვლელი რჩებოდა ძირითადი ჩარჩო: ორი [[ტურა|ტურას]] — კეთილი ქილილასა და ბოროტი დამანას თავგადასავალი. მათი ურთიერთობა გადმოცემულია არაკთა მთელი ციკლებით, ხშირად ერთმანეთზე ჯაჭვის რგოლებივით ასხმული მრავალფეროვანი იგავებით. „ქილილა და დამანას“ ანუ „ანვარე სოჰაილის“ ქაშეფისეული ვერსიის ქართულად თარგმნა დაიწყო [[დავით I (კახეთის მეფე)|დავით კახთა მეფემ]], [[თეიმურაზ პირველი|თეიმურაზ პირველის]] მამამ. მან მხოლოდ დასაწყისი ნაწილის თარგმნა მოასწრო. კარგა ხნის შემდგომ დავითის მიერ დაწყებული საქმე [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსის]] ბრძანებით დაასრულეს ქართულის მცოდნე ვინმე სპარსელმა და სომეხმა მთარგმნელებმა (1710-1714 წწ.). ეს თარგმანი ვახტანგმა თავიდან ბოლომდე შეუდარა დედანს, სცადა პროზაული ნაწილის გამართვა, ლექსად გააწყო ჩართული ციტატები, მაგრამ საბოლოოდ უკმაყოფილო დარჩა თარგმანით. ამან განაპირობა ქირმანში ტყვედ მყოფი მეფის მიერ 1714-1716 წწ. სპარსული ტექსტის ახალი სრული თარგმანი. ამრიგად, მივიღეთ „ანვარე სოჰაილის“ მეორე ქართული თარგმანი, უფრო ზუსტად — სპარსული ტექსტის ბწკარედი. ვახტანგმა გამოიჩინა ტექსტის გაგების შესანიშნავი უნარი (ცალკეულ უზუსტობათა მიუხედავად), დიდი გულმოდგინება და საქმის სიყვარული. მაგრამ ეს იყო თარგმანის პირველი საფეხური. შეუძლებელიც ჩანდა ამგვარი რთული ძეგლის პირდაპირ მხატვრულად სრულყოფილი გადმოღება. ამ მიზნით თავად მოუცლელმა ვახტანგმა სტრიქონ-თარგმანის გასაჩალხად ტექსტი ჯერ [[ონანა მდივანი|ონანა მდივანს]] გაუგზავნა, შემდეგ — [[ ორბელიანი სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანს]]. ონანამ მხოლოდ ლექსითი ჩანართების პროზაული ტექსტი გააწყო, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. საბამ კი მთელი ტექსტი, როგორც პროზაული, ისე პოეტური ნაწილი (რომელიც განსაკუთრებული სიუხვითა და სიახლით გამოირჩევა), გამართა, ფაქტიურად ბწკარედის საფუძველზე შექმნა ახალი ვერსია, რომელმაც შემდგომში კანონიკური სახე მიიღო თვით ვახტანგისვე დასტურით. ეს ტექსტი სრული სახით სამჯერ გამოქვეყნდა: 1886 წ. [[ილია ჭყონია|ილია ჭყონიას]] რედაქტორობით, 1961-1962 წწ. ა. ბარამიძისა და . მეტრეველის რედაქტორობით, 1975 წ. [[თოდუა მაგალი|მ. თოდუას]] რედაქციით.
 
+
ქილილა და დამანა თარგმნილია მრავალი ხალხის ენაზე. თავდაპირველი სამშობლო [[ინდოეთი]], სადაც იგი პანჩატანტრად იწოდება. VI საუკუნეში დამუშავდა ფალაურად და ითარგმნა სირიულად. VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა არაბული ვერსია. XI--X1II ს. პირველ ქართულ [[თარგმანი|თარგმანს]] ჩვენამდე არ მოუღწევია ხელახლა ითარგმნა XVI-XVIII საუკუნეში და მომდინარეობს ანვარი სოპაილის სახელით ცნობილი სპარსული ვერსიიდან, რომელიც სპარსეთში შემუშავდა XV საუკ-ში.  
+
 
+
[[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] სამი რედაქცია მოიპოვება: 1. დავით კახთა მეფის (კუ და ღრიანკალის არაკამდე), 2. [[ვახტანგ VI]] და 3. [[სულხან-საბა ორბელიანი]], რომელიც ყველაზე გავრცელებულია. ქილილას და დამანას არაკები ძველთაგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ საქართველოში, რასაც ვახტანგ VI მითითებაც მოწმობს: „რაოდენსაცა [[საქართველო]]ს შინა არაკსა, ანუ იგავსა, ანუ ზეპირ მუნასიბსა ლექსსა იტყვიან, უფროსი ერთი ამაში სწერია"-. ბევრი არაკი გახალხურებულა და ფოლკლორშია გადასული.
+
 
+
''მ. ჩაჩავა''
+
 
+
 
+
 
+
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ქილილა და დამანა, ალ. ბარამიძის წინასიტყვაობა, 1952.
+
* ა. ბარამიძე, „ანვარისოჰაილის“ ანუ „ქილილა და დამანას“ ქართული ვერსიები, ნარკვევები. I, 1945;
 +
* მ. თოდუა, „ქილილა და დამანას“ საბასეული ვერსია, 1967.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]]
+
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 +
[[კატეგორია:ძველი ქართული მწერლობა]]
 +
[[კატეგორია: ქართული თარგმანები‏‎]]
 
[[კატეგორია:იგავ-არაკები]]
 
[[კატეგორია:იგავ-არაკები]]
 
[[კატეგორია:ინდური ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:ინდური ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:სპარსული ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:სპარსული ლიტერატურა]]

მიმდინარე ცვლილება 12:43, 18 ივლისი 2025 მდგომარეობით

„ქილილა და დამანა“ (XVIII ს.) — თარგმნილი ძეგლი, იგავ-არაკთა კრებული. მსოფლიოში სახელგანთქმული ეს კრებული თავდაპირველად ინდოეთში შემუშავდა („პანჩატანტრა“), ადრევე გავრცელდა ჯერ ირანში (VI ს. ითარგმნა ფაჰლაურად), შემდეგ არაბულ სამყაროში (სირიული და არაბული თარგმანები). ახალი სპარსული მწერლობის ადრეულ ეტაპზე ჩნდება მისი როგორც პოეტური (რუდაქი, X ს.), ისე პროზაული (ნასრალაჰი, XII ს.) ვერსიები. სპარსულ დამუშავებათაგან ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა XV ს. მეორე ნახევარში დაწერილმა ვაეზ ქაშეფის „ანვარე სოჰაილიმ“, რომელიც გამოირჩევა მჭევრმეტყველებითა და სტილის სირთულით. ამ უკანასკნელს დაუკავშირდა ქართული ვერსიები. ცხადია, ყოველი ახალი დამუშავება იწვევდა გარკვეულ ცვლილებებს, უმთავრესად არაკების, ზოგჯერ მთელი თავების კლება-მატების ხარჯზე, მაგრამ თითქმის ყველგან უცვლელი რჩებოდა ძირითადი ჩარჩო: ორი ტურას — კეთილი ქილილასა და ბოროტი დამანას თავგადასავალი. მათი ურთიერთობა გადმოცემულია არაკთა მთელი ციკლებით, ხშირად ერთმანეთზე ჯაჭვის რგოლებივით ასხმული მრავალფეროვანი იგავებით. „ქილილა და დამანას“ ანუ „ანვარე სოჰაილის“ ქაშეფისეული ვერსიის ქართულად თარგმნა დაიწყო დავით კახთა მეფემ, თეიმურაზ პირველის მამამ. მან მხოლოდ დასაწყისი ნაწილის თარგმნა მოასწრო. კარგა ხნის შემდგომ დავითის მიერ დაწყებული საქმე ვახტანგ მეექვსის ბრძანებით დაასრულეს ქართულის მცოდნე ვინმე სპარსელმა და სომეხმა მთარგმნელებმა (1710-1714 წწ.). ეს თარგმანი ვახტანგმა თავიდან ბოლომდე შეუდარა დედანს, სცადა პროზაული ნაწილის გამართვა, ლექსად გააწყო ჩართული ციტატები, მაგრამ საბოლოოდ უკმაყოფილო დარჩა თარგმანით. ამან განაპირობა ქირმანში ტყვედ მყოფი მეფის მიერ 1714-1716 წწ. სპარსული ტექსტის ახალი სრული თარგმანი. ამრიგად, მივიღეთ „ანვარე სოჰაილის“ მეორე ქართული თარგმანი, უფრო ზუსტად — სპარსული ტექსტის ბწკარედი. ვახტანგმა გამოიჩინა ტექსტის გაგების შესანიშნავი უნარი (ცალკეულ უზუსტობათა მიუხედავად), დიდი გულმოდგინება და საქმის სიყვარული. მაგრამ ეს იყო თარგმანის პირველი საფეხური. შეუძლებელიც ჩანდა ამგვარი რთული ძეგლის პირდაპირ მხატვრულად სრულყოფილი გადმოღება. ამ მიზნით თავად მოუცლელმა ვახტანგმა სტრიქონ-თარგმანის გასაჩალხად ტექსტი ჯერ ონანა მდივანს გაუგზავნა, შემდეგ — სულხან-საბა ორბელიანს. ონანამ მხოლოდ ლექსითი ჩანართების პროზაული ტექსტი გააწყო, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. საბამ კი მთელი ტექსტი, როგორც პროზაული, ისე პოეტური ნაწილი (რომელიც განსაკუთრებული სიუხვითა და სიახლით გამოირჩევა), გამართა, ფაქტიურად ბწკარედის საფუძველზე შექმნა ახალი ვერსია, რომელმაც შემდგომში კანონიკური სახე მიიღო თვით ვახტანგისვე დასტურით. ეს ტექსტი სრული სახით სამჯერ გამოქვეყნდა: 1886 წ. ილია ჭყონიას რედაქტორობით, 1961-1962 წწ. ა. ბარამიძისა და ე. მეტრეველის რედაქტორობით, 1975 წ. მ. თოდუას რედაქციით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ა. ბარამიძე, „ანვარისოჰაილის“ ანუ „ქილილა და დამანას“ ქართული ვერსიები, ნარკვევები. I, 1945;
  • მ. თოდუა, „ქილილა და დამანას“ საბასეული ვერსია, 1967.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები